აუჩქარებლად იღვიძებ, მშვიდად, ისე კარგად წევხარ რომ საწოლი ღვთიურ ღრუბლად გეჩვენება. თბილად ხარ, არანაირი კოშმარები არ დაგსიზმრებია, ისე ძლიერად გეძინა, ახლა კი გეჩვენება რომ პირველად გამოიძინე ნორმალურად ამ დროის მანძილზე.მშვენივრად გახსოვს ვის საწოლშიც იმყოფები, და რატომ სუნთქავს გადასაფარებელში ჩამალული ბიჭი შენს ყელში. ჯონგუკი ისეთივეა, როგორც გუშინ საღამოს, როდესაც მასთან ოთახში შემოხვედი. ის მძინარე ბავშვია, რომელსაც დაცვა სჭირდება, ნაზი და ბავშური სახის ნაკვთებით, გეღიმება მის შეხედვაზე, მის რბილ შავ თმას ეფერები და ცდილობ გააღვიძო.
— ჯონგუკ, მგონი ეს შენი მაღვიძარაა,— მხარზე პატარაზე არტყამ, ბიჭი კი ვერაფერს ხვდება, ჯერ ერთ თვალს ახელს, ისე გიყურებს, თითქოს მისი მტერი იყო, შემდეგ გადასაფარებელში უჩინარდება, სადღაც შენს მკერდთან ამბობს ჩუმად. — ვერ ხვდები რას ამბობ — მისი ხმა ბოხია, დაბალი, ჩვეულებრივთან შედარებით, მოგწონს მისი ასეთი ჩახშობილი ხმის გაგონება.
— მეორე დავაყენე ათ წუთში, — ამბობს და უკვე ორივე თვალს გაპყრობს, თითქმის ენას გიყოფს ხელებს კი შენს სხეულზე აფათურებს. სანამ ძილიდან არ გამოსულა თითქოს ყველაფერი შეიძლება, თუმცა უკვე დიდი ხანია არ გძინავს, მოძრაობ, ჩუმად ოხრავ და გადასაფარებელს წევ.
— მაინც უკვე არ გძინავს, — მის ხელებს წევ და ელოდები. ბიჭი შენს მოძრაობას იმეორებს და დგება, საათს უყურებს, რომელსაც ტუმბოდან იღებს და იჭყანება.
— საუზმობასაც კი მოვასწრებ, — ის თვალებს გაბყრობს, თავიდან ბოლომდე გათვალიერებს. ჯონგუკი მხოლოდ ახლა ხვდება როგორ ახლოს იყო შენთან ამ ღამით, როგორ ურცხვად გეხებოდა, ამ ფიქრებისგან ბიჭი წითლდება და სხვა მხარეს აბრუნებს თავს. — შხაპს მივიღებ და ჩამოვალ, შენც ჩაიცვი და მოსამსახურეს თხოვე საჭმელი მოგვიმზადოს. — თავს უქნევ, შენს ოთახში მიდიხარ და ყველაფერს ისე ასრულებ როგორც თეჰიონმა გითხრა, ქვეთოთ ჩასვისას ჩერდები.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...