მესამე ადამიანი,,ჰეი.'' კევინი ძრავას რთავს და მის დას უყურებს. ,,დედა სახლშია. რაც არ უნდა თქვას, ყურადღება არ მიაქციო.''
,,რას გულისხმობ?''
,,სახლში შევიდეთ.'' კელი თვალებს წევს და მანქანიდან გადმოდის.
კევინმა სამზე წამოიყვანა, რადგან მისტერ დაუსონმა თქვა, რომ მისტერ ტოდი აღარ იქნებოდა მისი რეპეტიტორი. შეჰპირდა, რომ ახალ მასწავლებელს უპოვნიდა და თუ საჭირო არ იქნება, არც უნდა იკონტაქტონ კელიმ და მისტერ ტოდმა. ხალხი ისევ იყურება, რომ გადაიჩეხები, გასრიალდები.
კელი გაბრაზებულია, და საშინლად გაღიზიანებული. მისი მშობლების გაყრა ისედაც ანერვიულებს მას, მაგრამ სიცოცხლისუნარიანობა არაფერია ამასთან შედარებით. ვერაფერი იპოვეს მათზე, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ ერთმანეთს დააშორონ.
ოთხი თვე. უბრალოდ ოთხი თვე და კარგად იქნებიან. კელი გაუძლებს; გაუძლებენ და ბოლოს ერთად იცინებენ.
კევინი სახლის კარს აღებს, და კელი ხედავს დედამისს და მამამისს, რომლებიც დივანზე სხედან. მისი მამაკაცი მშობელი უცხოდ გამოიყურება მისთვის. ვერ დაადანაშაულებთ კელის; ქალვინი დიდი ხანია სახლში არ ყოფილა. და კელი ვერც იხსენებს, ბოლოს როდის ნახა ან რამე თუ უთხრა.
,,რა ხდება?'' ჩანთას მაგიდაზე დებს.
,,მისტერ კრუქსმა დაგვირეკა. დამირეკა.'' ამბობს კიმი, დივნიდან დგება. ,,თქვა, რომ შენზე ჭორები დადის. რომ შენს მასწავლებელთან გძინავს?''
კელი ტუჩებს ბურცავს და ხელებს წელზე იდებს.
,,რას უნდა ნიშნავდეს ეს, კელი?''
,,ეს იმას ნიშნავს, რასაც ნიშნავს, დედა. ჭორები... ისინი უბრალოდ ჭორებია.''
,,მართლა? რადგან მაისურმა, რომელზეც თქვი, რომ მისტერ ტოდს ეკუთვნოდა, რაღაც აზრები მომცა.''
კელი მათ ოჯახურ პორტრეტს უყურებს, რომელიც კედელზე კიდია. ძველია, და ის დაახლოებით რვის იყო ამ დროს, მისი ორი მშობლის შუაში იდგა, კევინის გვერდით, რომელსაც კალათბურთის ბურთი ეჭირა.