Chapter 11

1.8K 186 17
                                    


ჯონგუკის უნივერსიტეტში ხმაურია, თითქოს შენს გარშემო ქაოსია, ზედმეტად ბევრი გოგოა, რომელიც გაბრაზებულ თვალებს გაშტერებთ. ისინი მზად არიან თვალები ამოგთხარონ და მით უმეტეს მარჯვენა ხელი, რომელიც ჯონგუკს ძლიერად აქვს მოთავსებული თავისაში, რომ არ დაიკარგო.

— რაზე სწავლობ? — გარშემო ამდენი გოგოს რაოდენობა არ გსიამოვნებს. მათ სიბრაზესა და შორს გრძნობ.

— ეკონომიკაზე. — მოკლედ გიხსნის ბიჭი. გეგონა უკეთესი მიმართულებით სწავლობდა, მას ხომ ჯონის კომპანიის ნაწილი აქვს, რომელსაც მომავალში წინ უნდა გაუძღვეს, თუმცა გუკი უბრალოდ მხრებს იჩეჩავს.

— მაშინ ეს ყველაფერს ხსნის. — გოგონების მხარეს ანიშნებ.

— არაუშავს, ჯინთან უნდა ავიდეთ, დიპლომის ნაწილი უნდა მივცე შესამოწმებლად, იქ უფრო სიმშვიდე იქნება და როგორც იქნა მას გაგაცნობ.

ის ვერ ამჩნევს როგორ იძაბები, შენი თვალები წამით მრგვალდება და პანიკა გიპყრობს. გულის რევის შეგრძნება გიჩნდება გუშინდელის გახსენებაზე, საკუთარი თავი გეზიზღება. ეს ისეთი საშინელი საქციელი იყო, სხვის ხელებში კვნესობდი და შეხებას ითხოვდი, საკუთარ თავს ვერ პატიობ ამას. ცდილობ სუნთქვა დაარეგულირო, ის სოკჯინი — ჰოსოკის პარტნიორია, ის ვერ იქნება დაკავშირებული ჯონგუკის ლექტორ ჯინთან.

— ჰიონ. — ჯონგუკი ხის კარებზე აკაკუნებს, მასზე წარწერაა «სამასწავლებლო», შიგნით რამდენიმე სკამია, თუმცა ჯინის გარდა არავინაა.

ჯერ ფანჯარას ხედავ, კარადას კედელთან, მოპირდაპირედ კი მაგიდას საიდანაც სოკჯინი დგება და ჯონგუკს ძლიერად იხუტებს. ამ დროს თქვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, ჯინი გაკვირვებული კრავს წარბებს და ქვედა ტუჩს ილოკავს. გინდა ისტერიკულად გაიცინო, რადგან ამაზე ცუდად საქმე ალბათ ვერ წაგივა.

— ის ჩემთვის მოიყვანე? — ჯინი წარბებს ათამაშებს, შენსკენ ანიშნებს ღიმილით. წამით იყინები, რადგან ემოციები ერთმანეთში გერევა, სრულ გაურკვევლობაში ხარ.

შენ ხვდები, რომ ეს ზუსტად ის სოკჯინია, რომელიც შენთან საწოლში იყო, ზუსტად ის, ელეგანტური, ლამაზი, მაღალი, თუმცა რაღაც არ არის ისე. ეს ჯინი ჯონგუკის გვერდით თბილად იღიმიმ, მამასავით, ხუმრობს და ისე იყურება, თითქოს ვერავისთვის შეძლებს ცუდის გაკეთებას. ეს ჯინი კეთილია, გუშინდელი ჯინი კი ტყუპი ძმასავით, მისი ბნელი მხარეა.

— შ/ს, ეს ჯინია, ჩემი ლექტორი. — ჯონგუკი ღიმილით წარმოგიდგენს ჯინს, თუმცა როგორც კი შენს სახეს ხედავს იჭმუხნება. — რამე მოხდა?

— მას ვიცნობ. — ფრთხილად ამბობ, ნელა, თითქოს რაღაცას არასწორად აკეთებ და ხედავ როგორ იკარგება მისი სახიდან ღიმილი.

— ყველა მხრიდან გამიცანი გუშინ ღამით, ხომ ასეა? — ჯინი ისე გამოიყურება თითქოს მის წინ საჩუქარი დევს, რომელიც უნდა რომ გახსნას, თუმცა არ ჩქარობს, გიყურებს და იღიმის, ტუჩებს ილოკავს და იცდის.

— ჰიონ? ეს რას ნიშნავს?
— ჯონგუკს ხმის ტემბრში ისტერიკა იგრძნობა, თვალებში კი მილიარდი შეკითხვა. ის შიშით ხან შენ გიყურებს, ხან ლექტორს, შენ კი არ გინდა რომ ჯონმა ამაზე გაიგოს.

"პანტერა"Where stories live. Discover now