ჯინი იცინის იმის დანახვაზე, თუ როგორ მიყვები ჯონგუკს და ტუჩებს იკვნეტს. მას ეშინია, რომ ჯონგუკმა ის არასწორად გაიგო, რომ აღარ ენდობა ისე, როგორც აქამდე. ის თვითონაც უბრალო ლექტორად დარჩებოდა, თუმცა პანტერა თვითონ მიადგა მას, როდესაც ძმის საქმეების გასაგებად მივიდა უნივერსიტეტში.ლექტორმა მაშინვე ინანა, რომ ჰოსოკთან ტონი არ შეარჩია, ხუმრობებით ის ბნელ მზერამდე მიიყვანა. ალბათ ამიტომ უთხრა ზუსტად ჰოსოკმა «ენით ფხანა კარგად შეგიძლია» და დაიჭყანა. «ზუსტად შენ მჭირდები» - მალევე მოყვა რისთვისაც სჭირდებოდა ის და გეგმა გააცნო.
«გენდობი, რადგან თვალებშივე ვხედავ, რომ ჯონგუკი შენთვის მნიშვნელოვანია. თუ რამეს არასწორად იზამ, მას შენს თვალწინ ვესვრი.» - პანტერამ ამ სიტყვებით დაასრულა საუბარი და ამის შემდეგ ჯინმა თავისი ახალი როლის მორგება დაიწყო.
ის ამას მხოლოდ ჯონგუკისთვის აკეთებს, მხოლოდ ამ ბიჭისთვის, რომელიც ახლახანს წიწილასავით წუწუნებდა და სიბრაზისგან წითლდებოდა. ჯინი ამას აკეთებს, ყოველ ჯერზე საკუთარ თავს უმეორებს, რომ ეს ბიჭი შვილივით არის, ის ყველაფერზე მეტად სჭირდება და დიდი კომპანიის მფლობელის ნიღაბს ირბეგს.
ჰოსოკმა კარგად მოიფიქრა, ჯინი მისთვის მტერის როლს თამაშობს, რომელთანაც დროული გადალაპარაკება აქვს. ჯერ უბრალოდ პარტნიორების როლს თამაშობენ, ჰოსოკი შეუმჩნევლად აფორმებს თავის ფილიალებს ახალ სახელზე, ყველას თვალწინ ხელშეკრულებას დებს, რომ ლექტორი დიდი კომპანიის დირექტორად გამოაჩინოს, შემდეგ კი ჯინმა ჰოსოკს მიწა გაუთხაროს, მტერის როლი უნდა ითამაშოს და მისი განადგურების საშუალებები იპოვოს. ასე უფრო სწრაფად იპოვის ყველა ვირთხას და ჯონს მიუყვანს. მხოლოდ ამიტომ დადის ჯინი ჰოსთან ერთად ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ყველა თვალყურს ადევნებს მშრალ დაძაბულობას ამ დუეტში და თავისით გამოაქვთ დასკვნები.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...