40

1.5K 24 17
                                    

მესამე ადამიანი

კელის გული უკანკალებს, როდესაც ნიკოლაის მესიჯს ხედავს. გულის სიმბოლო მეცხრე ცაზე წევს. ისევ ფიქრობდა კელი იმას. იმას, რომ ნიკოლაის აღარ ექნებოდა მის მიმართ გრძნობები. მაგრამ ეს ტექსტი.. საკმარისია კელის გადასარწმუნებლად.

ნერვიულობისგან ფეხები უსუსტდება, მაგრამ მაინც მიდის პარკინგზე. ისევ სკოლის შენობაში არარიან, მაგრამ ნიკოლაის მანქანა დამალულია სკოლის აუდიტორიისგან. უფრო ზუსტად, უკვე სკოლა დაამთავრა, ამიტომ დამალობანაზე დიდად აღარ ღელავს. ნიკოლაი მის მოსწავლესთან ერთად აღარაა, მაგრამ კელი მალე იქნება პირველ კურსელი იელის უნივერსიტეტში.

მგზავრის კარს აღებს და შიგნით შედის. ანერვიულებული, ნიკოლაის უყურებს.

,,ჰეი..'' ხმადაბლა ამბობს.

ეს მომენტი ზეციურია. ამ დღეს დიდი ხანი ელოდა. პასუხის გაუცემლად, ნიკოლაი იწევა და ტუჩებს კელის ტუჩებზე ათავსებს.

თვალებს ხუჭავს მის სინაზეზე კელი, ახსენდება თუ როგორი რბილი და ტკბილია მისი ტუჩებში. ოჰ, როგორ მოენატრა ისინი. მისი გული სადაცაა აფეთქდება, თავბრუ ეხვევა. დიდი დრო გავიდა.

ნიკოლაი უკან მიდის და ტუჩებს ილოკავს, და კელის ლოყები წითლდება მათ ვარდისნაირ ფერზე.

,,ამ შენობიდან გავიდეთ.'' იღიმის ნიკოლაი.

კელი თავს უქნევს, სახეს წინ ატრიალებს. მის თავში წვეულებაა, გიჟური წვეულება.

ნიკოლაის ფანჯრები აწეული აქვს, რადიოს რთავს, როდესაც ტკბილი მელოდია გამოდის მისგან, ხელებს თმაში იცურებს. კელის ამის დიდი სურვილი უჩნდება და საკუთარ თავს პირდება, რომ კიდევ როდესაც იზასავებენ, კელი მის კულულა თმებში შეუცურებს ხელს.

როგორც კი Camber High უჩინარდება, ნიკოლაი გვერდით იწევა თავის თითებს კელისაში აცურებს. კელი იღიმის და მათ ხელებს უყურებს.

მაჩვენე. Where stories live. Discover now