Chapter 8

2K 198 8
                                    


პანტერა ისევ კლუბში ზის, თეჰიონთან ერთად სვამს, თუმცა ჰაერში მაინც დაფრინავს მილიონობით შეკითხვა, რომელიც მხოლოდ იქ მყოფი ხალხიდან არ მოდის, თეჰიონსაც ბევრი კითხვა აქვს, თუმცა ვერ ბედავს ლაპარაკის დაწყებას.

ჰოსოკს უნდა საკუთარ თავსაც დაუსვას რამდენიმე შეკითხვა, თუმცა კარგად იცის, რომ მათზე პასუხს ვერ გაიგებს, რადგან არ არის მზად საკუთარ თავსაც კი უპასუხოს. სულელი არ არის, ხვდება, რომ ასე პირველად მოიქცა, პირველი არ არის რომ სიცოცხლე შეგინარჩუნა, თუმცა მიზეზი დამალულია, პანტერა მას ტვინის სიღრმეში ინახავს და მას დასცინის.

შენი თვალები ყოველთვის თითქოს გამოწვევით უყურებს, თვალის გუგები გადიდებული გაქვს გამოუცდელობით, გეტყობა რომ მაღალ წრეში არასდროს ყოფილხარ, სწორალად ლაპარაკიც კი არ შეგიძლია. არ ხარ შეჩვეული ვინმეს ნივთად ყოფნას, რადგან უბრალო კურიერად მუშაობდი. მზად ხარ იქ წახვიდე სადაც გეტყვიან, თუმცა არ ფიქრობ რა შეიძლება ამას მოყვეს. ჰოსოკი იღიმის შენი გაოცებული სახის გახსენებაზე, როდესაც ამ VIP-შენობაში შემოხვედით, ეს სახალისო იყო, რადგან, თუ შენს ძველ გამოხტომებს გავიხსენებთ ბევრს არ ფიქრობდი და კითხვებს არ სვამდი, გეგონა რომ სახლში მალე დაბრუნდებოდი, თუმცა შემდეგ გაგახსენდა, რომ კურიერი აღარ ხარ, ნივთად იქეცი, რომელიც ჰოსოკმა გააჩუქა და თუ მოუნდა შეუძლია თავისთან დაგიბრუნოს ისევ.

— ჰიონ, შენს საქმეებში არასდროს ვერეოდი, თუმცა ეს რა იყო? — თეჰიონი წამებით უყურებს, ჰოსოკში ხვრელს ქმნის, თუმცა ის ლუკმებადაც რომ გაანაწილო, მასში პასუხს ვერ იპოვი.

— მხოლოდ მაშინ მომმართავ თქვენობით, როცა ჩემი გეშინია? — ამბობს პანტერა, თეჰიონი კი იყინება. ჰოსოკის გამოხედვიდანაც ჩანს, რომ ამ თემაზე საუბარი აკრძალულია, საუბრის დაწყება არ ღირს, თუმცა კიმს საშინლად აინტერესებს, რატომ არ გკლავს ჰოსოკი უკვე მესამედ.

"პანტერა"Where stories live. Discover now