18

513 16 9
                                    

მესამე ადამიანის თვალთახედვა

კელი ვერ იგებს იმას თუ როგორ შეიძლება ძვლებისგან აგებული სხეული ასეთი რბილი იყოს, იმაზე რბილია, ვიდრე რომელიმე ძვირადღირებული საწოლი, რომელზეც ადამიანი უნდა დაწვეს.

მისი მხრები იცავენ კელის ცივი ჰაერისგან, რბილი და სასიამოვნოა.

მისტერ ტოდი იშვიათად ავლენს მის მიმართ ასეთ ნაზ სიყვარულს.  ეს იშვიათია და თავს ახლა კელი ძალიან კარგად გრძნობს. 

დრო რომ ახლა გაჩერდეს, კელი თავის ყველა ცხოვრების მომენტს დათმობდა და მთელი სიცოცხლე ასე გაჩერდებოდა.

პირველი შემთხვევა არარის, როდესაც მოწინააღმდეგე სქესის ადამიანი მას ეხუტება. დერიკი, კევინი და მამამისი მას ხშირად ეხუტებიან, თუმცა იგი თავს მისტერ ტოდთან სხვანაირად გრძნობს. მისი შეხებები სულ სხვანაირია.

როგორღაც, ეს სიამოვნება დიდ ხანს არ გრძელდება. როგორც კი კელი ტირილს რჩება, ნიკოლაი მის პატარა მკლავს ნაზად ეხება და უკან წევს. მშვიდი გამომეტყველებით უყურებს ნიკოლაი კელის.

ეს შეგრძნება. კელის იგი ასეთი არასდროს უნახავს.

თავს წევს, რომ ნიკოლაის შეხედოს.

ნიკოლაი რამდენიმე წუთის განმავლობაში  კელის სახეს შეისწავლის. კელი ახლა უფრო ბავშვურად და ფუმფულად გამოიყურება, ვიდრე ჩვეულებრივ.

,,კარგად ხარ ახლა?" ეკითხება ნიკოლაი კელის.

,,დიახ. მაგრამ, თქვენ კარგად ხართ?"  თავს უქნევს კელი. ხმა უკანაკლებს და ეს ნიკოლაის აშინებს.

,,მმ, მე კარგად ვარ. რამე შეჭამე?"

,,რა მოგივიდათ?"

,,სერიოზული არაფერი. რა შეჭამე?"

,,არ მიჭამია. თავს როგორ გრძნობთ?"

,,კარგად ვარ. გშია?"

,,არა." თავს აქნევს კელი, მაგარამ მისი მუცლის უცნაური ხმა სხვა რამეს ამტკიცებს.

მაჩვენე. Where stories live. Discover now