Chapter 33

1.2K 151 43
                                    


— უკვე მიდიხარ? — ჯონგუკი ჰოსოკს კიბეებზე ჩასვლისას იჭერს.

— უფრო ვიტყოდი, რომ ვაგვიანებ, — ძმა საათს უყურებს და იჭყანება. ჯონგუკი მშვენივრად ამჩნევს, რომ ის მას არ უყურებს თვალებში.

— შენთან ერთად წამოვალ, — ჯონგუკი ქვევით ჩადის, ძმის ავლით, ის კი უარზეც არ არის, მას უფრო აინტერესებს, რატომ არის გუკი ასეთი ჩუმი, არ იღიმის და ზედმეტად დაკვირვებულად იყურება. მისი მზერა გულში რაღაცას იჭერს, გალიაში ათავსებს და თავისკენ წევს, ყველა დაბრკოლების მიუხედავად ცდილობს მიიზიდოს, თუმცა ამას მხოლოდ ტკივილი მოაქვს, რომელიც გაყინულ ჟრუანტელსა და პატარა ტანში ცრას იწვევს.

— უნივერსიტეტში უნდა წახვიდე, — ახსენებს უფროსი, საჭესთან დაჯდომისას. ჯონგუკი გვერდით თავსდება, ღვედს იკრავს და წინ იყურება მკაცრად, ცოტა არაფოკუსირებულად, მთლიანად დაძაბულია, ის ბომბს გავს, თუ შეეხები - აფეთქდები. ჰოსოკი არც ეხება, მხოლოდ უყურებს, როგორ კრავს ჯონგუკი მუჭს იმ დონემდე რომ ხელები უკანკალებს.

— ძალები არ მყოფნის რომ იქ წავიდე.

— მე კი ძალები არ მყოფნის რომ სამსახურში წავიდე, — ჰოსოკი ფანჯრისკენ იხედება, მას მანქანა არც კი დაუძრავს და ამის გაკეთება არც უნდა. ის ფანჯარას წევს და პირდაპირ ეზოს გასასვლელშივე ეწევა. უფროსი ვერ ხედავს ჯონგუკი როგორ უყურებს, არ იცის რომ უმცროსმა პირველად გაიგო მისგან ასეთი აღიარება.

— ჰიონ, თეჰიონს რა გაუკეთე? — ჯონგუკს ხმა ჩამწყდარი აქვს, ის ცდილობს საკუთარი გულისცემა შეანელოს, ჰოსოკი კი მხოლოდ საზურგეს ეყრდნობა და ბოლს უშვებს ნელა, დიდხანს. მას უნდა მთელი ფიქრები სიცარიელით შეავსოს, რომ არ ჩანდეს დარდი, რომ იქ იყოს მხოლოდ ბოლი, ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე ძმის მიმართ.

— გინდა გაიგო ის მოვკალი თუ არა? არა, არ მომიკლავს. ვერ შევძელი, — ჰოსოკის პასუხი ისეთივე მავნე და უსიამოვნოა, როგორც სიგარეტი, ტკვივილი, როგორც ნიკოტინი, კლავს მას შეუმჩნევლად და სწრაფი სიჩქარით. ყოველ შემთხვევაში, ასე პანტერას ეჩვენება.

"პანტერა"Where stories live. Discover now