Chapter 16

2.1K 196 44
                                    

არც კი გიწევს კარებს შეხედო იმის დასანახად თუ ვინ შემოვიდა, რომ ჰოსოკი იგრძნო. ჰაერი წამებში იძაბება, აფორიაქებას გრძნობდი სახლში ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ, ახლა კი სიმშვიდეა. როგორც იქნა ის აქაა, მოვიდა რომ თავისი მუშტები იქნიოს, თუმცა რატომღაც ადგომა არ გინდა, უბრალოდ გვერდულად წევხარ, წიგნს კითხულობ, ზურგიდან გრძნობ როგორ მოთმენით გელოდება, მზერით გწვავს და წიგნს ნელა დებ გვერდით. საწყენი იქნება თუ შენს გამო ის დაზარალდება.

— სოკჯინს უფრო რბილი საწოლი აქვს ხომ ასეა? — მისი უეცარი ხმის გაგებაზე ტანში გცრის. ხო, აქამდე გაგიგია მისი დაბალი ნოტები, თუმცა ამ ჯერზე ის ხმამაღალია, რაც უფრო გაშინებს.

ხვდები, რომ მისგან ზურგით წოლა დახუჭული თვალებით არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება, თუმცა მოძრაობა ნაკლებად გინდა. გგონია რომ მონსტრი წავა, თუ მას არ შეხედავ, ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში, თუმცა ეს ნამდვილია, ისეთი, რომ შეხედვაც საშიშია.

თუ აქამდე ვენებში სისხლს გიყინავდა, ახლა უბრალოდ გკლავს ამ სიბრაზით სავსე ენერგიით.

— უნდა მცემო? — ზურგზე წვები და უყურებ როგორ იყინება ბიჭი წამით გაკვირვებისგან, მისი თვალები მრგვალდება, უეცარი ხვნეშა კი იქამდე ისმის, სანამ პანტერა მის კონტროლირებას მოასწრებს.

— არა, რას ამბობ? რამეში ხარ დამნაშავე? მხოლოდ იმას აკეთებ რასაც გიბრძანებენ, ხომ ასეა? — ის შენს საწოლს უვლის, გზაში კოსტუმს იხდის, სავარძლის საზურგეზე კიდებს და ყლინჯს ქვევით ქაჩავს, ასლაბებს.

ჰოსოკი უფრო ახლოსაა საწოლის იმ მხარესთან, სადაც შენ წევხარ, ვერ ინძრევი და ვერ გარბიხარ, იმის მიუხედავად რომ ეს ახლა ძალიან გინდა. მის თითებზე სისხლს ხედავ, კანი ატყავებული აქვს, გაშინებს წითელი ფერით, რომელსაც ლოყაზე გისვამს.

— მინდა გავიგო, რა არის შენში ასეთი მიმზიდველი, რომ ჯინს ჩემიც კი არ შეეშინდა. — მტაცებელი შენს სახეს უახლოვდება და იღიმის, თავს გვერდით წევს, თაგვს ეთამაშება, რომ მერე ყელზე მტკივნეულად გიკბინოს. ჯერ მარტო გაურკვევლობისგან ცახცახებ, ფიქრისგან, რომ მან შეიძლება ისე ძალიან გატკინოს, რომ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. — რატომ ხარ ჩუმად? შენ ხომ ყოველთვის გაქვს რამე სათქმელი, — ის ხელს ნელა წევს, შენს სახის ნაკვთებს ეფერება, წითელ ხაზებს ხატავს და იღიმის.

"პანტერა"Where stories live. Discover now