დილიდანვე სვამ? — ჯონგუკის წინ ჯდები, ის სუსტად გიღიმის. სმოკინგი აცვია, იმის მიუხედავად რომ დღეს სამსახურში არ მიდის. ძლივს შეეჩვიე ამ ბავშვის ყურებას დახეული ჯინსების გარეშე, ახლა კი ის ძალიან მოწყენილია, ერთ წერტილს აშტერდება და სასმელს ისხამს.— ჯინი უკვე წელია რაც აღარ არის. — ჩამწყდარი ხმით ამბობს შენ კი ტუჩს იკვნეტ. დრო ისე მალე გავიდა. ჯონგუკი უმკლავდებოდა ტკივილს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მან ძლივს დაასრულა უნივერსიტეტი, რომ ძმასთან დაეწყო მუშაობს, თუმცა ცდილობდა არ ენახებინა რამდენად ენატრებოდა ლექტორი.
შენ გრცხვენია, დაგავიწყდა რომ ერთი წელი გავიდა უკვე, მასთან ახლოს არც ისე დიდი ხანი იყავი, ჯონგუკთან შედარებით, თუმცა მაინც სევდა გიპყრობს.
— გესაუზმა მაინც, — ჰოსოკი სამზარეულოში შემოდის, ჯონგუკის უკან გადის, თავზე წკლიპურტს არტყამს და მაგიდასთან მიდის რომ ყავა დაისხას. ცოტა ხანი ასე რჩება გვერდით, ბარს ეყრდნობა თავის უკან და სვამს, ფეხებგადაჯვარედინებული.
— ისევ მთელი შაბათ-კვირა უნდა იმუშაო? — ჯონგუკი თვალებს წევს ძმისკენ, ცოტა ყურადღება გადააქვს. ის სინამდვილეში საკმაოდ კარგად უმკლავდება სამსახურს პანტერასთან, იმის მიუხედავად, რომ თავიდან რთული იყო ასეთ სისტემას შეჩვეოდა.
— კი, თეჰიონმა რამდენიმე ახალი თანამშრომელი აიყვანა, ისინი საქმეში უნდა შევამოწმო, — კადრის დაკარგვის შემდეგ მათ უწევდათ დიდი ძალისხმევით ემუშავათ, რომ ახალი კარგი და საიმედო ხალხი ეპოვნათ. კომპანიამ ჯერ კიდევ არ დაიბრუნა თავისი "დაუმარცხებელის" სტატუსი, თუმცა ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ არაფერი.
ცდილობ ჩაკლა საკუთარ თავში შენი იმედგაცრუება და ჰაერს ისუნთქავ. ჰოსოკი ამაზე მაშინვე რეაგირებს, ის თბილად იღიმის და მაგიდასთან ჯდება გვერდით, ცდილობს თვალებში ჩაგხედოს. მაგიდის ქვეშ შენს ხელს იღებს და თქვენს თითებს ერთმანეთში ხლართავს, სანამ ტუჩებს იკბენ, რომ არ გაგეღიმოს.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...