* * *თეჰიონი თავის ბოსს უყურებს და ცდილობს მის თვალებში თანხმობის წვეთი მაინც დაინახოს, ცოტაოდენი ემოცია; რაღაც, რაც ანახებს, რომ ეს შოუ ტყუილად არ მოაწყეს.
კიმმა შესანიშნავად ისწავლა ამ ბნელი ცხოველის ხასიათის გამოცნობა, თუ პანტერა ჰოსოკი იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაპყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებებით, რომლებსაც ის იძლევა. ახლა ის თითქოს აქ არც არის, ჰოსოკი ჩუმადაა რაც იმას ნიშნავს, რომ ის თანახმაა, ის ჯერ კიდევ არ წასულა და საკუთარ დროს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეს სანახაობა ძალიან მოსწონს.
პანტერა ყოველთვის ბნელია, უხმო, დიდი ძალაუფლების პატრონი; ის სწრაფი მტაცებელია, ძლიერი მოწინააღმდეგე, ზუსტად ამიტომ სცემს პატივს თეჰიონი თავის ბოსს. მას შეუძლია თავიც გასწიროს მისთვის მსახურობის შესაძლებლობისთვის, რადგან ჰოსოკი ერთეულებს ენდობა, თავის შინაგან სამყაროში კი თითქმის არავის უშვებს.
— ის ვინ არის? მოუხერხებელი ჩანს,— ჯონმა ტუჩის კუთხე ასწია, შენს მაღალ ქუსლებზე უხერხულად დგომას დასცინოდა. — საშინლად ცეკვავს, საერთოდ ვინ აიყვანა? — თავის "მარჯვენა ხელს" მიმართავს, თეჰიონი კი თავისი ბოსის თვალებში იყურება. ის არ არის გაბრაზებული, კმაყოფილიც კია მხიარული სანახაობით, გვერდიდან ამის წაკითხვა კი რთულია. თეჰიონი ამას კეთილი ტონით ხვდება, მარტივი და ცოტათი გაოცებული, ინტერესით სავსე თვალებით და კითხვაში საყვედურის ნაკლებობით. ისე ჩანს, თითქოს ჯონი აღფრთოვანებულია ცეკვის საშინელი შესრულებით, ამიტომ კიმი გაკვირვებულია და გვიან პასუხობს.
— ის კურიერი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი კლიენტებისთვის, ისინი ბევრ ნარკოტიკს ყიდულობენ, ამიტომ საქმე დიდ ფულს ეხება რომელიც ერთხელ ჩვენამდე ვერ მოვიდა, კლიენტებამდე კი მათი პროდუქტი. ამიტომ ის აქ არის, გამოიმუშავებს რაც ვალი აქვს და წავა. — კიმი მხრებს იჩეჩავს და სცენას უყურებს. შენ ნამდვილად არ ხარ საუკეთესო ფორმაში, უხერხულად ცეკვავ ამაში კი არის რაღაც უმანკო, რაც უფრო იქცევს ყურადღებას.
— სცენაზე აღარ დააყენო, — ჰოსოკი სიგარეტს ტუჩებს შორის ითავსებს და ორთქლს სიამოვნებით ისუნთქავს. — ვალს სხვანაირად ვერ გამოიმუშავებს?
— შეგვიძლია ის მოვკლათ, — კიმი ისევ მხრებს იჩეჩავს, სცენას უყურებს და ძალიან უნდა გათვალიეროს. ეს აღაზნებს კიდეც, შენს კანზეც კი ჩანს სირბილე და უმანკოება.
— საყვარელი გოგოა, ჯონგუკს აჩუქე,— ჰოსოკმა ცალყბად ჩაიღიმა, თავისი ძმის ხსენებისას.
— კარგი, — თეჰიონმა თავი დაუქნია და ტუჩზე იკბინა. მას გული მოვლენების საინტერესოდ განვითარებას უგრძნობს, რადგან პანტერამ მისი მსხვერპლი შეიწყალა, ჰოსოკი დაინტერესდა მისით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას კბილებით ჩაეჭიდა და ბოლომდე გაანადგურებს.
~~~
ფანფიკი არ არის ჩემი. მე მხოლოდ ვთარგმნი რუსულიდან. ჯერ ყველა თავი არ დევს, თუმცა ავტორი თითქმის ყოველ დღე დებს, ამიტომ ვეცდები არ გალოდინოთ ახალ თავებზე. შეიძლება პირველივე თავიდან ძალიან არ დაგაინტერესოთ, თუმცა გარწმუნებთ უმაგრესია (პირადად ჩემი შეხედულებით). სანამ ჩემ არგამოსულ ფანფიკს ვწერ იქამდე ამით დატკბით. პ.ს ვიცი პატარაა მეც სულ მაგაზე ვწუწუნებ რომ არ მყოფნის ამ ავტორის ნაწერი, დანარჩენი ყველანაირად უნაკლო ფიკია.
ჯინის დაბადების დღეს გილოცავთ 💜
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...