Chapter 4

2.2K 217 35
                                    


  ჯონგუკი წვნიანს ორ თეფშზე ათავსებს და კითხვებზე ფიქრს აგრძელებს. შენ მისგან პროფილით ზიხარ მაგიდასთან, ჩუმად ითავსებ კოვზს თითებს შორის. ფრთხილად მოძრაობ, თითქოს არ გინდა ვინმე შეაშინო, შემდეგ ნელა, სიფრთხილით ადებ ენის წვერს საჭმელს და გემოს სინჯავ, როგორც არ უნდა გეცადა სიმშვიდის შენარჩუნება ჯონგუკმა შეამჩნია, როგორ "ეცემი" საჭმელს.

— მასეც ვიცოდი, რომ მშიერი იყავი, — ჯდება და ღრმად ისუნთქავს ჰაერს, თვითონაც მშიერია, თუმცა მან ისაუზმა მაინც, შენ კი გაურკვეველია ბოლოს როდის ჭამე. თქვენს წინ კიდევ მისაყოლებელი საკვები და ბრინჯი დევს თეფშებზე, საკვები საკმარისია, რომ დღესასწაული აღნიშნოთ, თუმცა წვნიანის შემდეგ სულ ცოტას ჭამ და ბიჭს უყურებ, რომელიც გეგმავს ყველაფერი კუჭში ჩაიყაროს, რაც კი იჭმევა, რადგან ძალები უნდა მოიკრიბოს დღის დასასრულისთვის.
— აქ რისთვის მოხვდი? — ამბობს ბიჭი საჭმლით გატენილი ლოყებით, გიყურებს და დახურული პირით ღეჭავს. ამ დროს თხუნელას გავს, მისი ლოყები საყვარლად გამოიყურება ყბის მოძრაობისას, რაზეც გეღიმება.

— ყლეობა ცეკვისთვის, როგორც მივხვდი, — მხრებს იჩეჩავ და კოვზით ბრინჯში იქექები , ცდილობ ისევ არ გაუღიმო.  — კარგი, ნარკოტიკები გავყიდე დიდი რაოდენობით, სავსე ზურგჩანთით დავდიოდი ქალაქში. გოგოებს იშვიათად აჩერებენ შესამოწმებლად, ამიტომ მნიშვნელოვანი კლიენტები მანდეს, თუმცა ბოლო ჯერზე არ გამიმართლა. ცარიელ ქუჩაში დავდიოდი, რომ კამერებზე ნაკლებად მოვხვედროდი და ერთ კრეტინებს ხელიდან ვერ დავუსხლტი. — შენი ხმა ბოხი ხდება, საჭმელს, რაღა თქმა უნდა, ვეღარ შეჭამ, რადგან ყელში ბურთულა გეჩხირება თვალები კი ცრემლებით გევსება.

— მათ... გცემეს? — ჯონგუკი თვითონაც გვერდით მაგიდაზე დებსს კოვზსა და ჩხირებს, ხმაურიანად ბრუნდება და შენსკენ ძალიან ახლოს იხრება, პროფილს უყურებს და კარგად ხედავს რა ხშირად ახამხამებ თვალებს. 

"პანტერა"Where stories live. Discover now