Chapter 30

1.5K 173 35
                                    


ჯონგუკი სამზარეულოში მოცოცავს საღამოსკენ, სადაც ვახშმობ. ის ახალგაღვიძებულია, ძლივს დადის და თვალებს აცეცებს. თითქმის მთელი დღე არ გამოსულა, შენ კი ვერ ბედავდი მის შეხებას. ახლა მისი კუჭის ხმა განიშნებს, რომ ჯონგუკი მშიერია, ამიტომ დგები, რომ ბრინჯი და მისაყოლებელი საჭმელი დაუდო.

— მართლა უკეთ გავხდი, — ჩუმად ამბობს ბიჭი და თავის თეფშს ათვალიერებს. თითქოს მასში პასუხებს ეძებს, რომლებიც სინამდვილეში არ არის, ვერაფრით წყვეტს ჭამას. ღრმა სუნთქვით ართმევ კოვზს და გვერდით ჯდები, საჭმელს იღებ და პირში ტენი.

— ვერ ვხედავ, რომ უკეთ ხარ, — უფრო მომთხოვნად წევ კოვზს მისკენ, ჯონგუკი უცებ გონზე მოდის, თვალებს აფართოებს, თითქოს იღვიძებს და კოვზს გართმევს, თავისით იწყებს ჭამას. სწრაფად ჭამს, რადგან ის ნამდვილად სპილოსავით მშიერია.

— ჰოსოკზე ვიფიქრე, მივხვდი, რატომ მცემა იმ დღეს. — ჯონგუკი პირდაპირ იყურება გაბერილი ლოყებით, არ იყურება შენ მხარეს, უბრალოდ თავის საჭმელს ღეჭავს, ყბას იქნევს, მის თვალებში კი უამრავი აზრი იხატება. — ძმაზე ვერ გავბრაზდები, სულელურია არა? არ შემიძლია მას ვერ ვიტანდე ან სიკვდილს ვუსურვებდე, რადგან მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. ჩვენ ხომ არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უჭირს მას ყოველი გადაწყვეტილების მიღება, ის იმდენი ხნის წინ გახდა კომპანიის უფროსი, რომ მავიწყდება, რომ ზოგჯერ მასაც უჭირს. — გული გტკივა მისი სიკეთისგან, და კიდევ იმისგან, თუ როგორ გავს თხუნელას, როდესაც ჭამს.

— ვერ ვხვდები იდიოტი ხარ თუ ადგელოზი? ასეთის შემდეგ ძმის პატიება... — თავს აქნევ, საკუთარ ხელებს უყურებ. ჯონგუკმა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გააანალიზა დანაკარგი. კი, მან დაიტირა ჯინი, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ის იმედით ცხოვრობს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. ამჩნევ, რომ შენი ყოველი ფიქრი კიმზე მიჯაჭვულია მოგონებებთან, თითქოს ერთმანეთს ვეღარ შეხვდებით, ამიტომ მარტივად გადაიტანე ეს, თუმცა გუკს გაუჭირდება. მას მოუწევს უნივესტიტეტში წასვლა, სადაც არავისთან ექნება დიპლომი დასაწერი, არავისთან ექნება სალაპარაკო შესვანებაზე, არავინ დატუქსავს მის ძმას.

"პანტერა"Where stories live. Discover now