Chapter 29

1.5K 160 55
                                    

❗️შეამოწმეთ წაიკითხეთ თუ არა წინა თავი❗️

ჰოსოკის კომპანია – არის თვითონ ჰოსოკი. მის გარეშე არაფერი იქნება, თეჰიონს კი ეგონა, რომ ჯონს ზედმეტად ბევრ ტკივილს არ მიაყენებდა. ახლა ის ხედავს ამ ტკივილს, ის ვერ ხვდება ზუსტად როგორ, პანტერა ხომ უბრალოდ ტუჩებს კრავს და თავისი მკვლელი თვალებით იყურება, თითქოს უნდა რომ თეჰიონმა თქვას, რომ ის არ არის გამყიდველი, იპოვოს არგუმენტები, თუმცა ეს ასე არ არის. კიმი ჰოსოკის ტკივილს გრძნობს, მას გულში ხვრელი აქვს, ყურებში კი გატეხილი შუშის ხმა ჩაესმის. ჯონის ტკივილთან შედარებით თეჰიონი მილიარდჯერ უარესად არის, ის ხვდება, რომ უნდა ყველაფერი უკან დააბრუნოს, რომ მას არანაირი ბედნიერება არ მოუტანა ამ შურისძიებამ, ის ახლა შიშს გრძნობს. სინდისი მას დიდი ნაჭრებით ჭამს და არ იხრჩობა, კანი ხორცს ეცლება დიდხანს და მტკივნეულად, რომ უნდება იყვიროს. კიდევ უნდება დიდხანს ირბინოს ისე, რომ საკუთარი თავიც დაავიწყდეს.

— მამაშენმა ჩემი მშობლები მოკლა საცოდავი მაღაზიის გამო, რომელიც ხელს უშლიდა მისი ფირმის მშენებლობაში, მე კი ამ ყველაფერს ვხედავდი. ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში, როდესაც სხვა ბავშვები მცემდნენ, თავს არარაობად ვგრძნობდი. მთელ მსოფლიოს ვერ ვიტანდი, მამაშენს კი პირველ როგში, — თეჰიონი თავის ხმაში ისტერიკის ნოტებს იგებს. უმეტესად ის მშვიდად და გაწონასწორებულად საუბრობს, ახლა კი ხმა უწყდება, მზერა კი ერევა. — მე მინდოდა მამაშენი გამენადგურებონა, თუმცა ის დაიკარგა, ამიტომ ერთი დამრჩა – კომპანიის ჩაძირვა, რომლის გამოც ჩემი მშობლები მოკვდნენ. ვერ ვჩერდებოდი, ეს ჩემი ცხოვრების აზრი გახდა, მხოლოდ ახლა ვერ ვხვდები რატომ გავაკეთე ეს, — თეჰიონი ცრემლებს გრძნობს. ის პატარა ბავშვივით ტირის, ისე, როგორც მაშინ, როდესაც მარტო დარჩა. ახლა ის და ჰოსოკი ასევე მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ, მათი ძლიერი კავშირი გაწყდა, იმის მიუხედავად, რომ ის ყველაზე ძლიერ ძაფზე იყო გამყარებული. ნდობის ძაფი გაწყდა ძალიან მტკივნეულად, თითქოს ვიღაცამ უზარმაზარი ნემსი ჩაასო გულში ორივეს.

"პანტერა"Where stories live. Discover now