ჰოსოკი სახლში სვამს, თავის ოთახში და უკანა ეზოში მყოფ ძაღლებს უყურებს. მათთან ერთად შენც ხარ, ისეთი ბედნიერი, რადგან ჰომ უფლება მოგცა გაგესეირნა, ძაღლებთან ერთად გეთამაშა, ძაღლებთან, რომლებიც წესით საშიშები უნდა იყვნენ, უნდა ეცენ უცნობებს ყელში კბილებით, თუმცა შენს გვერდით ისე იქცევიან თითქოს სულელი, ბედნიერი ლეკვები იყვნენ. ჰოსოკი ხვდება, რომ ზუსტად ასეთივეა. მან არ იცის იმის გამოა რომ თავის ძაღლებს გავს, თუ შენ გაქვს ნიჭი სხვისი გულის გალბობის, თუმცა ხვდება, რომ ზოგჯერ იღიმის როცა ამ ნახატს უყურებს.ის სვამს საღამოს, ხვალ სამსახურში უნდა წავიდეს, ამიტომ არც კი იცის კიდევ უნდა დაისხას თუ უკვე საკმარისია. აქამდე მას არ უშლიდა დრო რომ ასე მოდუნებულიყო, თუმცა ახლა შიგნით რაღაც ვერ არის ისე, აზრები შეეცვალა, გრძნობებიც ამასთან ერთად — ჰოსოკი თავს სრულიად სხვა ადამიანად გრძნობს ახლა და არ იცის კარგია ეს თუ ცუდი, თუმცა მას მოსწონს.
მას უნდოდა ეფიქრა რა მოეხერხებინა ჰოსოკისთვის, შენთვის და ჯონგუკისთვის. მის გარშემო, როგორც აღმოჩნდა, ბევრი ადამიანია, ეს კი ცოტა აშინებს. ფანჯრიდან აღარ ჩანხარ, და ბიჭს შენი ხმა ესმის ქვევიდან, გამალებით ეუბნები რაღაცას დამლაგებელს, შემდეგ კი მაღლა არბიხარ. ჰოსოკი გრძნობს თუ როგორ ქვავდება მისი გულისცემა, შემდეგ კი სწრაფად იწყებს ცემას, თუმცა შენ გვერდს უვლი მის ოთახს. ბიჭი ცდილობს საკუთარ თავსაც კი არ ანახოს, რომ ცოტა ეწყინა.
— ივახშმებ? — კარი უეცრად იღება, ჰოსოკი კრთება და წითლდება საკუთარი შიშისგან. ის ბრუნდება, ვისკის უყურებს თავის ხელში და უარყოფის ნიშნად თავ აქნევს.
— უკვე ვვახშმობ.
— დასალევით? და სიგარეტი დესერტად არა? — სკეპტიკურად წევ ერთ წარბს. — მოდი, ჯონგუკი სკეიდ პარკში გაიქცა, მარტო მოსაწყენია. შეგიძლია ვისკი დალიო სანამ მე ვჭამ, ოქეი?
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...