Chapter 15

1.9K 178 38
                                    



— არ მჯერა, რომ დასალევზე უარი თქვი. — თეჰიონი თავის ჭიქას ათვალიერებს, რომელშიც ვისკი ასხია, სავარძელზე ზის, ჰოსოკის კაბინეტში, და ფეხი ფეხზე აქვს გადადებული. ის მშვიდია, როგორც ყოველთვის, სანამ პანტერა მზადაა თმები დაიწიწკნოს.

ჰოსოკს სახლში არ ძინავს უკვე ერთი კვირაა, ინფორმაციამ გაჟონა და ეს დაუმთავრებლად მეორდება, პოლიციას მისდის უკვე მერამდენედ ინფორმაცია, მყარი მტკიცებულებებით, სიტუაცია კი უკვე წითელ ხაზზეა გადასული, თუმცა ის სოკჯინს ბრძოლის ველზე ვერ გაიყვანს, ჯერ ადრეა. ლექტორი არ არის მზად, მას არ აქვს საკმარისი ფული და ძალაუფლება, ჰოსოკს კი ამდენი დრო არ აქვს.

მტერი თითქოს ამბობს, რომ შემდეგი ტუზი მის ხელში ნამდვილად მოკლავს პანტერას პირდაპირი დარტყმით. სანამ ისინი საქმეებით იყვნენ დაკავებული ვიღაც მათ გარშემო დადიოდა, ნელა მივიდა კომპანიის გულამდე. მტაცებელს სისხლის სუნი სცემს, მალე ნამდვილად გამოაშკარავდება ყველაფერი და ის მოკვდება. თვითონ ხედავს, როგორ იკარგება ნელ-ნელა მისი ავტორიტეტი და ძალა. იმის მიუხედავად, რომ კომპანიის თანამშრომლებმა და დირექტორებმა არაფერი იციან, რაც გასაკვირია, თუმცა ჰოსოკი გრძნობს, როგორ იწყებს სისხლდენას მისი ჭრილობები, კომპანიის ჭრილობა კი სიცოცხლისთვის საშიში ხდება.

კიდევ რამდენიმე კვირა და მას უბრალოდ გზიდან ჩამოიცილებენ, თუმცა ის მტაცებლის სახესთან ახლოსაც კი ვერ მივიდა, რომელსაც მისი ჩამოშორება უნდა.

— არ მაქვს დასვენების დრო, შენ ეს ყველაზე კარგად იცი, — ამბობს პანტერა, სოკჯინს წერილს წერს თხოვნით, რომ ახლო მომავალში ქაღალდებს მოაწეროს ხელი, რომელსაც ფოსტით გაუგზავნის.

— დამიჯერე, გაქვს საბაბი, იმისთვის, რომ დალიო, — ტუჩს იტეხს თეჰიონი. — დღეს თითქმის ხელში გამოიჭირეს ბიჭი, რომელსაც მალული დოკუმენტები მიჰქონდა. ის ჩემთან გამოუშვეს, მასთან არ მილაპარაკია, მხოლოდ ვცემე, სანამ არ გამოტყდა, რომ სოკჯინზე მუშაობს.

პანტერა იყინება, ბეჭდვას წყვეტს და მაგიდას შორდება ბორბლიანი სკამით უკან იწევა, დგება, ხელებს ჯიბეებში ითავსებს, ახლა მას საშინლად მოუნდა მოწევა, თუმცა ის მხოლოდ ფანჯარას უახლოვდება.

— შენ ახლა იმის თქმა გინდა, რომ ვირთხა - სოკჯინია?

— მესმის შენი უნდობლობის, თავიდან მეც ვერ მივხვდი როგორ არის ეს შესაძლებელი, რადგან ჩვენზე მუშაობა მხოლოდ ნახევარი წლის წინ დაიწყო, ინფორმაციის გაჟონვა კი იქამდე დაიწყო, თუმცა მერე ჩემამდე მოვიდა, რომ პასუხი ჯონგუკში იმალება. შენი უმცროსი ძმა, თვითუნებურად, იყო ინფორმაციის გაცემის წყარო სოკჯინისთვის. მის გამო ატრიალებს ამ ყველაფერს ზუსტად ლექტორი, რომ გაგანადგუროს და ნორმალური ცხოვრება უზრუნველყოს ბიჭს, — თეჰიონი ვისკის სვამს, ჭიქის ზევით იყურება, ჰოსოკის გაოცებულ სახეს უყურებს და ცალ წარბს წევს.

— ეს სისულელეა. ჯონგუკმა ბოლო დროს არაფერი იცის, — ჰოსოკი ვერ უმკლავდება გაგონილი ინფორმაციის "გადახარშვას." ეს ლექტორი ისეთი ადამიანი ჩანდა, რომელსაც მარტივად შეაშინებდი, რომელიც ჯონგუკისთვის ყველაფერს იზამს და ვერ გარისკავდა მის გამო. ამავე დროს, მას არასდროს უფიქრია ძმა შეემოწმებინა, ამ ბიჭს არც კი ეხებოდა დიდი ხნის განმავლობაში, და ეს შეგვიძლია ავხსნათ, რადგან მან არც კი იცოდა ინფორმაციის გაჟონვაზე.

— ჯინმა ახალი სათამაშო იპოვა, ინფორმაციის მისაღებად, — თეჰიონი ჰოსოკის წინ კონვერტს აქნევს, ის კი ხელიდან გლეჯს, იქიდან ფოტოებს იღებს. — მაინტერესებდა რატომ მიადგა ასე შ/ს-ს, არაფრით განსხვავებულ გოგოს. მაშინ კლუბში, მან ის ზუსტად იმით მიიზიდა, რომ შენს კალთაში იჯდა, ამიტომ მან ის საწოლში ჩაიწვინა, ლამაზი ზღაპრები უამბო, რომ მას გადაარჩენს, სინამდვილეში კი ახლა მისგან იღებს ინფორმაციას და ისევ ჩრდილში რჩება. — მხრებს იჩეჩავს კიმი და ისევ უნდა დალიოს, თუმცა მის ჭიქას ჰოსოკი იღებს, ბოლო წვეთამდე ცლის, რომ მერე კედელს მიანარცხოს.

"პანტერა"Where stories live. Discover now