Chapter 6

2.1K 204 48
                                    


კლუბი სრულიად ჩვეულებრივია, ახალგაზრდებით სავსე ხმამაღალი მუსიკით, თუმცა თქვენ იქ მიემართებით, სადაც არასდროს ყოფილხარ, ზევით სრულიად სხვანაირი ატმოსფეროა, აქ საშიშია, რადგან როგორც იქნა ხვდები, რატომაც მოგიყვანეს. სულელივით მაშინვე ვერ მიხვდი, რომ ჰოსოკს ლამაზი მეძავი უნდოდა გვერდით, სანამ ის მნიშვნელოვან ხალხთან ილაპარაკებდა. თავს შეურაცხყოფილად გრძნობ, ეს უცნაურადაც კი გეჩვენება, აქამდე ხომ ბორდელში იყავი, თუმცა, ამის დედაც, ვინ იცოდა, რომ პანტერის ტილოდ ყოფნა ასეთი დაბალი დონეა?

გასიებული მდიდრების გულისამრევი თვალები, რომლითაც გხდიან, სანამ თეჰიონის სავარძლისკენ მიდიხართ. თეჰიონის კითხვისნიშნით აწეული წარბები არ გესიამოვნა, ის თითქოს კითხულობს რატომ აირჩია პანტერამ ასეთი საზიზღრობა. ჰოსოკი მბრძანებლურად გიყურებს და განიშნებს რომ მის ფეხზე დაჯდე. ოხრავ, თუმცა ფრთხილად ჯდები მის კალთაში, სიმართლე რომ ვთქვათ ისევ ტირილი გინდა, რადგან შენნაირებს აქ უბრალოდ სილამაზისთვის იყენებენ.

— ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ, კიდევ ერთი ასეთი პაუზა და ფეხებზე ძაღლივით ჯდომას გაიძულებ. შენ ხომ ძაღლების მოყვარული გვყავხარ — თბილი, დაბალი ხმით ამბობს ჰოსოკი, შენ კი მთელ ტანში გცრის, ხელს ზურგზე გითათუნებს და დიდზე იღიმის. — გეშინია? მიყვარს შიში. — ის ბედნიერი ჩანს, როგორც ფსიქოპატი, სანამ მსხვერპლს მოკლავს. ცოტათი თავბრუ გესხმის შიშისგან და კიდევ ამ მამაკაცის პარფიუმს ძალიან კარგი სურნელი აქვს. შენს სხეულს უნდა ამ ცხელი ხელებისგან გათავისუფლდეს და გაიქცეს, გინდა ამ ადგილიდან წახვიდე, სადაც ყველა ისე გიყურებს, თითქოს ახალმოტანილი ხორცი იყო.

— ის უკვე ჩვენთან ამოდის, — თეჰიონი მაგიდისკენ ანიშნებს თავით. დღეს ისინი კარგ შეთანხმებას ელოდებიან, ეს მათ დაეხმარებათ წინა წლების დანაკარგების აღდგენაში, ამიტომ ჰოსოკი თავს უფლებას აძლევს დალიოს, გიყურებს და ისევ ცხარდება, იმის გამო, რომ თავსაც კი არ აჩვენებ, თითქოს ეს სიტუაცია მოგწონს, მას არ ეკვრი, როგორც ყველა ძუკნა აკეთებს, ჰოსოკს ეს აინტრიგებს კიდეც, მას ეს ბოლო დროა მეძავეები არ უნდა, ახალისებს შენი ყურება, იმის ცოდნით, რომ მის ბრძანებას მაინც შეასრულებენ, თუმცა დიდი ძალისხმევით, ყველაფერი სახეზე გაწერია.

"პანტერა"Where stories live. Discover now