Chapter 25

1.4K 174 18
                                    

!გადაამოწმეთ წაიკითხეთ თუ არა წინა თავი, რომ არ აგერიოთ!

ჰოსოკი ნახევრად მძინარე ჯონგუკს პოულობს სამზარეულოში, ის ჭიქაში ყავას ისხამს და ფრთხილად ახამხამებს თვალებს, ჭიქას ძმას აწვდის.

— ღამის სამ საათამდე თამაში ცუდი აზრი იყო, — ჩუმად ამბობს ის, წინ სკამზე ეცემა. ასე გადის თითქმის ყველა დილა, ჯონგუკი რაღაცას ამბობს, ჰოსოკი კი არ პასუხობს, თუმცა ეს საკმარისია, რომ ატმოსფერო არ იყოს დაძაბული. საუზმე ძმასთან ერთად, როდესაც ის არ აგვიანებს, ჰოსოკისთვის ეს უკვე ჩვევაა, თუმცა მას დღეს ლაპარაკი მოუწევს.

— ჩემს კომპანის ბოლო დრო არ ქონია საუკეთესო პერიოდი, — იწყებს ჰოსოკი, თავის ჭიქას უყურებს. მას ხელებს უჭერს, გრძნობს სითბოს, შიგნით კი ყველაფერი ეყინება. ის ახველებს და თვალებს ძმისკენ წევს. პანტერას სახე ისევ გაურკვეველია, მან უნდა თქვას, როგორი სულელი იყო ჯონგუკი, რომ ენდო გამყიდველს, თქვას, რომ ჯინი სინამდვილეში მატყუარა ნაბიჭვარია და კარგი მსახიობი. — მე ვიპოვე გამყიდველი, რომელიც ინფორმაციას ჟონავდა, ის ისე ახლოს იყო, რომ ჩემს ცხვირწინ ვერ შევამჩნიე. — ჰოსოკი სკამის საზურგეს ეყრდნობა, ყველაფერი ხომ ასეთი მარტივია, თუმცა ჯონგუკი დიდი, მრგვალი თვალებით, მაინც ქმნის შიგნით გაგრძელების შიშს. — მე ბრძანება გავეცი, რომ ის მოეკლათ, ამიტომ ორპირი ვირთხა, რომელიც თავს ანგელოზად ასაღებდა, მკვდარია. ის ცდილობდა ყველა შეცდომაში შეეყვანა, ამიტომაც შეძლო ჩემი მოტყუება, იდეალური ადამიანები ხომ არ არსებობენ. შენ, ჯონგუკ, უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ სოკჯინს ორმაგი თამაში მიყავდა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი ჩემს დოკუმენტებზე ინფორმაციას შენგან იღებდა. — ჰოსოკი გაუგებრობას ხედავს. უმცროსი თავს აქნევს და ისევ წევს მზერას ძმისკენ.

— რა?

— ჯონგუკ...

— გინდა თქვა, რომ სოკჯინი გამყიდველია?

"პანტერა"Where stories live. Discover now