მესამე ადამიანი
,,ცხოვრება როგორ მიდის, ნოა?'' მისტერ კრუქსი ნიკოლაის მამის გვერდით ჯდება, ორივე კაცი გოლფის თამაშის შემდეგ ოფლიანდება. ეს ორი ხანდახან ხვდებიან ერთმანეთს, იქამდეც ჰქონდათ ურთიერთობა სანამ ნიკოლაი მასწავლებელი გახსებოდა. ნოა მისტერ კრუქსზე გაბრაზებულია, რომ მის შვილს დაეხმარა იმ პროფესიაზე, რომელზეც ნოა თანახმა არარის.
,,ყველაფერი კარგადა; ცხოვრება ცხოვრებაა. დუბაიში ვაპირებ წასვლას, რომ დავისვენო. შენკენ რა ხდება?''
,,იგივეა; ცხოვრება ცხოვრებაა.'' მისტერ ტოდი მისი მაისურის საყელოს იხსნის. ,,რაღაცაზე მინდოდა შენთან საუბარი.''
,,აჰ. ვხედავ. ამიტომაც მომიწვიე ამდენი ხნის შემდეგ სათამაშოდ.'' ხითხითებს ნოა.
,,არა, მთლად სიმართლე არარის, მისტერ ტოდ.''
,,რა თქმა უნდა არარის, სტივ. რაზე გინდა საუბარი?''
,,კარგი, მოკლედ მოსწავლეები მოვიდნენ ჩემთან ორშაბათს, და რაღაცები მითხრეს.''
ნოა მის ტორსოს ატრიალებს.
,,არ ვარ დაწმუნებული უნდა დავიჯერო თუ არა. მაგრამ მინდა გითხრა, რომ გავიგო თუ ამ სიტუაციაზე რას ფიქრობ.''
ნოა თვალებს ჭუტავს მზისგან. ,,ნიკოლაიზეა?''
,,ვშიშობ, კი.''
,,კარგი. განაგრძე.''
,,ამ გოგოს ამზადებს, კელი ან იანგს. მეთორმეტე კლასი გაიმეორა და ძალიან ცუდად სწავლობდა პირველი სემესტრის დასაწყისში. მე ვუთხარი მას, რომ არსებობდა რეპეტიტორობის პროგრამა, და ისიც მე ვუთხარი, რომ ნიკოლაი აერჩია მის რეპეტიტორად, რადგან კომფორტულად გამოიყურება. მოსწავლეები, რომლებიც ჩემთან მოვიდნენ ორშაბათს თქვეს, რომ ერთად არიან.''
ნოა იცინის. ,,ისინი ბავშვები არიან, სტივ. ბავშვები ყოველთვის რაღაცებს იგონებენ.''
,,ერთმა გოგომ თქვა, რომ კელი დაინახა, გაწითლებული და არეული ტანსაცმლით, როდესაც ნიკოლაის კაბინეტს ტოვებდა.''