31

743 23 7
                                    

მესამე ადამიანი

არსებობს სიამოვნების გრძნობა, რომელიც ვინმეს სიყვარულს ახლავს თან. მთლიანად და მთელი გულით. და შემდეგ მასაც რომ უყვარხარ.. ეს ზედმეტია, მაგრამ ტკბილია.

როდესაც ლიფტი თავის ადგილს უბრუნდება, ლანდშაფტისკენ ესება, კელი გრძნობს მისი გულის ფრიალს მკერდში. არა სიმაღლის გამო, არამედ იმის გამო, რომ მან მთელი ორმოცი წუთი გაატარა ნიკის პირის ყველა ინჩის გასინჯვაში.

წიგნებში ყველაფერი აქვს წაკითხული, ნანახიც აქვს ოპერაში, თუ როგორი სასიხარულია ის, რომ ვიღაცას უნდიხარ. მაგრამ, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს ასეთი ზეციური იქნებოდა.

კელი მიხვდა, რომ ნიკოლაის სიძლიერე მხოლოდ სიმძიმეების აწევაში არ ეხმარება, რომელიც მის სავარჯიშო ოთახში უდევს, არამედ იმისთვის, რომ ქალი ტყვეობაში ჩააგდოს.

ძლივს მოძრაობდა, მაშინ როესაც ნიკოლაის კალთაში იჯდა, და იმისდა მიუხედავად, რომ იცოდა ნიკოლაიმ მისი ბუნება წესიერად არ იქცეოდა, მაინც არ გადაუსვია. არცერთი წამით, თითქოს სადმე გაქრებოდა, რომ გადაესვა.

ეს მომენტი ფასდაუდებელი იყო, და კოცნამ იმდენად დააკარგვინა დროის შეგრძნება, რომ კელიმ ვეღარც გაიაზრა, თუ როდის ჩამოვიდნენ მიწაზე.

რეალობას უბრუნდება კელი, როდესაც ნიკოლაის ხედავს. იღიმის, და ნიავი მის მუქ თმებს აფრიალებს. ახლა კაბინის გარეთ დგას, სანამ კელი ისევ შიგნით ზის, თავის ფიქრებშია დაკარგული.

,,ოჰ, ბოდიში.'' დგება და კაბინიდან ძვრება, მისი ხელის დახმარებით. როდესაც ფეხზე დგება მიწაზე, ნიკოლაის პირი მის ყურთან მიაქვს.

,,უფრო მეტი გინდოდა?''

რა თქმა უნდა, ის საბაგიროზე არ საუბრობს, ნუ.. იმაზე, რაც შიგნით მოხდა. კოცნა, შეხება.. კელი დარწმუნებულია, რომ ეს იგულისხმა.

რაღაც მიზეზის გამო, ნიკოლაის ჩახლეჩილი ხმა იწვევს კელის ზუ რგის მოდუნებას. კელი ისევ გრძნობს ნიკოლაის გრძელ თითებს, რომლებიც მის წელზე დადიან.

მაჩვენე. Where stories live. Discover now