— შენ ყოველთვის შრომისმოყვარე იყავი, ხომ? — ჰოსოკი თავის მაგიდასთან ჯდება, თეჰიონს უყურებს და უნდა ისევ ამოისუნთქოს. მან უკვე ყველა ქარიშხალი გადაიტანა გულში მის გამო, ახლა ჰოს შიგნით დაუძლეველი დაღლილობა და სრული გაურკვევლობა აქვს დაგროვებული, იმასთან დაკავშირებით თუ რა მოუხერხოს ამ ყველაფერს.— შენს გვერდით ათ წელზე მეტი ხანი ვიყავი... — კიმი ცოტა ბოხი ხმით იწყებს. ის ჯერ კიდევ პანტერას მაგიდის წინ დგას, თუმცა მას უჭირს, ეს მის სხეულში ჩანს რომელიც ქანაობს.
— შენ ბიოგრაფიას შევხედე, — ჰოსოკი მაგიდაზე ფურცლებს ანაწილებს, კალმებს აწყობს თანმიმდევრობით, ყველაფერს აკეთებს, ოღონდ არ შეხედოს ამ ნაცემ ძაღლს. — მე ნამდვილად არ ვიცოდი რომ მშობლები არ გყავდა. თუ უფრო ჩავუღრმავდებით ამას, მამაჩემმა შეისყიდა მიწა ხელისუფლებისგან, რომელიც სიკვდილამდე შენს ოჯახს ეკუთვნოდა. იურისტს რომ დაკავშირებოდი, შეგეძლებოდა ჩემთვის ნახევარი ქონება წაგერთმია, რომ გდომებოდა დაგებრუნევინა მიწა, რომელიც წესით შენ გეკუთვნის, თუმცა შენ იდიოტი ხარ, სულელი, ყველაზე რთული და ბინძური გზა აირჩიე, — ჰოსოკი მაინც თვალებს წევს ზევით, ეჯახება თეჰიონის გაოცებულ თვალებს. ის თითქოს სილის გაწნის შემდეგ გამოფხიზლდა და გაშეშდა ამოსუნთქვისას. მისი ტუჩები იხსნება და ასევე სწრაფად იხურება, თვალებს ხშირად ახამხამებს და უნდა რამე მაინც წარმოთქვას.
— მე... — ყელში ბურთი ეჩხირება, ის ნამდვილად ისეთი იდიოტია, თვალები შურისძიების სურვილმა დაუბრმავა. ამდენი წელი ელოდა, ეგონა რომ მოთმინება საშუალებას მისცემდა ყველაფერი ლამაზად და სუფთად გაეკეთებინა, თუმცა უნდა მოეძებნა სხვა გადაჭრის გზები და ვირივით არ უნდა შემჯდარიყო ერთ აზრზე. — მე მართლა არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება. — თეჰიონი მოვიდა რომ დაჩოქილმა თხოვოს ჰოსოკს პატიება რადგან მის გარეშე არ შეუძლია. პანტერა მისთვის გულის ნაწილი გახდა, რომელსაც ასე მარტივად ვერ ამოიგლეჯს. კიმს ახლა ორი არჩევანი აქვს, ან ჰოსოკის გვერდით იყოს ან საერთოდ დაემშვიდობოს სიცოცხლეს. ის ცდილობდა თავი მოეკლა, თავს ისეთ დამნაშავედ გრძნობდა, თუმცა მაინც ვერ შეძლო, ვერ გაბედა, ის სლაბია, თვითონაც ხვდება, მაგრამ ჯონის გარეშე არ შეუძლია. თე ნამდვილი ერთგული ძაღლი გახდა, ის იმდენად ერთგულია, რომ თუ მას ნაწილებად დაშლიან, ის მაინც გამთელდება და სადმე პანტერას გვერდით აღმოჩნდება ისევ.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...