-როგორ ფიქრობ შეძლებ?-მკითხა,დუმილის შემდეგ.თითზე ბეჭედს ატრიალებდა და ჩემს პასუხს ელოდა.
-არ მგონია,რომ გამიჭირდეს,-გავუღიმე და საზურგეს მივაწექი.მისი დუმილი უკვე გადამწყვეტი ხდებოდა.
-იცოდე,შენი იმედი მაქვს,-მსუბუქად გამიღიმა და კალამი მოიმარჯვა.
-ყველანაირად ვეცდები ეგ იმედი არ გაგიცრუო,ჯონ,-ნიშნისმოგებით მივუგე და წამოვდექი,მაგიდასთან ახლოს მივედი.
-მაშინ აქ მოაწერე ხელი,-ფურცელი მომისრიალა და კალამიც მომაწოდა.ამ მომენტში ჩემი სიხარული ერთიანად გაასმაგდა.ვამაყობდი კიდეც,მაგრამ არა ცუდი განზრახვით.საკუთარი თავით ვამაყობდი,ამდენი შევძელი.კალამი თამამად ავიღე და ხელი მოვაწერე.
-ინებე,-გავუღიმე და ახლა მას გავუწოდე საჭირო ნივთები.მანაც ასევე მოაწერა ხელი და შემდეგ ფეხზე წამოდგა თვითკმაყოფილი ღიმილით.
-აქედან გამომდინარე,შემიძლია უკვე მოგილოცო,-გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.მის საუბარში ვერანაირი სიყალბე,ვერანაირი თვალთმაქცობა ვერ შევნიშნე,რაც ფრიად სასიამოვნო იყო.მეორე ხელი ჯიბეში ჩაიდო,როგორც ჩანს კმაყოფილია.
-მადლობა.მაშინ მეც უკვე წავალ,-დავემშვიდობე.ღიმილითვე დამიქნია თავი.ყველაფერი გარკვეული და დასრულებული იყო.გამოვბრუნდი და კარებს მივუახლოვდი.ის იყო უნდა ჩამომეწია სახელური,რომ კარები თითონ გაიღო.რადგან გოგონა იდგა ზღურბლის მეორე მხარეს,გზა დავუთმე და ოთახში შემოვუშვი.უცნობმა,დაბნეულმა ლამაზმანმა გამიღიმა.ხმადაბლა,მორცხვად გადამიხადა მადლობა და ჯონთან მხიარულად მივიდა.რამდენიმე წამით იქ გავშეშდი,ის მომენტი გამახსენდა,როცა გამიღიმა;როცა ლამაზმა თვალებმა სითბოთი შემომხედეს.საოცარია,როგორ უცებ შემბოჭა მის ბორკილებში.მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე,დავივიწყე.
ჩუმად ჩავიცინე და ოთახიდან გამოვედი.
თავი 1.
ცვლილება I.როგორც იქნა დამთავრდა ყველა ლექცია უნივერსიტეტში და გახარებული გამოვედი დერეფანში.დღეს პარასკევია,ანუ ჩემი დასვენების და განტვირთვის საათებიც მიახლოვდება.გოგოები უკვე 2 დღით ადრე განიხილავდნენ კვირა დღის ტრადიციულ „პიჟამოების წვეულებას",რომლის მოხალისეც დიდად არ ვიყავი.განსაკუთრებით აქტუალური თემა იყო ფილმის შერჩევა,უამრავი ვარიანტი გამოითქვა და ამან პატარა კამათიც გამოიწვია.მე არ მეკითხებოდნენ ჩემს აზრს,უკვე იცოდნენ,რომ მათ ვენდობი და ყველანაირ ფილმს ვუყურებდი.მათთვის კი ისიც მნიშვნელოვანი იყო,რომელი მსახიობი თამაშობდა შერჩეულ კინოში.ამიტომ ამის განხილვა იქამდე არ შეწყდა,სანამ საკუთარ მანქანებს არ მივუახლოვდით ყველა.
-სქაილინ,შენ არ მოდიხარ ჩვენთან ერთად? მაღაზიებში ხომ გვინდოდა დღეს წასვლა,-მკითხა ემიმ,თავისი მომღიმარი სახით.მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ნაწილი ტანსაცმელს ეჭირა,მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ,ოჯახს,მეგობრებს თუ სწავლას.სწორედ ამიტომაა,რომ ის ყოველთვის კარგად გამოიყურება,ყოველ წუთს,ყოველ წამს.
-ვერ ვახერხებ ახლა.ჩემს ძმას უნდა მივუტანო ლანჩი და რომ დავუგვიანო ცოცხალს ნამდვილად არ დამტოვებს,-გავუღიმე და ჩანთაში მანქანის გასაღების ძებნა გავაგრძელე.ეს ყოველთვის დიდ დროს მართმევდა და ხშირად მინი-ინფარქტებიც მიმიღია და აი,ერთი სქელი წიგნის და უამრავი კონსპექტის ქვეშ აღმოვაჩინე ეს სანატრელი ნივთი.
-კარგი მაშინ ჩვენ წავალთ,-თვალი ჩამიკრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.გამეცინა მის ამ ჟესტზე.დანარჩენებიც დამემშვიდობნენ და მანქანებში ჩასხდნენ.მეც იგივეს გაკეთებას ვაპირებდი,როცა მობილურზე დამირეკეს.
-გისმენ,ადამ,-მშვიდად ვუპასუხე,როგორც მჩვევია.ემიმ შენიშნა ვინც მირეკავდა და მანიშნა,მომიკითხეო.მეც სიცილით თავი დავუქნიე.ჩემი ძმა იმდენად სიმპატიურია,რომ ლამისაა მთელი ჩემი კურსელები შემოეხვიონ.ეს კი არ მიხარია,ამით ვამაყობ და ადამს ყოველთვის დიდი სიამაყით მოვიხსენიებ.მისი ნიჭიერებაც არანაკლებ ცნობილი თემაა.
-ხომ არ დაგვიწყებია რაც დაგავალე?-სიცილით მკითხა.
-მადლობა,დღემ კარგად ჩაიარა უნივერსიტეტში და არა,არ დამვიწყებია,-ჩემი მშვიდი ტონი შევინარჩუნე.
-მაპატიე,საშინლად გადაღლილი ვარ და თანაც მშია.უბრალოდ გადამოწმება მინდოდა.
-ყოველ პარასკევს ამას მავალებ და მივეჩვიე უკვე.დამავიწყდებოდა?-გამეცინა.მანქანაში ჩავჯექი და დაველოდე,სანამ გოგოები მანქანებს პარკინგიდან არ გამოიყვანდნენ.მინა ბოლომდე ჩამოვწიე,ჰაერი ძალიან დახუთული იყო,არადა ჯერ ზაფხულიც არაა.
-უკვე გამოხვედი უნივერსიტეტიდან?-როგორც ჩანს,მართლა ძალიან შიოდა.
-გზაში ვარ და შენთან 10 წუთში ვიქნები,დამშვიდდი,-გამეცინა იმის წარმოდგენაზე,როგორ ტრიალებს ადამი ახლა ერთ ადგილას,სანამ კუჭი გამწარებული აგინებს.
-კარგი,გელოდები.მალე რა,გთხოვ,-უკვე შეწუხებული იყო.
-ისე ემიმ მოგიკითხა და ვფიქრობ არამარტო მან,-ხმამაღლა გავიცინე.
-ოუ,ემი? ჰმ,გადაეცი რომ საღამოს სიამოვნებით გავუმასპინძლდებოდი კოქტეილით რომელიმე მშვენიერ კლუბში.და შემდეგ..
-ადამ! დაეშვი დედამიწაზე! ცოტა ზრდასრული რძალი მინდა მე და არა ემისნაირი ცანცარა,-გავიცინე.
-კარგი,სიძეზე არაფერს ვიტყვი,რას ვერჩი კარგი ბიჭია,-მანაც გაიცინა.
-წავედი ახლა,თორემ შენს განწირულ ხმას რომ ვუსმენ გული მიწუხდება.დროებით,-დავუკიდე და მანქანა დავქოქე.მისი სიყვარული საჭმლისადმი უსაზღვროდ დიდია,უსაზღვროდ.ხანდახან მგონია ეს ხომ არაა მიზეზი იმისა,რომ შეყვარებული არ ჰყავს..
გზას დავადექი და თან ხმადაბალზე სიმღერა მქონდა ჩართული.განყოფილებიდან დილანი გამომივლიდა და ალბათ სადმე გავისეირნებდით,ან კაფეში დავჯდებოდით.მერე სახლში ცოტას ვიმეცადინებ და დარჩენილი დრო წიგნს წავიკითხავ.ესეც ჩემი დღის გეგმა და დასვენება.ვიცი,გაკვრვებულები ხართ და ვიცი,რომ თავისებურიც ვარ.
ქუჩები ხალხით გადატენილი იყო,ისიც მეგონა ახლა საცობში მოვყვები თქო,მაგრამ ავცდი ამას.ვფიქრობ,უმეტესობა ადამიანებისა გახარებული იყო,ბავშვებს მალე არდადეგები დაეწყებათ,უფროსებს შვებულებას მისცემენ.სტუდენტებიც დავისვენებთ რა თქმა უნდა,ოღონდ ბევრი მეცადინეობის,ნერვიულობის და გამოცდების ჩაბარების შემდეგ.
მანქანა პარკინგზე დავაყენე და „მაგდონალდსი"-სკენ გავეშურე.იქ ჩემი მეგობარი კლერი მუშაობდა,რომელმაც იცოდა,რომ ყოველ პარასკევს,ლექციების დასრულების შემდეგ ჩემი ძმისთვის ლანჩი უნდა მიმეტანა სამსახურში.ამიტომ უკვე გამზადებულ და ჩალაგებულ ჰოთდოგებს მახვედრებდა ხოლმე.
-შენს წესს არ არღვევ,-გამიცინა და საკოცნელად გადმოიწია.
-უფროსი ძმაა,ვიცი როგორი მძიმე გრაფიკიც აქვს,ამიტომ დამჯერი დაიკო ვარ,-საპასუხოდ მეც გავუცინე-შენ რას შვრები აბა.
-რავიცი,ისეთი არაფერი არ ხდება.როგორც ყოველთვის,-გამიღიმა მოწყენილად.ძალიან მშრომელი გოგოა,ნამდვილად ვაფასებ!
მობილურზე მესიჯი მომივიდა „სქაილინ მალეეეეე".
-მოდი გამოვიცნობ,ადამი ხომ?-გაეცინა.
-წავალ,თორემ უკვე მართლა ბრაზდება მგონი.
-საღამოს დაგირეკავ,ამბები გექნება მოსაყოლი,-თვალი ჩამიკრა.
აღარ მიმიწერია პასუხი ადამისთვის.კლერს გავუღიმე,დავემშვიდობე და პარკი გამოვართვი.ფული დავუტოვე თუ არა მაშინვე მანქანისკენ ავიღე მიმართულება.პარკი მგზავრის ადგილას დავდე და სწრაფად გავცილდი იქაურობას.
დღევანდელი დღე მართლა განსაკუთრებული იყო,არ ვიცი რატომ,მაგრამ ასეა.ძალიან მალე დილანსაც ვნახავ და დიდ ხანს,ძალიან მაგრად ჩამეხუტება,როგორც სჩვევია.მიუხედავად იმისა,რომ ემოციების გამოხატვა ჩემს ჩარჩოებში არ ზის.
მანქანა განყოფილების წინ დავაყენე.კარებთან ოლივერი იდგა,რომელმაც შორიდანვე მიცნო.
-სქაილინ! რამდენი ხანია არ მინახიხარ,-გადამეხვია,როცა შიგნით შევედი.
-წინა პარასკევსაც ვიყავი აქ,მაგრამ შენ ვერ გნახე რატომღაც,-გავუღიმე.
-აჰ,ხო.ტომასს დავენიძლავე რაღაცაზე და მომიგო,ამიტომაც..
-ამიტომაც,ჩემ მეგობარ ქალბატონთან ერთად მოუწია მთელი დღის გატარება,-სათქმელი მარკმა დაასრულა,ამაყი ღიმილით მოგვიახლოვდა და გადამკოცნა.ისიც ჩემი ძმის თანამშრომელია.მომუშავეთა შორის ყველაზე მხიარული და კარგი იუმორის პატრონია.მაგრამ ამავდროულად ძალიან ეშმაკიც.ოლივერმა თვალებდაწვრილებულმა გახედა.
-კი მაგრამ,ეგ ცუდია?-უხერხულად გავუღიმე ოლივერს.
-როცა ქალბატონი 60 წლისაა,დამიჯერე,საშინელებაა,-თვალები დახუჭა და თავი დამიქნია.
-თან იმას როგორ უნდოდი,პირდაპირ სურვილი ჰკლავდა.მასში ისეთი ვნება იყო,როცა შენ შემოგცქეროდა..,-აგრძელებდა ტომასი ოლივერის გაბრაზებას.თავის სამსახიობო ნიჭს არც ახლა მალავდა,ნებისმიერის გაბრაზება შეეძლო მის ცინიზმს.ოლივერი ნერვიულობისგან ჰალსტუხის შესაკრავს აწვალებდა ყელთან.ჩემი სახე უფრო და უფრო გაკვირვებული ხდებოდა,ნამდვილად ცუდ დღეში ყოფილა ოლივერი წინა პარასკევს.
-კარგი,კარგი,გეყოს! ისედაც გულის რევის შეგრძნებას ჯერაც არ გაუვლია,-შეაწყვეტინა ოლივერმა-წავალ წყალს დავლევ,თუ არ გეწყინებათ.
-გვეწყინება კი არა დამიჯერე სავალდებულოა,-ერთ წერტილზე გაშტერებულმა და ჯერ კიდევ გაოცებულმა ამოვილუღლუღე.ხანდახან ტომასი მართლა სასტიკია.ოლივერმა მადლობა გადამიხადა და გაგვეცალა.ტომასსაც დროებით დავემშვიდობე და ჩემი ძმის კაბინეტისკენ წავედი.თუმცა ბევრი სიარული არც დამჭირვებია,ჰოლში იდგა ჩემთვის უცნობ თანამშრომელთან ერთად.შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი,თმები ლამაზად გადავარცხნილი და რა თქმა უნდა,მისი მიმზიდველი ღიმილი.მე რომ დამინახა მას დაემშვიდობა და ჩემსკენ წამოვიდა.
-როგორც იქნა!-ხელები ზევით ასწია და პარკი გამომგლიჯა.
-მაპატიე,ყველანაირად ვჩქარობდი.
-კარგი დაიცადე,თითოეული ლუკმის გემო უნდა შევიგრძნო,-ჰამბურგერს ქაღალდი სწრაფად გააცალა და დიდი ნაჭერი ჩაკბიჩა.ეს კი ნამდვილად არ გამკვირვებია,რადგან სახლშიც ზუსტად ასე ჭამს და უკვე მივეჩვიეთ ყველა.
-იქნებ შიგნით მაინც შესულიყავი?-მაგდენიც ვერ მოითმინა კაბინეტში ესადილა.დერეფნის ცენტრში უხერხულად ვიდექი და ხალხის რეაქციას ვაკვირდებოდი.ისინიც მიჩვეულები არიან როგორც ჩანს.თავი გააქნია და თავისი საქმე გააგრძელა,ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა,ცოტა არ იყოს მეც მომშივდა.
უკნიდან ხმაური მომესმა,თავი მსუბუქად შევაბრუნე.ორ პოლიციელს მოჰყავდა ბიჭი,ულამაზესი თაფლისფერი თვალებით და დიდი წამწამებით.მომენტალურად მივაშტერდი,ვეღარ მოვწყდი მის სილამაზეს.იმ ლამაზ თვალებში სითბოც ჩანდა,მაგრამ სამწუხაროდ მრისხანება და ბრაზი უფრო მეტად შევამჩნიე.მის გამომეტყველებაში ვამჩნევდი ზიზღს,ტკივილს,რომელიც მას კლავდა.თითქოს მისი დარდი,რომელიც გულში აწუხებდა მეც გადმომედო ამ ერთი შეხედვით.გამომხედა,მანაც გამომხედა! მისი თვალები პირდაპირ ჩემსას შეეჩეხა პირისპირ და რა ვიგრძენი იმ წამს თვითონაც ვერ გავიგე.მაკვირდებოდა,თითქოს ჩემს სახეს იმახსოვრებდა.გული ამიჩქარდა და რატომ? მე ხომ მას არც ვიცნობ,ის უბრალოდ ჩვეულებრივი მორიგი პატიმარია,ღმერთმა იცის როგორი ისტორიით.მისი მზერა ეს ჩვეულებრივი სულაც არ იყო.არა,განა იმიტომ რომ საოცრად მიმზიდველია.უბრალოდ თითქოს რამდენიმე წამით მის ფსიქოლოგიას გავეცანი,მის ტკივილს და წარსულს.
თვალები დახარა და მეც შეუმჩნევლად მოვბრუნდი,რადგან ჩემი ძმა ალაპარაკდა.
-სად მიგყავთ?-კიდევ კარგი ლუკმა გადაყლაპული ჰქონდა,თორემ ნამდვილად უხერხული სიტუაცია შეიქმნებოდა.თუმცა მეეჭვება ამას მისთვის რაიმე კომპლექსი შეექმნა.
-მნახველი ჰყავს,-მალევე მიუგო ერთ-ერთმა.
ისევ გავაპარე ჩუმად თვალი.ბევრი თუ არა,ნაწილი პატიმრებისა მაინც მყავს ნანახი,აქ რომ მოვდივარ შემთხვევით მხვდებიან ხოლმე,როგორც ახლა.მაგრამ არცერთზე არ დამმართნია ასე.ჩემი თავის მიკვირს,თითქოს უხილავი ძაფი გააბეს ჩვენს შორის.სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა,ვერ გაარჩევდი დაღონებული იყო,თუ გაბრაზებული,მაგრამ უმეტესობა პატიმრებისა თავიანთი ცხოვრების გამო ხშირ შემთხვევაში გამწარებულები უფრო არიან.არც ეს უცნობია გამონაკლისი.მისი ერთი შემოხედვით ლამის ცუდ ხასიათზეც დავდექი,უცნაურია.
-კარგი,-თავი დაუქნია ადამმა და ნება დართო გზა გაეგრძელებინათ.თითონ კი ისევ ჭამას შეუდგა.