Chapter 5

2.1K 202 20
                                    



ჰოსოკი თავის მბრწყინავ ფეხსაცმელს უყურებს, რომელიც სტილისტმა იყიდა და ფიქრობს, რომ მისი ღირებულება ბევრად აღემატება მისი რამდენიმე ავტომობილის ღირებულებას, თუმცა ეს მას ამ დროს არ აღელვებს.

ახლა მისთვის ცუდი პერიოიდია, ინფორმაციის გაჟონვიამ მოიმატა, კლიენტები ნაკლებს იხდიან და ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის სახარბიელო. ის ბოლო დროა ძალიან იღლება, იმის დროც კი არ არის რომ სახლში გაიაროს და ნორმალურად მიიღოს შხაპი, თუმცა ამ პრობლემებს გვერდს ასე მარტივად ვერ აუვლის. ჯერ ვერავის ვერ ენდობიან, პანტერას უწევს ყველაფერი მხოლოდ თეჰიონთან ერთად აკეთოს, ეს ძალიან დამღლელია, ჰოსოკი ხშირად სტუდენტობის პერიოდსაც კი იხსენებს, როდესაც ყველაფრის ერთად გამკლავება უჭირდა, თუმცა მაშინ არ ჰქონდა ფული და თეჰიონი ხელთ.

იმ ჰოსოკს არ ეცვა ბრენდული სმოკინგები, არ კლავდა ხალხს, არამედ თავდადებით სწავლობდა, რომ ახლა ავტომანქანაში მჯდარიყო, პირადი მძღოლით და სასახლისკენ მიემგზავრებოდეს. ჰოსოკი წარსულიდან მეტს იღიმოდა, მას ინტერესები ჰქონდა, ახლა ყველაფერი მობეზრდა, ლამაზი გოგონები ყავს გარშემო, თუმცა ისინი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან რაიმით, ნარკოტიკები ისე აღარ ამშვიდებს მის მდგობარეობას, ალკოჰოლი ტვინზე არ მოქმედებს, იმის მიუხედავად რომ ამაზეც კი არ აქვს პრობლემა. 

გვერდით მანქანის სავარძელზე ტელეფონის ეკრანი ნათდება, მამაკაცი წამებში რეაგირებს და ყურმილს იღებს.

— არც კი გაბედო ისევ სამსახურზე საუბარი, — იღრინება ჰოსოკი ყურმილში. მან ყველაფერი დაიკიდა ჯერ კიდევ ოთხი საათის წინ, რადგან უკვე ტვინი მოეტყნა, თუ სმოკინგის გამოცვლის საშუალებას მაინც არ მისცემენ ყველას თავებს წააძრობს შიშველი ხელებით.

— პანტომიმით განახებდი, მაგრამ ვერ მიხვდები, — თეჰიონი მეორე ხაზიდან იცინის ჩუმად, მისი ხმა როგორც ყოველთვის მშვიდია.

"პანტერა"Where stories live. Discover now