Chapter 3

2.4K 231 20
                                    



— რა გააკეთა შენმა ძმამ? — ჯინს თვალები გაუფართოვდა ბორბლების ზომამდე, ასეთ გაკვირვებულს ჯონგუკი თავის ლექტორს იშვიათად ხედავს, თუმცა დღევანდელი ახალი ამბავი მართლაც უცნაურია.

— მან გოგო მაჩუქა, — ბიჭი უკმაყოფილოდ ამბობს და მის წინ მყოფ ფურცელს აშტერდება, რომელიც ეკონომიკური ფორმულებითაა საცსე, მის ტვინში კი მთელი ნულია. ამ საგანში თავისი სიდებილის გამო ჯონგუკი მძიმედ ოხრავს, ცხოვრებაში იმდენი პრობლემა აქვს უბრალო ახალგაზრდასთვის. ამ წელს დიპლომი უნდა დაწეროს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების წარმოებაში, ამასთან ერთად კი თავზე თოვლი დაეცა გოგონას სახით, რომელიც არ მოუკლავთ და იმავე საღამოს მიიყვანეს სასახლეში.

შენს სახეზე უკვე ნაკაწრები და ჩალურჯებები იყო, ახალი ჭრილობები, რომლიდანაც სისხლი გსდიოდა, ამიტომ საავადმყოფოში მოგიწია წასვლა, სადაც კიდევ რამდენიმე ნეკნის გატეხვაზე მოგახსენეს. ჯონგუკს აკვირვებს რომ ჩუმად იყავი, სწორად დადიოდი, მშვიდად იქცეოდი, თითქოს წამითაც არ განიცდიდი ტკივილს. ჯონგუკი შენს მაგივრად ალბათ იტირებდა, მან ეს ზუსტად იცის, რადგან ერთხელ ფეხი იტკინა სკეიდზე კატაობისას და გოგონასავით ყვიროდა, შემდეგ კი გაუჩერებელი ტკივილის გამო წუწუნებდა.

— შენი ჰოსოკი უგულო ნაბიჭვარია, ადამიანების სიცოცხლით თამაშობს თითქოს ღმერთი იყოს, — უკმაყოფილოდ ამბობს ჯინი, ხელით თმას უკან იწევს, შუბლს აჩენს.

— გგონია არ ვიცი? — უმცროსი ოხრავს, პატარაზე იცინის კიდევაც, რადგან როგორც არავის ისე ესმის ლექტორის, რომელიც უკვე დიდი ხანია მის გვერდით არის, კარგი მეგობრისა და ბრძენი მრჩეველის სახით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯონგუკი ლექციაზე ნაცემი მივიდა, სოკჯინმა კი ის დატოვა, რომ მიზეზი გაეგო, ჯონგუკმა მშვიდად უამბო ყველაფერი, რადგან ეშმაკიც კი შეშინდება ძმის წინააღმდეგ წასვლას.

"პანტერა"Where stories live. Discover now