ჯონგუკი თავს ისევ მარიონეტად გრძნობს, საცოდავ ვირთხად თავისი ძმის თამაშში გაბმულს. ის თეჰიონისგან ზარს იღებს და უკვე კარგს არაფერს ელის, მართალიც აღმოჩნდა, მეორე ხაზიდან შენი ჩახლეჩილი ხმა გაიგო და თეჰიონის თხოვნა რომ კლიენტს გაყოლოდი.ჯონგუკი ამ ყველაფრიდან ნულს იგებს, თუმცა მრავალწლიანი მონსტრთან ცხოვრების გამოცდილებიდან ის მაინც ისწავლა რა უნდა ეპასუხა ასეთ დროს, ამიტომ ის ამბობს იმას, რასაც ყოველთვის საკუთარ თავს უმეორებს «უბრალოდ უსმინე ჰოსოკს», ყველა, ვინც პანტერას წინააღმდეგ მიდის შემდეგ კვდება, ეს გამართლებული სიკვდილია, პირდაპირი ხელშეკრულება ეშმაკთან ჯოჯოხეთის გზაზე, თუმცა შენზე ის მაინც ნერვიულობდა.
უმცროსი მაშინვე შეშინდა, როდესაც სახლში დაბრუნდა და ვერსად გიპოვა, იფიქრა, რომ გაიპარე, სანამ მოსამსახურემ ყველაფერი არ აუხსნა, თუმცა ამან ის არ დაამშვიდა. უკეთესი იქნებოდა გაქცეულიყავი. სადმე მონსტრთან ერთად გამგზავრებას ჯონგუკიც არ ისურვებდა, შენ კი, მით უმეტეს გოგო ხარ, მისთვის არაფერს ნიშნავ, ისე, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანები, ამიტომ იმაზეც ნერვიულობდა რომ უკან საერთოდ ვერ დაბრუნდებოდი.
გუკი ოთახში დადის, ტუჩს იკვნეტს და ფიქრობს, საერთოდ რატომ ნერვიულობს ასე შენზე, როგორც არასდროს. ის გამოცდების წინაც კი არ ნერვიულობდა ისე, როგორც ახლა: ჯდომა არ შეუძლია, გული საშინლად სწრაფად უცემს, დარდი თავიდან ბოლომდე იცავს მის სხეულს. ისიც კი არ იცის ძმამ სად წაგიყვანა, რამდენი ხანი იქნები იქ, რადგან მას უამრავი ბორდელი აქვს ქვეყნის გარშემო, ნარკომოვაჭრეობა კარგად განვითარებული და ხალხითაც კი ვაჭრობს ზოგჯერ, უბრალოდ გართობისთვის. ეს ყველაფერი თავში ტარაკანებივით ერევა და ჯონგუკი წუწუნებს, უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი რომ არ სცოდნოდა. რატომ ერეოდა ძმის საქმეებში? რისთვის შეგტენა მას? რატომ ნერვიულობს ასე უბრალო გოგონაზე? საქმე შენს გულისამაჩუყენელ ისტორიაშიც კი არ არის, მას შენმა ცრემლებმა ახალი არაფერი ანახა, თუმცა შენი მზერა, ის ცოცხალი იმალება უმნიშვნელობის სიბნელეში, გუკი შენნაირ ძალიან ცოტა გოგოს იცნობს, იმის მიუხედავად, რომ თითქმის მისი ასაკის ხარ.
ჯონს სიამოვნებს შენს გვერდით ყოფნა, უბრალოდ ლაპარაკის დაწყება, იმის მიუხედავად, რომ გოგონების მიმართ შიში აქვს სკოლიდან მოყოლებული. მას სჭირდები, ალბათ იმიტომ, რომ თავიდანვე მისი საჩუქარი იყავი, საჩუქრები კი უნდა შეინახო და სხვას არ უნდა აჩუქო, ამიტომ მისი მოვალეობაა რომ დაგიცვას და უნდა რომ უფრო ახლოს გაგიცნოს. ჯონგუკთან ისე ცოტა ილაპარაკე, მისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, თვალებში გიყურებდა, რომელიც გულწრფელობით იყო სავსე, რადგან უნივერში მისი ყველას ეშინია ძმის რეპუტაციის გამო.
შენ – მისი ადამიანი ხარ, რომლის გაცნობაც კი ვერ მოახერხა წესიერად, მაშინვე განვლილ ისტორიაზე დაიწყო საუბარი, როგორ გიპოვა ჰოსოკმა. ჯონგუკი ბრაზობს კიდეც, რადგან თუ შენ მოკვდები, მას ეწყინება და ალბათ ეტკინება.
ქვევიდან ყვირილი ისმის, ძმის ღრენა და ჯონგუკი ადგილს წყდება, ის მაქსიმალურად სწრაფად მირბის და კიბეებიდანაც ხედავს ჰოსოკს, შენს წინ ჩაცუცქულს. თავიდან დამშვიდებულად ოხრავს, რადგან ცოცხალი ხარ, შემდეგ კი დეტალები ხვდება თვალში: ძმის ეშმაკური ღიმილი, შიში და შენი თვალების შავი, სიკვდილის აურა, რომელიც შენ და პანტერას გარს გესხმით. ჯონგუკს თავისი ძმა ასეთი იშვიათად უნახავს, თუმცა ყოველ ჯერზე სიცივეს გრძნობს შიგნიდან შიშისგან, რომელსაც ძმის გამოხედვა იწვევდა. ჯონს ეშინია წარმოდგენისაც კი, თუ როგორია ამ გაბრაზებული სახის პირისპირ ყოფნა, თითქმის შენს სიკვდილს ხედავ მის თვალებში.
ჯონს პირველად ცხოვრებაში უჩნდება სურვილი საკუთარი ძმა შეაჩეროს, ჩაერიოს, იმის მიუხედავად რომ ეს ყველაფერი სიგიჟედ ეჩვენება, თუმცა ჰოსოკი დგება, ძმას თავიდან ბოლომდე ათვალიერებს მკვლელი მზერით და თავის ოთახში მიდის, უმცროსის ძმის მხრის კვრით.
— შ/ს, როგორ ხარ? — ჯონგუკი იატაკიდან გაყენებს, თვალები გაფართოებული აქვს, რადგან ამ საღამოს უკვე საკმარისად ინერვიულა.
— გაგიკვირდება, მაგრამ კარგად — ამბობ, თუმცა მაინც აძლევ საშუალებას წელზე ჩაგიცუროს ხელი და საძინებელში აგიყვანოს, რადგან უბრალო ადამიანური სითბო და მზრუნველობა სასიამოვნოა, ჯონგუკში ხედავ პირველად ამდენი წლის შემდეგ გულწრფელობას და დარდს, რაც არასდროს არავისგან მიგიღია. მთელი ეს დრო ტალახში იყავი ამოსვრილი, გუკი კი ზედმეტად სუფთაა, მისი თვალები პატიოსნური და დიდია, თითქოს გულში გიყურებს, ეს ბიჭი უფლებას გაძლევს სიკეთისა და ანგელოზების არსებობა დაიჯერო, დაიჯერო, რომ ქვეყნად კიდევ შემორჩა სიკეთე, სანამ არიან ისეთები, როგორიც ჯონგუკია.
ბიჭს საძინებელში აყავხარ, გაბრაზებული დედასავით გეკითხება სად იყავი და რატომღაც ძალიან გირთულდება იმაზე საუბარი, რომ სხვა მამაკაცთან იყავი, ის არ გიხსენებია, ამ თემას არ შეხებიხარ, რადგან ჯონგუკის გრცხვენია. სიამოვნებას იღებდი, ბინძურად მიეცი მამაკაცს, რომელმაც შენი სხეული მოინდომა, უფასოდ მოემსახურე მის პენისს და სირცხვილით დაბრუნდი უკან. შენითაც გინდა დაივიწყო, თითქოს ეს დღე არც ყოფილა და მთელი ეს დრო აქ გაატარე, პანტერას სასახლეში.
ჯონგუკი საყვარლად იგინება ძმაზე, მასზე გეცინება კიდეც, ის მშვიდად კითხულობს «რა გაცინებს?», შენ კი უბრალოდ ბედნიერი ხარ მასთან ერთად. გაურკვეველია რატომ, უბრალოდ გიხარია მისი ყურება; გული მშვიდად გაქვს, გინდება პრინცებზე მოყოლილი ზღაპრები დაიჯერო, რომლებიც ყოველთვის იმარჯვებენ ბოროტებაზე, თუმცა შემდეგ ჯონგუკს უწევს წავიდეს , ტკბილ ძილს გისურვებს და კარებს ხურავს.
შენს გარშემო დაძაბულობას გრძნობ, თითქოს შავი ცა შემოგეხვია. სიზმარშიც კი თვალწინ ჯერ კიდევ ჰოსოკის ბრაზით სავსე სახე გიდგას, მისი თითები, რომელიც კანს ეკალივით ესობა და ჭრის. მისი თვალები მთლიანად შავია, მრგვალი, ყელიდან კი მტაცებლის ცხოველურ ხმას უშვებს, იღრინება, პანტერა გიყურებს და გრძნობ როგორ გასობს მის კბილებს, კბილებისგან დატოვებულ ტკივილს გრძნობ. თუმცა სიცოცხლე მაინც გინდა, ამიტომ ყვირი მთელ ხმაზე, კვნესი და კედელს ხელებს ურტყამ. იქამდე ყვირი, სანამ თვითონ არ გეღვიძება საკუთარი ყვირილისგან, ცივ ოფლში მოცურავეს და ისევ თვალებს ხუჭავ, რადგან იქ ჯერ კიდევ პანტერა გელოდება.ოთახიდან შიშველი ფეხებით გამოდიხარ. გახსოვს, ბოლო კარები, სადაც ჯონგუკს ძინავს, ის არც კი ჩანს დიდი გადასაფარებლის ქვეშ, მხოლოდ მუქი თმა უჩანს ბალიშზე. ჩუმად კიდებ მას, ფრთხილად, ხედავ როგორ წუწუნებს და სხვა მხარეს ბრუნდება, შემდეგ ნამძინარევ სახეს წევს, ძალიან ბავშურს, გიყურებს და სულ არ არის გაკვირვებული.
— პანტერას მეშინია. — მშრალ ტუჩებს ილოკავ და მხოლოდ ორ სიტყვას ამბობ. მეტი ახსნა საჭირო არც არის, ჯონგუკი თავის საწოლში გიშვებს. დაუფიქრებლად გიხუტებს და ცხვირს ყელში გიყოფს, სიტყვის უთქმელად, მხოლოდ შენ ვერ იგებ რატომ გიცემს გული ასე – შიშისგან თუ სითბოსგან?იმედი მაქვს შეცდომები არ არის, თუ არის მაპატიეთ, მე თვითონ არ მიყვარს ისეთი ფიკების კითხვა რომელშიც შეცდომებია, გადავხედე, თუმცა შეიძლება რამე გამომრჩენოდა. ჰოსოკის jealously-ს მეორე თავი უკვე დავწერე დავარედაქტირებ და დავდებ, სავარაუდოდ ხვალ. მადლობა რომ კითხულობთ. ტკბილიძილი🥰
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...