* * *ჰოსოკი მამაკაცს თვალის დაუხამხამებლად ესვრის, მას არ ადარდებს, რომ მას შესაძლოა შვილები, ოჯახი და ცოლი ელოდება სახლში; ბიჭს მხოლოდ ის ადარდებს, რომ ეს ადამიანი – უკანასკნელი ვირთხაა თავის წრეში, ამიტომ ღირსეული ტყვია მიიღო. ის ძვირადღირებულ ლაკირებულ ფეხსაცმლადაც კი არ ღირს პანტერას ფეხებზე, რომელიც მან სისხლით დასვარა, ამიტომ ჰოსოკი ფეხს უსულო სხეულს ურტყამს და ფეხსაცმელს მის ტანსაცმელს აწმინდავს დარდით, რომ ფეხსაცმელი კიდევ უფრო დაისვრება.
— ბატონო ჯონ, — თეჰიონი ახლახანს მიუახლოვდა, სიჩქარისგან ღრმად სუნთქავდა, თუმცა მთელი ძალებით ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა და ჰოსოკს დაწეოდა.
— ხო? — ჰოსოკი ჩერდება, ბრუნდება, ხმაურიანად აჭერს ფეხს ქვევით ასფალტს და თავისი "მარჯვენა ხელის" დაბნეულ სახეს მშვიდ მზერას აპყრობს — ასეთი ტონით მხოლოდ ცუდ ამბებს მაგებინებ.
— მართალი ხართ, — ბიჭი თავს უქნევს. ყოველ ჯერზე ეშინია, რომ ეს მისი ბოლო სიტყვები იქნება, თუნდაც ის ყველაზე დაფასებად და საუკეთესო, მკვლელობის მანქანაზე, ჯონ ჰოსოკზე მუშაობს, მაინც ეშინია, რომ ცხოველი თავს გამოიჩენს, მაშინ დედამიწაზე არაფერი დარჩება. თეჰიონს უნახავს, იცის რასაც უფრთხილდება.
— თქვენმა ძმამ საჩუქარზე უარი თქვა, თქვენ ხალხს გოგონას უბრალოდ მოკვლა უნდოდათ, მაგრამ მახსოვს რომ უარზე იყავით, ამიტომ არ ვიცით მას რა ვუყოთ...
— უარი თქვა? — ჰოსოკი იღიმის, მის თეთრ კბილებს ნახევრად აჩენს და თავს გვერდით წევს — ესეიგი მასთან მივდივართ.
— მაგრამ... — დაცვა ცდილობს შეახსენოს, რომ ბოსს სხვა საქმეებიც აქვს, თუმცა ჰოსოკი უკვე მანქანის სახელურს სჭიდებს ხელს, გაბრაზებულ თვალებს აცეცებს.
— ვთქვი წავედითთქო.
* * *
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...