— შენ ის მოგწონს? — პირველი, რასაც ჯონგუკი გეკითხება, როდესაც გონზე მოდის. არც ეტყობა რომ ცუდად არის, თვალებს ახელს ჩუმად და მშვიდად, თითქოს რაღაც დროით ენერგია გამოეცალა, თუმცა ახლა უკვე დაიტენა.შენ კრთები, რადგან მის გვერდით იჯექი მთელი ეს დრო და წიგნს კითხულობდი.
— ვინ? — ბრუნდები და მის თვალებს ხედავ. ჯონგუკის თვალები პირდაპირ გულში გიყურებს, ისეთივეა როგორიც ჰოსოკის, თუმცა სრულიად ბავშური, მრგვალი და კეთილი.
— ჩემი ძმა, — ის თვალებს მუშტით იზილავს და ბავშვს გახსენებს, რის გამოც გიწევს საკუთარ თავსვე გაახსენო, რომ ტოლები ხართ.
— საიდან მოიტანე? — მისი დასკვნა შენთვის სრულიად გაურკვეველია, რადგან ყველაფერს ელოდი მისგან, როდესაც გონზე მოვიდოდა, თუმცა არა ამ შეკითხვას.
— ვნახე როგორ შეგეშინდა მის გამო. წამით დავინახე, რომ გინდოდა ის ჩემგან დაგეცვა და თავი მონსტრად ჩავთვალე. მეგონა, რომ ვერ შევძლებდი ჰოსოკის მოკვლას, თუმცა როდესაც შენს თვალებში ჩავიხედე მივხვდი, რომ ის კინაღამ მოვკალი. თავს მონსტრად ვგრძნობ, ისეთივედ, როგორიც ჩემი ძმაა, — ცხვირს ჭმუხნის ბიჭი და საბანს წევს რომ ადგეს — ანუ მის მიმართ გულგრილი არ ხარ? — ჯონგუკი კითხვას ისეთი ტონით გისვამს, თითქოს ეს მის ბედსა და მომავალ მოქმედებებს წყვეტს. ის გათვალიერებს, და მგონი უკვე ხედავს პასუხს, რომლის პოვნასაც თვითონაც ვერ ახერხებ.ჰოსოკის მიმართ უცნაური გრძნობები გაქვს, ის გეცოდება, რადგან ამ მომენტისთვის მანაც დაკარგა ყველაზე ახლო ადამიანი, და გეჩვენება, რომ მას უფრო უჭირს, ვიდრე ჯონგუკს. იმის მიუხედავად რომ არც ერთს დაუკარგავს აქამდე ვინმე, მაინც გრძნობ, რომ უმცროსი გადაიტანს, იმ დროს, როდესაც ჰოსოკი გატყდება, უხილავი ხვრელი გაჩნდება მის მკერდზე.
— არ ვიცი. აქამდე პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ მისი მეშინია, ახლა კი მინდა მის გვერდით ვიყო. პარადოქსი არა? — ჯერ საკუთარ ხელებს უყურებ, შემდეგ კი ირონიით წევ თვალებს ბიჭისკენ. უცნაური გრძნობები გაქვს, ჰობისკენ იქაჩები, თუმცა მოგწონს ის..? არ შეგიძლია ამ შეკითხვას უპასუხო, რადგან ჯერ კიდევ იხსენებ მის მუქ თვალებს და ბნელ აურას, როდესაც ის ბრაზობს.
YOU ARE READING
"პანტერა"
Fanfictionაღწერა: თუ პანტერა იღიმის - ეს მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მტრების სისხლით დატკბება, თუ ის იცინის - მაშინ მოსალოდნელია ახალი მწვერვალების დაბყრობა. ზოგჯერ ემოციების არქონა არც ისე ცუდია, რადგან ჰოსოკი უნდა გამოიცნო პატარა მინიშნებით, რომლებსაც ის...