Chapter 24

1.4K 178 19
                                    

სანამ კითხვას დაიწყებთ წინა თავს გადახედეთ იქნებ არ წაგიკითხავთ. სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ💜

— არ წავალ. ჩემს საძინებელში იმაზე მეფიქრება, როგორ უნდა ვუთხრა ჯონგუკს ჯინზე და მასთან წასვლაც არ შემიძლია, თვითონაც იცი რატომ, — თავს სულელურად გრძნობ, ითხოვ მტაცებელის ბრჭყალებში დარჩე.

— და აქ რისთვის მოხვედი? ხომ იცი, რომ ქველმოქმედებას არ ვეწევი, ამ საძინებელში გოგონებს ან ვჟიმავ, ან ისინი აქაურობას ალაგებენ, — ჰოსოკი ბრუნდება და საწოლისკენ დგამს ნაბიჯებს. არეული დგახარ, რადგან ჰოსოკმა პირდაპირ გითხრა რა მოხდება, თუ დარჩები.

უბრალოდ ადამიანის გარშემომყოფა გინდა, ჰოსოკი უცნაური ხერხით გამშვიდებს; მისი ყურებით გეჩვენება, თითქოს ის მსოფლიოს ასახავს, ეს ბიჭი იმდენად დიდ ძალაუფლებას ფლობს, რომ ყველა თავსატეხი შეიძლება ბნელ სიზმრად აქციოს. ახლა ის განსაკუთრებულად გაიხსნა, მგონი, წამით დაინახე კიდეც, როგორ გაწითლდა. სირცხვილისგან, თუ აღიარებისგან – სულ ერთია, მთავარია შეამჩნიე, რომ სულ პირველ შეხვედრაზე მასზე არ იყო ემოცია, ყველა თვლის, რომ მისი ემოცია რთულად დასაჭერია, თუმცა ახლახანს შენ მისი ბევრი ემოცია დაინახე ასეთ მოკლე დროში. 

ჰოსოკი ტელეფონს იღებს და ამჯერად საწოლში ძვრება, ისევ ეკრანს აშტერდება. მაინც მისკენ მიდიხარ, ასევე ძვრები მის საწოლში და თავს უფლებას აძლევ უყურო მის ლამაზ პროფილს იქამდე, სანამ შენსკენ არ ბრუნდება, გაღიზიანებული ჭმუხნის ცხვირს. 

— შენ რა უკვდავი ხარ? თუ კატა ხარ და ცხრა სიცოცხლე გაქვს?

— კატის ვარიანტი მომეწონა, ზოოფილი ხომ არ ხარ, რომ კატა გაჟიმო, ხომ ასეა? — სწრაფად მიბრუნდები მისგან ზურგით, ხელები თავქვეშ ამოიდე და თვალები დახუჭე. ვერ ხედავ როგორ შეშდება ჰოსოკი რამდენიმე წამით გაოცებისგან და შენსკენ იწევა.

ის არ გეხება, მხოლოდ შენს გვერდით ტუმბოსკენ იხრება და შუქს რთავს, ზევიდან ექცევა და შენს მძინარე სახეს უყურებს ცოტა ხნით და საწოლის თავის ნახევარში ბერუნდება.

"პანტერა"Where stories live. Discover now