მესამე ადამიანი
კელი იღვიძებს შემწვარი ხახვისა და წიწაკის სურნელში და ზეთის შუშხუნის ხმაში.
მუცლიდან ხმა ესმის, როდესაც საწოლზე ჯდება. ნიკოლაის მაისური ცოტათი აიწია.
კელი თვალებს ბოლომდე ახელს და აქეთ-იქით იყურება. ნაცრისფერი და შავი. ასეთი ფერისაა ყველაფერი მის გარშემო, უცბად ხვდება ვისი საძინებელიცაა ეს.
მისტერ ტოდი.
,,ჯანდა!'' უცბად დგება და მის არეულ თმას იწევს. არსად არარის ნიკოლაი, ოთახი ისეთივე სუფთაა, როგორც ყოველთვის. თეთრეულის გარდა, რომელზეც კელი წევს.
ახალი ამბავი არარის. კელის საშინელი ძილი აქვს და მთელ საწოლს იპყრობს, იმისდა მიუხედავად, რომ პატარაა ზომით. მისი საყვარელი ძილის პოზიცია, როდესაც ზურგზე წევს, ყველა კიდური გაშლილი აქვს და ერთმანეთისგან დაშორებულია. ლოცულობს, რომ ასე არ ეძინა წუხელ, რადგან ეს ძალიან არამიმზიდველი იქნებოდა.
უცბად, სელია ხტება მატრასზე, თითქმის აგდებს თინეიჯერს, როდესაც თავის თავს მხარზე უხახუნებს.
კელი ხითხითებს. ,,დილა მშვიდობისა, სელია.'' ამბობს.
კელის არაფერი ახსოვს გუშინდელიდან. იცის, რომ ეს ნიკოლაის სახლია, მაგრამ ვერ იხსენებს იმას თუ რა გააკეთა, როდესაც დათვრა.
სელია ხტება საწოლიდან და საძინებელში სეირნობას იწყებს. კელი უყურებს მაისურს, რომელიც მის სხეულს ფარავს. მისი მოკლე მკლავები დაკარგულია მაისურის სახელურებში, და მისი ფეხები დაუფარავია.
დაკომპლექსებულად გრძნობს თავს მის სტრიებზე, და ნაჭერს აგრძელებს, როდესაც მატერია მის კერტებზე ეხება.
თვალები გაფართოებული აქვს. მისი ბიუსჰალტერი. ბიუსჰალტერი არ აცვია.
ხელებს მკერდზე იდებს, შემდეგ კი მაისურს ზემოთ წევს, ხვნეშის, როდესაც ხედავს, რომ მისი საცვალი და ბაიკერის შორტი ადგილზეა.