თეჰიონს ყოველთვის ასწავლიდნენ, ბავშვობიდანვე, რომ ძალა დიდხანს უნდა შეაგროვოს, შეინარჩუნოს მოთმინება, რომ შური იძიოს და არ დაივიწყოს საკუთარი მიზანი. ცხელ გულზე დაუფიქრებლად არასდროს არ უნდა დაარტყა, შეიძლება საკუთარი თავი დააზარალო და ყველა გარშემომყოფი. უნდა მიმოიხედო, კარგად დაფიქრდე, როგორი სახით შეგიძლია მტერის წინ წარსდგე, რამდენ ხანს შეძლებ მის საკუთარ თითზე ტრიალს და ყველაფრის წვრილმანებში გათვლას.მისი ისტორია სევდიან ზღაპარს გავს, სადაც მოთხრობილია, რომ ოდესღაც, დიდი ხნის წინ ცხოვრობდა პატარა ბიჭი, მას ჰყავდა ამაყი მამა, რომელსაც არ უნდოდა ფულის გაყოფა ცუდ კომპანიის დირექტორ ჯონთან, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა, მისი შვილი კი თავშესაფარში იზრდებოდა. ისტორია მოსაწყენია, ძველი, ასეთი თეჰიონს ბევრი გაუგია, რადგან იმ დროს, როდესაც ყველაფერს ჰოსოკის მამა განკარგავდა, უდანაშაულო ხალხი იღუპებოდა გარშემო. თითოეულ «არა»-ს მოყვებოდა ტყვია თავში.
მართალია, თეჰიონი – ერთადერთია, რომელმაც გადაწყვიტა შური ეძია, ის მთელი ძალებით ეცადა, "კანიდან ამოდიოდა" გარდამტეხი ასაკიდანვე იყო ჰოსოკისთვის წარსდგენილი. კიმი ახლა მისი ჩრდილია, საპირისპირო გამოსახულება, გულში ჯერ კიდევ იწვის საკუთარი ცხოვრების დანგრევის წყენა. კიმის მიზანია – პანტერის კომპანიის დამხობა, რომ ის რაც ჰოსოკის მამამ სხვის სისხლზე ააწყო, დაინგრეს და აღარასდროს დაბრუნდეს.
ის სინამდვილეში საკუთარ ბოსს მიეჯაჭვა, ის ცოტა წუხდა კიდეც მისი ასე დანგრეულად დანახვაზე და მისი წარუმატებლობით ვეღარ იღებს სიამოვნებას. მან თითქმის შეძლო, მიზნამდე მივიდა და მის ეგოისტურ ნაწილს უნდა პანტერას გვერდით დარჩეს, გატეხილთანაც კი, რადგან ჩვევის შეცვლა რთულია. თეჰიონს აღარ უნდა საკუთარი თავის გამოაშკარავება, ის აღნიშნავს საკუთარ გამარჯვებას მარტოობაში და განაგრძობს ცხოვრებას; თუმცა ჰოსოკის დაკარგვა, რომელიც ენდობა, რომელიც ყველა საიდუმლოს ანდობს, რომელიც ემოციებს გადმოსცემს მის წინ, არ უნდა. კიმი – ეგოისტია, მას უნდა გაიმარჯვოს და მის გვერდითაც დარჩეს.
იმისთვის, რომ ეჭვი სხვა ადამიანზე გადაატანინოს მსხვერპლი სჭირდება, ბოლო დარტყმამდე – სჭირდება ის, ვისაც შეეძლებოდა ბოლო დოკუმენტები კონკურენტებისთვის გაეგზავდა, ხელი მიუწვდებოდა მათთვის. ჰოსოკს ბევრი მტერი ჰყავს, შეეძლო ყველასთვის დაებრალებინა, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ჰოსოკი არასდროს ყოფილა გულუბრყვილო, არავის უზიარებდა კომპანიის ამბებს, არ ყოფილა ბრმა და სულელი, ისეთი მსხვერპლი სჭირდებოდა, რომელიც მასში სიბრაზეს გამოიწვევდა, რომ მას გადამოწმებაც არ დაიწყოს ისე უნდოდეს მტრის სიკვდილი. ჯინი მშვენიერი ვარიანტი იყო, როდესაც თეჰიონმა ბოსის ეჭვიანობა შეამჩნია. შენთან ის ახალ ემოციებს განიცდიდა, ამიტომაც მოვიდა ის მომენტი, თემ კერძად ჰოსოკს გამყიდველის სახელი უბოძა, ჰოსოკმა კითხვებიც კი არ დასვა, სულელი ეჭვიანობის გამო მაშინვე სახლისკენ გაიქცა.
პანტერას ისევე როგორც ყველას, გააჩნია სისლაბე, ისეთივე სულელური, როგორიც ვიღაც უმნიშვნელო გოგოა. თეჰიონი დიდხანს ელოდა, ჩუმად უახლოვდებიდა, როდესაც ჰორიზონტზე ის გამოჩნდა, ვინც თვითონ ჰოსოკმაც კი არ მოკლა, ყველაფერი დალაგდა, კიმი მიხვდა, რაზე უნდა დაებიჯებინა, რომ ტკივილი გამოეწვია.
მთელი იმ დროის განმავლობაში რაც პანტერას ემსახურებიდა, ის მიხვდა, რომ მართლაც უყვარს მკვლელობა. მას არ მოსწონს სროლა იმდენად, როგორც ხალხის დაჭრა, დიდხანს და წამებით, ამიტომ ბოსის შემდეგ ის ასუფთავებდა ყველაფერს. თეჰიონი დიდი ხნის წინ მიხვდა რომ სისხლზე დამოკიდებულია, ვერ აკონტროლებს ამ წყურვილს ვინმეს ტკივილი რომ არ მიაყენოს, თუმცა ისწავლა ემოციების შეკავება. ის არ კლავს ყველას, ცდილობს არ დაუნგრიოს ხალხს ცხოვრება და მხოლოდ ყველაზე საზიზღარ ნაბიჭვრებს კლავს. ჰოსოკი სხვების მოკვლას არც ითხოვს.ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის, რადგან ჯინი კეთილია, ის ყოველთვის ნერვიულობდა ჯონგუკზე და მის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. ასეთი ადამიანი დიდხანს სიცოცხლის ღირსია, თეჰიონი ძალიან ნანობს, რომ სხვა გზა არ დარჩა. არ უნდოდა ამის გამო თავისი გეგმის მიტოვება, რომელსაც ამდენი ხანი ატარებდა ხელთ, ერთხელ მან მიაყენა სხვას ტკივილი, თუნდაც უპატიებელი, თუმცა ამის გარეშე ვერ გამოვიდოდა.
კიმი არ თვლის საკუთარ თავს ბოროტად. შესაძლოა, ის ცოტა შეპყრობილია ჰოსოკის მამის შურისძიებაზე. მას გრძნობები ერევა, რადგან თავის სიბრაზეს ჩაებღაუჭა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მოზარდი იყო, შენდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჰოსოკის მამამ შვილები დატოვა, ცოლთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა, შემდეგ დაიკარგა, მისგან არაფერი ისმოდა, ამიტომ კიმი არეული იყო. ბოლოს მიხვდა, რომ არ უნდა ჰოსოკისთვის ტკივილის მიყენება, მისი მიზანი – მხოლოდ კომპანიის დანგრევაა.~~~
არ ვიცი ვინ რამდენად ამართლებთ თეჰიონის გადაწყვეტილებას ამ თავის დაყრდნობით, მაგრამ მე ვერანაირად ვერ გავამართლებ, რადგან მამამისიც ისეთივე უდანაშაულო იყო როგორიც ჯინი, კიდევ ბევრი გზა ქონდა ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ყველაზე ცუდი აირჩია. თქვენ რას ფიქრობთ?
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...