— ვაუ, — თეჰიონი ჰოსოკს დამრგვალებული თვალებით ხვდება. ის უფროსის სახეს ათვალიერებს და ტაშს უკრავს.
— როდესაც გავიგე, რომ ჯონგუკმა გცემა, არ მეგონა, რომ ეს ბიჭი ასეთი ძლიერი იყო, — ჰოსოკი საპასუხოდ ტუჩებს ერთმანეთს აჭერს და თავის სამუშაო მაგიდასთან ჯდება.თითქმის ყველაფერი ძველებურად არის: თეჰიონი სავარძელზე ზის მის გასწვრივ, უყურებს ლამაზი, ღია ფერის თვალებით თავის უფროსს. კიმი ელეგანტურია, რის გამოც ჰოსოკი მას ყოველთვის აფასებდა, დიდი კუნთების არქონის მიუხედავად ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ბიჭს ტანკის ტოლი ძალა აქვს და არ წაიქცევა არც ერთ დარტყმაზე. ამასთან ერთად თეჰიონი ჭკვიანია, ზედმეტადაც კი.
ჰოსოკი თავის წინ ფურცლებს უყურებს და რამდენჯერმე ახამხამებს თვალებს. იქ ის ხვდება, რის დანახვასაც სრულიად არ ელოდა, აქციები ნაყიდია, ნახევარმა მომუშავე პერსონალმა სამსახური დატოვა, კომპანიის ფასმა კი ორზე მეტჯერ დაიკლო წინასთან შედარებით. თუ ამას მომავლის თვალით შევხედავთ მისი კომპანია დღეს დანგრეულია, როგორც კარტების სახლი (house of cards), აი ასე გაანადგურეს. პანტერა თვალებს ფურცლებიდან წევს და თეჰიონის დაკვირვებულ მზერას ხვდება.
ბიჭი მშვიდად ზის, ინტერესით ათვალიერებს ჰოსოკს და ჩუმად არის, რეაქციას ელოდება. მისი ფეხები ვიწრო შარვალში და ძვირიან ფეხსაცმელშია მოდუნებული, მზერა კი ინტერესით ანათებს. ჰობი ტუჩებს კრავს, ყბას ჭიმავს და ვერც ერთ სიტყვას ვერ წარმოთქვამს. მას უღალატეს საბოლოოდ, ის დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც უკვე ვერ წამოდგები მუხლებიდან, და ეს საკუთარმა მეგობარმა გაუკეთა, ძმამ, დაცვამ, მრჩეველმა. თეჰიონი ჰოსოკისთვის პირველი ადამიანი იყო, რომელსაც ის ენდობოდა, თუმცა მან ახლა ის გულში მტკივნეულად დაჭრა.
— რა მოხდა?
— ჯინი, როგორც ჩანს, სიკვდილამდე გრძნობდა შიშს და ბოლო მნიშვნელოვანი დოკუმენტები კონკურენტებს გადასცა, გაყიდა აქციები და ახლა, სიკვდილის შენდეგაც კი, მან ჩვენამდე მოაღწია თავისი გრძელი ხელებით, — თეჰიონი თავს იკატუნებს, თითქოს გული ერევა ნათქვამისგან, ჰოსოკი შოკშიც კია ბიჭის მსახიობური ნიჭით, რომელმაც პანტერას მიწა ამოუთხარა გვერდით მდგარმა. საფლავი ღრმა გამოვიდა, იქ ორი ადამიანიც კი დაეტევა.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...