Chapter 32

2.1K 177 35
                                    


იმისგან იღვიძებ, რომ ვიღაც გიყურებს. ეს უცნაური გრძნობაა და ძილს აფრთხობს. ძალიან გსიამოვნებს ასე დახუჭული თვალებით წოლა, ცხვირით ჰოსოკის მხარში ჩაყოფილი, თუმცა ვიღაცის აქ ყოფნა არ გაძლევს მშვიდად წოლის საშულებას.

ერთ თვალს ახელ, გადასაფარებლის შიგნით სწორდები, რომელიც ყელამდეა აწეული. ჰოსოკს ხედავ, რომელსაც მშვიდად სძინავს ზურგზე და თავი მაღლა აქვს აწეული, საწოლის გარეთ.

იქ დგას ნუკრი (ირემის შვილი), ის შეშინებულია და გაკვირვებული, გაშეშებულია ერთ ადგილას, ღია პირით და ვერაფრით წყვეტს საწოლის თვალიერებას. ჯონგუკი შენში სირცხვილს არ იწვევს, უბრალოდ ცოტა უცნაურია, რადგან არც ისე რთული მისახვედრია რას აკეთებდი აქ მის ძმასთან ერთად. უკვე მეორე ღამეს აღმოჩნდა ჰოსოკი შენთან ერთად საწოლში , შენ კი რატომღაც ზედმეტად კარგად გძინავს. მასთან სიმშვიდეა, მშვიდობა და სითბო. მოგწონს მისი ძლიერი მშვიდი აურა, რომელიც ძილშიც კი გიცავს ძლიერი დაცვის რგოლით.

მოგწონს იმაზე ფიქრი რომ შენს გვერდით წევს პანტერა. შენ ამაყობ იმით, რომ დაიმორჩილე, ზიანისმომტანი კატა დააძინე შენთან ერთად და ვერ იტევ ბედნიერებას ამით. გინდა რაც შეიძლება მეტი შეეხო ჰოსოკს, რომ დაკმაყოფილდე იმით, რომ ის ახლა შენს გვერდით არის, შენთან დარჩა, იმის მიუხედავად რომ ეს მისი საძინებელიც კი არ არის. ის ნახევარი ღამე ვერ წყვეტდა შენს ჩახუტებას, სანამ არ დაიძინა, შენ კი მოგწონს მისი მხარდაჭერა. ჰოსოკს ის სჭირდება, შენ კი უბრალოდ უყურებდი ღიმილით, ვერ ჩერდებოდი რომ არ ჩაგებეჭდა ტვინში ბიჭის სახე ნიღბების, კედლებისა და ეკლების გარეშე. სრულიად უმანკო გარეგნობა, გახსნილი, რომელზეც არავის უამბობ, თუმცა არც არავინ დაიჯერებს, რომ ჰოსოკს შეუძლია სინამდვილეში ასეთი ცოცხალი იყოს.

— ჰიონს პირველად ვხედავ გოგოსთან ერთად — ჯონგუკი ჩურჩულებს, საწოლს უახლოვდება და გადასაფარებელს წევს. შენ მოულოდნელობისგან ცდილობ სწრაფად ჩაეკიდო მას და იფარავ სხეულს, მისი გაოგნებული მზერის ქვეშ.
— უკვე მეგონა რომ ჰოსოკი გეი იყო, გეფიცები...— ჯონგუკს თვალები ჯერ კიდევ მრგვალი აქვს გაკვირვებისგან, ის თითქმის არ ახამხამებს, შენ კი ცოტა გეცინება. იმ ყველაფერის მერე რაც მოხდა, ამდენი ცრემლებისა და ტკივილის შემდეგ, ასეთ უცნაურ და აბსურდულ სიტუაციამდე მოხვედით.

— საწოლში კაცებიც მყავდა, — ჰოსოკი ხმას იღებს, რაზეც შენც და ჯონგუკიც უეცრობისგან კრთებით და მისკენ იხედებით გაფართოებული თვალებით. ის ახალგაღვიძებული ახამხამებს თვალებს და შენსკენ ახლოს იხრება, მხრებსაც კი გიფარავს და ბნელ მზერას ესვრის გუკს. — არ მომეწონა, — მისი ხმა ბოხია ძილის შემდეგ, დაბალი, ტკბილი ბარხატივით თავსდება შენს ტვინში და სასიამოვნო მოგონებად გრჩება.

"პანტერა"Where stories live. Discover now