სოკჯინის გვერდით თითქოს სახლში ხარ. შეუძლებელია მის გვერდით არ გაიღიმო, ისეთი ლამაზია და უბრალო. მას შეუძლია ჩვეულებრივად აღიაროს, რომ არ იცის ამა თუ იმ მაგიდის მოწყობილობის ხმარება, რომ დიდად არ უყვარს რესტორნები, თუმცა დადის, რადგან საჭმელი ძალიან გემრიელია. მასთან შეგიძლია ყველა თემაზე ისაუბრო, მეწარმეობიდან დაწყებული, სტუდენტებითა და სულელური ხუმრობებით დამთავრებული.ის იცინის, ხელს სახეზე იფარებს და თავისი სკამის საზურგეს ეყრდნობა, ამ დროს მისი თვალები წვრილდება, თუმცა უფრო ანათებს. ჯინი ალკოჰოლისგან წითლდება, საყვარელი გოგოსავით, ძლიერად კრავს თვალებს, თითქოს ყოველ ჯერზე მხედველობას ასუფთავებს, ამ დროს კი ცხვირი საყვარლად ეჭმუხნება, ისე, რომ მთელი საღამო იღიმი ლოყების ტკივილამდე. ყველაფერი გავიწყდება მის გვერდით, ალბათ ამიტომ არ გინდა უკან სასახლეში დაბრუნება.
იქ დიდი საძინებელია და გაურკვევლობა, დადგება ხვალინდელი დღე თუ არა. იმ სასახლეში სულივით ხარ უმიზნო, აქ კი რაღაცას ნიშნავ, ჯინისთვის, რომელიც შენს გარშემო ყველაფერს ლამაზ სიზმრად აქცევს.
— რამდენად ჭკუასუსტობა იქნება ახლა შენთან სახლში წასვლა რომ გთხოვო? — მის მანქანაში ზიხარ, წინა სავარძელზე, თავი უკან გაქვს გადაგდებული და დაღლილი უყურებ ბიჭს.
ჯინი ნერვიულად უჭერს ხელს საჭეს, ქვედა ტუჩს კბილებს შორის ითავსებს. უკვე მოასწარი შენი სიტყვების სინანული, იქნებ მას არ უნდა და ახლა არ იცის უარი როგორ გითხრას. უცებ სირცხვილი გიბყრობს საკუთარი საქციელის გამო, წითლდები და თავს ფანჯრისკენ წევ.
— შენ რა გეგონა, რომ იმ საშინელი მონსტრის თავშესაფარში წაგიყვანდი? — გესმის გვერდიდად და მშვიდად ისუნთქავ ჰაერს.
* * *
ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. ჩერდები ჯერ კიდევ შესასვლელში, ვერ ბედავ შიგნით შესვლას, ჯინი კი ხელზე გკიდებს, ფრთხილად გაყენებს მის წინ და სახეს გიწევს რომ მას შეხედო.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...