ჯონგუკი არსად შეგხვედრია მთელი შაბათ-კვირა, თუმცა მოსამსახურისგან კარგად იცი, რომ ის ვერაფერს ხვდება, სკეიდ-პარკში დადის, ღამეებს კი კომპიუტერულ თამაშებთან ატარებს. დარწმუნებული ხარ, რომ ახალი კვირის დასაწყისში ის დიპლომს ჩაუჯდება და გაიხსენებს თავის ლექტორს.სინამდვილეში ეს კარგიც არის, მას იმდენად არ ახსოვს სოკჯინი და შეუძლია დასვენების დროს დაივიწყოს სწავლა, ეს ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევს, დროს, რომ მიხვდე, როგორ უთხრა მას სიკვდილზე. სამწუხარო ამბის მცნებელად ყოფნა ისეთი რთული და მტკივნეულია, რომ ძილი არ შეგიძლია, რადგან, თვალის ყოველ დახუჭვაზე, ჯინის მკვდარ სხეულს ხედავ, ისევ გესმის ის გასროლის ხმა, რომელმაც შენში გაიარა მენტალურად. ძალიან მოთენთილი ხარ, თითქმის არ ჭამ, არ გამოდიხარ საძინებლიდან და კითხულობ. წიგნები სხვა სამყაროში გიშვებს, სადაც არ არის არც პანტერა, არც ჯონგუკი ან თეჰიონი – არავინ, ვინც შეძლებს ტკივილი მოგაყენოს. კითხულობ, არც ერთი ღამე არ გიძინია, რისგანაც თავს საშინლად გრძნობ.
უნდა დაიძინო, ძილსა და საჭმელზე უარის თქმა არაფერს გადაწყვეტს, პრობლემებისგან გაქცევა კი ყველაზე ცუდი გამოსავალია, თუმცა, თვალების დახუჭვისას, ისევ გეჩვენება, თითქოს იმ დღეს უბრუნდები. თითქოს ეს დღე ისევ მეორდება ყოველ ჯერზე და გაწამებს. გინდა გაუშვა, თუმცა ამისთვის ყველაფერი ჯონგუკს უნდა უამბო, ეს კი რთულია.ოხრავ გამოუვალი სიტუაციის გამო, ბრაზობ კიდეც, რადგან ისევ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. თავს ფოთლად გრძნობ, რომელიც ხიდან ჩამოვარდა და უკან ვერ ბრუნდება, რამდენადაც არ უნდა ეცადოს.
რამე უნდა გააკეთო.
შენ, სრული თავდაჯერებულობით დგები საწოლიდან. თითქოს შენი ოთახი მკვლელი ავადმყოფობით გაიკვება, მასში ზედმეტად ბევრი გარდაუვალი ფიქრია დაგროვილი, ამიტომ, პირველ რიგში, ფანჯრებს აღებ. სუფთა ჰაერს ისუნთქავ, თუმცა თავისუფალ ზედასა და შორტში მალევე იყინები.
წყვეტ დერეფანში გახვიდე. იქ პანტერას უზარმაზარი კარია; საძინებელი, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ მას და დამლაგებლებს აქვთ, შემდეგ ჯონგუკის კარი, მისგან სითბო მოდის, იხსენებ როგორ წახვედი მის მკლავებში დასაძინებლად. მაშინ არ იყო უხერხულობა და სირცხვილი, უბრალოდ თითქოს სახლში იყავი, შენთვის განკუთვნილ ადგილას, ჩახუტებას კი იყენებდი, როგორც თავშესაფარს. ახლა სრულიად სხვა შემთხვევაა, ახლა იმისკენ იქაჩები, სადაც არ შეგიძლია შესვლა, დღემდე გახსოვს ჰოსოკის რისხვა, თუმცა მაინც შედიხარ დაუკაკუნებლად, აი ასე, უბრალოდ იჭრები სხვის პირად სივრცეში.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...