ჯინი ჯონგუკიდან გპატიჟებს პაემანზე. ბიჭი ღამით მოდის შენს საძინებელში, რაღაცეებს ბოდავს თავის ლექტორზე, შენ კი ვერაფერს ხვდები, ჯერ იმიტომ რომ ჯონგუკის საყვარლობისგან დაიბენი, როგორ პრუწავდა ტუჩებს, ამიტომ დიდხანს ფიქრობ იმაზე, რომ ეს ბიჭი თითქმის ყოველთვის სახლშია ეს ბოლო დრო, პანტერა კი უკვე ერთი კვირაა არსად ჩანს.— მას უნდა ბოდიში მოგიხადოს თავისი საქციელისთვის და ვახშმად გეპატიჟება. — სიტყვებს გესვრის და სავარძელზე ეცემა შენი საწოლის წინ, საზურგეს ეყრდნობა. იცინი მისი ქალური-დედოფლური საქციელისგან. — და ჩემთვის ბოდიშის მოხდა არ უნდა? — ჯონგუკი თვალებს გიფართოვებს, ბრაზობს, პრეტენზიებს გამოთქვამს და სავარძელს უბრუნდება.
— არ ღირდა, ისედაც უკვე ვაპატიე. — მხრებს იჩეჩავ. სახლში დაბრუნდით თუ არა, იფიქრე, რომ მამაკაცმა შენს სიამაყეს გადაუარა, თუმცა სექსი მართლაც კარგი იყო, თუმცა ამ ადამიანებზე წყენა არ ღირს, არ აქვს მნიშვნელობა იტყუებიან თავიანთ თავის გამართლებისას თუ არა, შენი წყენით ვერაფერს დაამტკიცებ, მით უმეტეს სოკჯინთან არაფერი გაკავშირებს.— საიდან მოიტანე, რომ რაიმის გადაწყვეტა შეგიძლია? — ჯონგუკი თავისი ადგილიდან ვარდება, ტუჩებს კრავს და ადგილზე შეშდება, ისე გიყურებს, თითქოს იჭინთება, შენ კი იცინი. ჯონგუკი ცდილობს ბრაზიანი იყოს? შენ ასეთს ნამდვილად არ ელოდი. შენი სიცილი მგონი მას უფრო აბრაზებს, ის კი აგრძელებს: — შენ მე მეკუთვნი, ამიტომ... — ელოდები რომ რამე მიზეზს მოიფიქრებს, რომ ჯინს უარი უთხრას, — ამ ჯანდაბა პაემანზე ჩემთან ერთად წამოხვალ!
— რა? — წყალს რომ სვამდე ალბათ გადაგცდებოდა. — შენთან ერთად ჯინის პაემანზე?
— კი, მეც მაქვს მისთვის რაღაც სათქმელი. — ამბობს ბიჭი, ოთახიდან გასვლამდე.***
შენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიცილი შეგიძლია ამ სიტუაციაზე, რადგან ამაზე მეტი დაძაბულობა ვერსად იქნება. ჯინის წინ ზიხარ, რომელიც თავაზიანად გიღიმის და შიშით იყურება ჯონგუკისკენ, რომელმაც შენს გვერდით დაიკავა ადგილი. გუკი ზურგში გასწორებული ზის, ხელები აქვს გადაჯვარედინებული და მაგიდის ქვეშ ფეხს აბაკუნებს, ისე, რომ მაგიდა ცოდა ქანაობს კიდეც.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...