Chapter 19

1.4K 178 37
                                    


— თეჰიონ? — ჯინი მაშინვე გრძნობს, რომ საქმე ცუდად არის. მას პანიკისა და შიშის მკვეთრი მოვარდნა ეხმარება, უნდება მაშინვე გაიქცეს. კიმი არასდროს მოდის მარტო, მასთან უმეტესად ჰოსოკია, და თუ ეს ბიჭი აქ მარტო მოვიდა, მაშინ, რაღაც როლი ვერ მოერგო ამ სპექტაკლს. მოვიდნენ, რომ ჯინი, როგორც ბებერი კატა, დაეძინებინათ, ეს ბიჭის სახეზეც ჩანს, თუმცა ჯინს საკუთარ თავზე არ ეშინია, მას შენზე და ჯონგუკზე ეშინია, რომელიც ჯერ არ არის შეჩვეული ახლობლების დაკარგვას.

— შემომიშვებ? — კიმი ცალ წარბს წევს და უმანკოდ იწყებს იარაღის წინა მხრით თავის ფხანას.

— ჩაი? — ჯინს გაყინული ოფლი ასხამს, ის გრძნობს, როგორ უთეთრდება თმის ფესვები, თავის სიკვდილს ხედავს წინასწარ და ისე არ უნდა ტკივილის განცდა. სიცოცხლე უნდა, როგორც არასდროს, ყოველი ამოსუნთქვა უნდა გაწელოს და კიდევ ტირილი უნდა. ლექტორს ხელები უკანკალებს, თუმცა ის სამზარეულოსკენ მიემართება მძიმედ, საძინებლისგან შორს. იქ მაგიდას ეყრდნობა და ძალა არ შესწევს უკან გაიხედოს. ჯინი სლაბია, სიკვდილს თვალებში ვერ უყურებს. მაშინვე ახსენდება, როგორ უყურებდი ჰოსოკს თვალებში, როდესაც უთხარი რომ მოეკალი, არ შეგეშინდა, სიტუაციაც კი მიიღე და პანტერამ იმ ღამით მართლაც კინაღამ სიცოცხლეს გამოგასალმა.

ახლა ჯინს გული ერევა, საშინლად ეშინია, უკვე ხედავს, როგორ ისვრება კაფელი მისი სისხლით და ვერ უძლებს. ლექტორს გული ერევა ონკანში, მაშინვე, როდესაც იარაღს საკუთარ თავზე გრძნობს მობჯინებულს, მთელი სხეული უკანკალებს.

— დალიე წყალი, — თეჰიონის მზრუნველი ხმა ისმის.

ჯინს არ უნდა შებრუნება, მას ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ეს მის თავს ხდება, სხეული უბრალოდ ყინულით იფარება, თუმცა მას არ სცივა, პირიქით, სიცხე იპყრობს მთელ სხეულს, თითქოს კოცონზე წვავენ.

ეს მოლოდინი წამებაზე უარესია, ჯინი იჭმუხნება, ცდილობს ღრმად ისუნთქოს და თავი დაიმშვიდოს, სანამ შებრუნდება.

"პანტერა"Where stories live. Discover now