Chapter 7

2K 189 20
                                    



— არსად არ წავალ — შენი ხმა სუსტია, აკანკალებული და ჯინი ვერც კი ხვდება რას ამბობ, მხოლოდ შენს ფართოდ გახელილ თვალებს ხედავს და თუ როგორ ცდილობ უკან სავარძლისკენ დაბრუნდე. — არსად არ წავალ. — ჰოსოკს უყურებ და იმეორებ. გვერდით თეჰიონი შეშდება შოკისგან, ფართოდ გახელილი თვალებით მისი წარბები თმის ზოლამდე ავიდა გაკვირვებისგან. ჰოსოკი პირიქით, არ არის გაკვირვებული, თუმცა ჩანს რომ მისი კარგი ხასიათი სადღაც ქრება, როგორც სანთელი ძლიერი ქარისას.

მაშინვე ხვდები რომ გადაიფიქრე, გინდა სიტყვები უკან წაიღო, გაიქცე სადმე იქამდე, სანამ დაღლილობისგან არ მოკვდები. ისე გეშინია, რომ ყველა სანტიმეტრი გეყინება შიგნიდანაც და გარედანაც. ჰოსოკი დიდ ხანს არ ყოვნდება და ერთი მოძრაობით გაგდებს სავარძელზე, შენს ზევით ექცევა და ისევ თავს გარტყმევინებს.

ახლა უკვე თვალებში ნათებას ხედავ, ყურებში კი ზუილი გესმის, ტკივილი მთელ თავზე ვრცელდება.

— სიკვდილი მოგინდა? — შენს ტუჩებში ჩურჩულებს, რატომღაც მას რიგრიგობით მტკივნეულად კბენს, შემდეგ კი ისევ სავარძელზე გარტყმევინებს თავს. სირბილე გეხმარება, თუმცა არც ისე ძალიან, ჭრილობა ისევ სისხლდენას იწყებს, რომელსაც გრძნობ.

— მე ჯონგუკს ვეკუთვნი და მხოლოდ მისი თანხმობით წავალ. — საკუთარ თავს ეკითხები გულში რა სისულელე მოროშე? ეს თამამი საქციელი იყო, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე წამით, შემდეგ აანალიზებ მოახლოებულ სიკვდილს, რომელიც თავიდან ფეხებამდე გივლის, რადგან შენ წინ ჰოსოკის გაცეცხლებული სახეა.

— ახლავე შემიძლია აქ მოგკლა, გესმის? შენს ძვლებს თოკით ამ სავარძელზე ჩამოვკიდებ, ამის დედაც, რა ჯონგუკზეა საუბარი? — ჰოსოკი ყველა სიტყვას კბილებში ცრის, კიდევ უფრო გაშინებს, წამიერად ჭერს უყურებ, აქ ის ღია ვარდისფერია, შემდეგ მზერა ჯინისკენ გადაგაქვს, რომელიც სხვა კომპანიის წევრებთან საუბრობს და გელოდება. ხვდები, რომ ეს ვალი და ბინძური ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გელოდება, პანტერას ვერ გაექცევი და დღევანდელი დღე ერთ-ერთი დაუსრულებელი დღეა მათ შორის რაც წინ გელის.

"პანტერა"Where stories live. Discover now