ვერ ხვდები, რატომ დაურეკე, მაინცდამაინც ჰოსოკს, რატომ ზიხარ და უბრალოდ ელოდები როდის მოვა. გადარჩენა არ გჭირდება, ვერაფრით დაგეხმარება უკვე ამ სიტუაციაში და ვერავინ წაიღებს ამ ტკივილს გულიდან, თუმცა რატომღაც გჯერა, რომ პანტერა შეძლებს. გრძნობ, რომ მთელი სხეულით გიზიდავს მხოლოდ ამ მამაკაცისკენ, ერთი შეხედვით ბრაზიან, თუმცა, სინამდვილეში ისეთივე უბრალო ადამიანისკენ, როგორიც ყველაა.ცოტა უცნაურია ჰოსოკში ეჭვიანობის გამოწვევა, თუმცა ახლა ამაზე არ გეფიქრება, გინდა რაც შეიძლება სწრაფად ნახო ვინმე მაინც და მასში სიმშვიდე იპოვო; მიხვდე, რომ ცხოვრება გრძელდება, არიან კიდევ ისეთები, როგორიც შენ ხარ, ასეთივე ტკივილით ცხოვრობენ და სუნთქვას განაგრძობენ. მოგიწევს ასევე გააგრძელო სუნთქვა, სუნთქვა ჯინის გარეშე, იპოვო საკუთარ თავში ძალები დასამშვიდებლად და იმისთვის, რომ იფიქრო, თუ როგორ უამბო ეს ყველაფერი ჯონგუკს.
ამ ბიჭზე ფიქრისას შიგნით ტკივილი გეზრდება. ვერ გაუძლებ ჯონგუკის ტკივილს, ვერ შეხედავ როგორ ქრება მზის ნათება მის თვალებში, უბრალოდ მოკვდები შინაგანი ტკივილით და სინანულით, რადგან ვერაფრის გაკეთება შეძელი, რომ გადაგერჩინა.
ჰო ბინაში სწრაფად ვარდება, საკმაოდ მშვიდი სახე აქვს, მასზე არ არის გამოსახული არც ერთი ემოცია, თუმცა ნაბიჯებს შენსკენ მტკიცედ დგამს, სწრაფად იკუზება ერთი მუხლით. მზერას მისკენ გაბყრობინებს, გათვალიერებს მთლიანად და ჭრილობებს ვერ პოულობს. ჰოსოკი ისევ ჩუმადაა, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია, შენ კი საპასუხოდ არც კი იცი როგორ დაიწყო საუბარი.
— კარგად ხარ? — ტუჩებს კრავს იმისგან, რომ ეს სულელური სიტყვები მაინც წარმოთქვა.— არა. — ჩახლეჩილი ხმით პასუხობ და გრძნობ, როგორ გიკანკალებს ქვედა ტუჩი, რადგან ქვითინს მალე ისევ დაიწყებ.
— როგორც ვხვდები, აქ თეჰიონი იყო, მან გნახა? ის არ შეგხებია? — ჰოსოკი უკან იყურება, ძალიან კარგად იცი, რომ იქ ჯინის ცხედარია.
— შენ გგონია, რომ მოღალატე ჯინია? — მკვახედ იცინი, გრძნობ როგორ გიგორდება კიდევ ერთი ცრემლი ლოყაზე. მთლიანად კანკალებ, ჰოსოკი კი მხრებზე გკიდებს, ისევ გათვალიერებს თავიდან ფეხებამდე, შენ კი ვეღარ უძლებ, მას ეხუტები, ხელებს წელზე უცურებ, ცხვირით კი მის მკერდს ეჯახები. ჰოსოკი წამით ქვავდება, არ იცის სად წაიღოს თავისი ხელები. მას არასდროს არავინ ჩახუტებია, არავინ ეძებდა მასში მხარდაჭერას, რადგან ყოველთვის მტერს ხედავდენენ, მას, ვისაც ყოველთვის ტკივილი მოაქვს. პანტერა კვნესის, კუთხეში იმალება და ეშინია გრძნობების, რომელიც ამ ჟესტის დროს ჩნდება.
— სიარულს შეძლებ? აქედან უნდა წავიდეთ. — ის ახველებს და ზევით გიბიძგებს. შენ დგახარ, თუმცა თავბრუ ცოტა მაინც გესხმის, სიტუაციიდან გამოსვლამდე თვალებს ახამხამებ რამდენჯერმე.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...