ისინი ერთმანეთის წინ სხედან, ორი ძმა, გვერდიდან სრულიად განსხვავებულები, თუმცა შიგნით ისინი გვანან. მათ შავი გზამკვლევი თვალები აქვს, სადაც არის სიკეთე, ისინი ორივე ეძებენ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლიათ იპოვონ მხოლოდ ერთმანეთში. მთელი ეს დრო ერთად ცხოვრობდნენ და საჭიროებდნენ ამ მუნჯ გამგებ კონტაქტში. ახლა დრო მოვიდა გაანალიზების, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ.— მაპატიე, პატარა. ვნანობ, რომ გცემე არაფრის გამო, თუმცა შეგეძლო ცოტა მაინც გეცადა გაგეგო მიზეზი ჩემი სიბრაზის და თავი გაგემართლებინა, იქნებ მაშინ ყველაფერი სხვანაირად გამოსულიყო, — ჰოსოკი გაღიზიანებული კრავს ტუჩებს ჯონგუკი კი იცინის. ამ ყველა აღიარებამ, რომელიც მას არასდროს გაუგია ძმისგან, მას სუნთქვა შეუკრა. მას არასდროს გაუგია, რომ ჰოსოკი სიტყვებზე დაფიქრებულიყო თქმამდე, ახლა კი დაძაბულობა გაქრა, მათ თითქმის ყველაფერი თქვეს, რაც უნდოდათ და უნდა ეთქვათ. ეს თბილი «პატარა» ამტკიცებს, რამდენად ატარებს ყველაფერს საკუთარ თავზე ჰოსოკი, ახლა კი თავისი სიტყვების სრცხვენია.
— ჰიონ, თუ ერთ ცოცხალ არსებას მაინც ვეტყვი რომ ბოდიში მომიხანე, არავინ დამიჯერებს, — ჯონგუკი იცინის, პირზე ხელის აფარებით. თვალები საყვარლად უწვრილდება, კუთხეებში კი ხაზები უჩნდება. მისი სიცილი ხმამაღალია და სითბოს აფრქვევს, ძმა კი გაღიზიანებული იჭმუხნება.
— ვერ შეძლებ თქმას, რადგან უკვე მკვდარი იქნები, — ჰოსოკი თავისი სკამიდან დგება და მიდის. ჯონგუკი სიცილს აგრძელებს. ეს არის მისი ძმა, ახლა მას ცნობს. გუკი ვერ ხვდება რა მოუვიდა უფროსს, რომ ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, თუმცა ახლა თავს ბევრად მშვიდად გრძნობს, ის ნამდვილად არის მზად ძმას აპატიოს, თუმცა არა ახლავე.
ჰოსოკი გრძნობს, რომ შიგნით თითქოს რაღაც გასკდა: ფიქრები, გრძნობები, ემოციები ულევი რაოდენობით იცავს მას თავიდან ბოლომდე და მასში ძირავს. დღეს ის გატყდა, ვერ მოიქცა ისე როგორც საჭირო იყო, ნაწილებად დაიშალა, ახლა კი ეძებს მას, ვინც მის ნაწილებს თავის ადგილას დააბრუნებს და ერთმანეთზე მჭიდროდ მიაკრავს.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...