არასდროს გეგონა, რომ სიცოცხლისთვის ასეთი საშიში და ამავედროულად უსაფრთხო იქნებოდა ოდესმე სხვის სამზარეულოში ჩაის დალევა. თავს სახლში გრძნობ, სიმყუდროვეში, სანამ გვერდით ჯონგუკი ზის ჩუმად და ხელს ჩაით სავსე ჭიქით ითბობს, წინ კი ჯინია, რომელიც უბრალოდ ხელში ჩაის ატრიალებს. ცოტა სულელურია, რომ იმასთან მოხვედით, ვის გამოც დაზარალდით, თუმცა უნდა გელაპარაკათ.— მას მოვკლავდი რომ შემეძლოს, — ჯინი უკვე დიდხანს ბრაზობს, თანაც ძალიან, ის ახლა ქარიშხალივით არის, იმის მიუხედავად რომ საშიშად არ გამოიყურება.
შენ და ჯონგუკმა შემდეგ დღეს ჯინთან გადაწყვიტეთ წასვლა, ჯონი მისი დამამშვიდებელი კომპანიის საჭიროებაში იყო, შენ კი მასთან ისედაც უნდა გესაუბრა, ამიტომ შეხვედრა დანიშნეთ. სოკჯინმა მასთან სახლში სტუმრობა გთხოვათ, რადგან აქ უფრო უსაფრთხოა და ბევრად მყუდრო, ვიდრე სადმე კაფეში, სადაც ზედმეტად ბევრი უცხო თვალი და ყურია.სულ არ ხართ წინააღმდეგი, მოგწონს ჯინთან სახლში, აქ სითბოა და თავში მხოლოდ კარგი მოგონებები გიტრიალებს. ლექტორმა ჯერ ჯონგუკი დაიჭირა და სააბაზანოში გაიყვანა, ჭრილობების დამუშავება დაუწყო, თითქმის იტირა, ბიჭის ჭრილობებით სავსე სხეულის დანახვაზე, მკვახედ იყურებოდა და დააძალა ყველაფერი დეტალურად მოეყოლა. მოგიწია პანტერასთან სექსზეც კი მოგეყოლა, რისიც ძალიან შეგრცხვა, თუმცა ჯინმა და ჯონგუკმა არ გაგკიცხეს, უმცროსმა უბრალოდ ჩაგიხუტა და თავი გააქნია, განიშნა რომ შენი კარგად ესმის. არა, მათ არ იციან, როგორ გაწუხებდა სინდისი და არ გაძინებდა მთელი ღამე.
ნეტავი გცოდნოდა, რომ სანამ პანტერას ეძლეოდი, გუკი იქ გონწასული იწვა ნაცემი. გტკივა საკუთარი საქციელისგან, საკუთარი თავის მიმართ ზიზღს გრძნობ, მით უმეტეს ჯინის წინ. ის ცდილობს დაგანახოს, რომ არ ხარ მეძავი, განსაკუთრებული ხარ, ამბობდა, რომ ისეთი არ ხარ როგორც დანარჩენები, არის რაღაც შენში უმანკო და სუფთა, საქმეში კი ყველაფერი პირიქით გამოვიდა, ახლა ლექტორს თვალებშიც კი ვერ უყურებ. სირცხვილი მთელ სხეულს იპყრობს, გინდა ჩახუტება მიიღო, თუმცა ჯინი ჯერ მზერასაც კი არ გაპყრობს.
— ჰიონ, ეს არ არის შენი ბრალი, — ჯონგუკს უნდა დაამშვიდოს, იღიმის კიდეც პატარაზე, ჯინი კი უეცრად თავს წევს, რომ უმცროსი უეცრობისგან კრთება.
— მაშინ ვისი? — ლექტორი ჭიქას ხელებს ძლიერად უჭერს, თითქოს მზადაა ხელებში შემოიმსხვრიოს და ტუჩებს კრავს, ჯონგუკს მოლოდინით სავსე თვალებით შეხედა, რომელმაც მართლა არ იცოდა რა ეპასუხა. აქ მიზეზი რაღაც გაურკვეველია, არ შეგიძლიათ იცოდეთ კონკრეტულად ვინ გამოიწვია ჰოსოკში ბრაზი, ისეთი სიძლიერით, რომ ყველა დაზარალდა. — მე უნდა დამეცავი, საბოლოოდ კი ჩემს გამო შენ იტანჯები, — ჯინი წარბებს კრავს და თბილად ეფერება ჯონგუკის ლოყას, რომელიც თვალებს ხუჭავს და ჩუმად სუნთქავს.
— ჰიონ, არ მინდა რომ საკუთარი თავი დაადანაშაულო, ეს თავს უფრო ცუდად მაგრძნობინებს.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...