მათი ლაპარაკი გესმის, ინახავ ყველა სიტყვას, საძინებლიდან იხედები და გინდა ჩაერიო. თეს ჯინის მოკვლა უნდა. შენ გესმის, როგორ აღიარებს თეჰიონი, რომ თვითონ არის გამყიდველი და ხელს პირზე იფარებ, რომ ძალიან ხმამაღლა არ შეიცხადო.ყელში ბურთი გეჩხირება. გეშინია. ფილმებში გმირები დაუფიქრებლად ესვრიან მკვლელს, რომ დაიცვან კარგი პერსონაჟი, თუმცა ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ახერხებ და სახლის შესასვლელში დგახარ. შენს გვერდით ნახევრად დაკეტილი შემოსასვლელი კარია, და უეცრად თავზარი გცემს.
ჯინმა თეჰიონი სამზარეულოში წაიყვანა. მას შეეძლო საუბარი შემოსასვლელში დაეწყო, კარი დაეხურა და დახმარება ეთხოვა, თუმცა ის წაიყვანა, შემოსასვლელი კარი კი ღია დაგიტოვა. ჯინმა გასასვლელი მოქცა, შანსი, გაქცევის და სიცოცხლის.
ყელში მრგვალი ბურთი გეჩხირება, მას ვერ ყლაპავ, შენ კი ისე გინდა დაიჯერო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ჯინი გადარჩება ყველაფრის მიუხედავად. შეგეძლო დაგერეკა და დახმარება გეთხოვა, თუმცა ტელეფობი არ გქონდა. ბოლოჯერ იყურები სამზარეულოს მხარეს, შენი შინაგანი მხარე მთელი ძალებით გეწინააღმდეგება, ის ყვირის ბიჭის დასახმარებლად, რომ არ დატოვო მარტო სიკვდილის წინ, ცადო მაინც მისი გადარჩენა, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, თუმცა აძალებ საკუთარ თავს და გასასვლელისკენ მიდიხარ. კარს ფრთხილად ხურავ და გასროლის ხმა გესმის.
ის გაშინებს, გაღვიძებს შოკიდან და ინსქტიქტურად ზევით კიბეებზე არბიხარ. მთლიანად კანკალებ, ქვითინი პირდაპირ არ გამოდის გარეთ, ის შიგნიდან გესობა, რომ შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგიგორდეს ცრემლები. ორივე ხელით პირს იფარავ, კიბეებზე ზიხარ ზედა სართულის, სლუკუნს ყლაპავ, ცრემლები კი თითებზე იკვლევს გზას, ფეხებზე გეწვეთება და საკუთარი თავის დამშვიდებას ვერ ახერხებ.
საკუთარ თავს არასდროს აპატიებ ამ გაუმბედაობას, ჯინს თვითონაც რომ მონდომებოდა ასე, ის შენი და ჯონგუკის გამო გახდა მახვერპლი, თუმცა უნდა გადაგერჩინა. იქიდან დაღწევის შანსიც რომ არ გქონოდა შემდგომ, თუმცა ტირილს ვერ წყვეტ. აი ასე იყო ჯინი, ახლა კი ვერ გიპასუხებს, რა იყო კარგი გადაწყვეტილება, არ მოგეფერება ზურგზე დამშვიდების მიზნით.
სოკჯინი აღარ გაიღიმებს თბილად, არ გაკოცებს რბილად ან ჩაგიხუტებს, რომ თავის ხელებში დაგამშვიდოს. ადამიანების დაკარგვა, რომელთანაც მიჯაჭვება მოასწარი – ზედმეტად მტკივნეულია. ეს გრძნობა მთელი სხეულის უჯრედებს იცავს, გხევს ნაწილებად და ამავედროს არაფრით გცვილს გარეგნულად. თავბრუ გესხმის, ფეხებს მკერდისკენ წევ, რადგან თავს ისე გრძნობ თითქოს სრულიად დაშლილი ხარ.
არ გინდა სიცოცხლე. თითქოს, მომავალი ჯინთან ერთად გაქრა, თუმცა რაღაც დროის შემდეგ დგები, მირბიხარ ლექტორის ბინისკენ და გინდა სამზარეულოში შეხვიდე, თუმცა არ შეგიძლია.
როგორც კი თვალის კუთხიდან მის ფეხებს ხედავ, მომენტალურად იატაკზე ეცემი და ხმამაღლა იწყებ ტირილს. მთელი სხეული გაგიშეშდა, საკუთარ თავს ვერ ამშვიდებ, დაჭრილი ცხოვრელის კვნესას გამოსცემ. ის ხმადაბალია, ჩახშობილი, საშიშიც კი. შესაძლოა მან ტანში ჟრუანტელები გამოიწვიოს, თუმცა ეს არ გადარდებს, ისევე, როგორც იმის ალბათობა რომ შესაძლოა თეჰიონი დაბრუნდეს და გნახოს, ჰოსოკიც რომ შემოვარდეს და გაბრაზდეს ეჭვიანობისგან. შენთვის სულ ერთია სიცოცხლე, ვალიც, რადგან ჯინმა განახა, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია იცხოვრო ამ ქვეყანაში, და არა გაძლო. მან გაგრძნობინა სითბო, რაც არასდროს მიგიღია. ის შენი პატარა თავშესაფარი გახდა, სადაც ცხოვრება გიხაროდა. ეს ადამიანი ყველას ანახებდა, რომ ცხოვრებაში არის რითიც შეიძლება იბედნიერო, თვითონ კი სხვისი ინტრიგის გამო მოკვდა.
შენ როგორღაც დგები, მოკვეთილი ფეხებით შედიხარ სამზარეულოში, ცდილობ არ უყურო უსულო სხეულს. ის არ გამოიყურება როგორც ჯინი, ის აღარ არის. ჯინი – არ არის უბრალოდ ლამაზი სხეული და სახე, ეს სითბოა და საკუთარი სახლის სუნი. ეს საოცრება აღარ არის და არასდროს იქნება, მსოფლიომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწილი. ისევ ცრემლებით გევსება თვალები, თუმცა ტელეფონს პოულობ მაგიდაზე, ძლივს იჭერ, ნომრების ჩამონათვალს პოულობ და ვერც კი ხვდები სად რეკავ.ვინ დაგეხმარება? ვეღარავინ შეძლებს ჯინის დაბრუნებას. სახელს პოულობ, რომელიც, როგორც შენ გგონია შეძლებს დახმარებას და ელოდები ზარი როდის გავა.
— ხო? — გესმის ბოხი, ცოტათი გაღიზიანებული ხმა. ის ახლა სამსახურშია, ბრაზობს, რომ ყურადღებას უფანტავს შემოსული ზარი. მისი ხმა გამშვიდებს და ახალ ცრემლებს გჩუქნის. ისევ იატაკზე ეცემი, საკუთარ დაკეცილ ფეხებზე ჯდები.
— ჰოსოკ, გთხოვ, წამიყვანე აქედან, — მის წინ არასდროს გიტირია, ყველანაირად ცდილობდი მისთვის ცრემლები არ დაგენახებინა, თუმცა ამ ჯერზე ისტერიკა მთლიანად გიპყრობს.
— სად ხარ? — გესმის სკამის გაწევის ხმა.— ჯინის ბინაში, — შენი პასუხის შემდეგ ზარი მაშინვე ირთვება, შენ კი უბრალოდ კედელს უყურებ, მოძრაობა გეშინია, რადგან გვერდიდან სხეულს ხედავ და გგონია, რომ ყოველი მოძრაობა მას ატკენს, ვალდებული იქნები ისევ მას შეხედო და შენ უბრალოდ მოკვდები საკუთარი წუხილისგან და ტკივილისგან.
~~~
მაპატიეთ ლოდინისთვის, ეს კვირა ყველაფერი ერთად დამაწვა. ვეცდები არ დაგიგვიანოთ. ჩიმის ახლა ვწერ🤧
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...