— მივხვდი, ვერ შეძელი ჭრილობების დამუშავება, რადგან ფისო ხარ და თათები გაქვს, — უყვირი საპასუხოდ, როდესაც კიბეებამდე მირბიხარ და გამარჯვებული იღიმი. ჰოსოკმა მოასწრო ერთ კიბეზე ჩასვლა, სანამ გაშეშდებოდა. ის ზურგში სწორდება და ასეც კი ხვდები, რომ ის ბრაზობს. მისი მრისხანება კედელზე გაყუდებს, ის უეცრად იცავს მთელ სასახლეს. გეჩვენება რომ ჰაერი უფრო ნაკლები ხდება და გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი.— ბევრის უფლებას გაძლევ, მაგრამ არა ყველაფრის. უნდა განახო შენი უფლებების საზღვრები? — ის დიდი ნაბიჯებით შენამდე მოდის და წინ დგება. არ გეხება, არ გაჯახებს კედელს, უბრალოდ ზევიდან ქვევით გიყურებს თვალებში. ის ისე ახლოს არის, რომ სუნთქვა არ შეგიძლია, თუმცა უკან დახევის უფლებას სიჯიუტე არ გაძლევს.
— გეშინია სლაბი არ გამოჩნდე? ამის ყველას გვეშინია, შენ კი ახლა ზედმეტად სლაბიც კი ხარ, ხომ ასეა? — ერთ წარბს წევს, იმის მიუხედავად, რომ შიგნით სხეული სულ გიკანკალებს, თუმცა მის მზერას ვერ ითმენ და ბოლომდე ამბობ. გინდა სახე შეჭმუხნო, რადგან ასეთის თქმის შემდეგ ადამიანებს ტკივათ. სიმართლისთვის ხშირად ცემენ, მტკივნეულად, რომ დაივიწყო ერთხელ და სამუდამოდ.
ჰოსოკი შავი ღრუბელი ხდება, შენ უკვე გინახავს ეს რისხვა, როდესაც თითქმის სიკვდილს შეხვდი, ახლა, ის ალბათ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს. თუმცა მამაკაცი მხოლოდ თვალებს ხუჭავს, თავს ხრის და ღრმად სუნთქავს.
— დაამუშავე ეს ჯანდაბა ჭრილობები, — გაბრაზებული ჩურჩულებს, გვერდით გწევს და უკან, თავის საძინებელში ბრუნდება. ის ყლინჯს ასუსტებს და მხარს ამოძრავებს, თითქოს ცდილობს თავის ადგილას დააყენოს. საწოლზე ჯდება და გელოდება, ნერვულად გათვალიერებს და იჭმუხნება, რის გამოც წარბი სისხლდენას არ წყვეტს, წვეთავს შავ პერანგზე, თუმცა პანტერა მას უბრალოდ თითით აშორებს.
— სად არის შენი წამლების ყუთი? — გინდოდა მისთვის კიდევ გეჩხუბა, თუმცა გეშინია რაიმის თქმის ჯერ.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...