-რაზე ფიქრობ?
-არაფერზე,-თავი გავაქნიე და მკრთალად გავუღიმე.რატომღაც მთელი დღე ვერ ვიყავი ხასიათზე,არადა გუშინდელი დღე საკმაოდ განსხვავებული იყო.ჯერემისთან ვიყავით შეკრებილნი ყველა უკლებლივ და თითქმის მთელი ღამე გავათენეთ სიცილში,ლაპარაკში.
-მთელი დღეა თითქოს ასე ხარ.არც მე ვარ მშვენიერ ხასიათზე,მაგრამ..შენ რა გჭირს?-ამჯერად ჩემსკენ მთლიანად მობრუნდა.
მხრები ავიჩეჩე და ყურადღება კვლავ ტელევიზორისკენ გადავიტანე.დივანზე ვიყავი წამოწოლილი,ფეხები ზეინს მუხლებზე გადავალაგე და პულტი მოვიმარჯვე.
-სქაილინ,-ჩაიცინა და ჩემსკენ გადმოიხარა.ყელში დამიწყო კოცნა,მეც სიცილს ვერ ვიკავებდი ამაზე.
-ზეინ,შეწყვიტე,-მის მოშორებას ვცდილობდი,მაგრამ არ გამომდიოდა.
-მართლა,რამე ხომ არ გადარდებს,-წამში დასერიოზულდა და ღიმილიანი სახით მომაჩერდა.ვგიჟდები მის ამ თვისებაზე,როცა ყველაფრის და მიუხედავად მაინც ჩემზე ზრუნავს.თითქოს ბედნიერებისგან ავივსე.
-არა,მართლა.უბრალოდ არ ვარ ხასიათზე,-ვეცადე გამეღიმა.
-შესაძლოა ამინდის ბრალია,მეც უჩვეულოდ ვგრძნობ თავს,-წამიერად ჩაფიქრდა.სინამდვილეში ამინდი არაფერ შუაში იყო.ვერ ვხსნი ამ გრძნობას,არაფრის ხალისი მაქვს,თითქოს რაღაცაზე ვღელავ კიდეც,მაგრამ საბაბს ვერ ვხვდები.რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს.
-მაგრამ შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს,-ჩუმად დაიჩურჩულა და მაკოცა.ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა-წამოდი ჯერემისთან წავიდეთ,დღესაც იკრიბებიან და გავერთობით.
თავი დავუქნიე,რადგან ეს აზრი მომეწონა.თან გულსაც გადავაყოლებდი სხვა რამეს.
წამოვდექით და ცოტახანში სახლიდანაც გამოვედით.ზეინმა სიმღერას აუწია,თან ეშმაკურადაც გამომხედავდა ხოლმე.მეცინებოდა მის ქცევებზე,თან რატომღაც გახარებული ვიყავი.
-შენს დაბადების დღეზე ლურჯი ვარდები რომ გაჩუქე..ვერ გაიხსენე ხომ მათი მნიშვნელობა?-გვერდულად გამომხედა.
-სამწუხაროდ ვერა,-უხერხულად გავუღიმე.
-კარგი,მე გეტყვი.ლურჯი ვარდები პირველი,ძლიერი სიყვარულის სიმბოლოა.
ცოტა წამოვწითლდი,ჩამეღიმა.თმა სახეზე ჩამომეყარა,მისმა სიტყვებმა იმდენად გამაბედნიერეს რომ ვცდილობდი სიხარულისგან სიცილი და გიჟივით მოქცევა არ დამეწყო.მას ეს არ გამორჩენია,ხელით თმა ყურს უკან გადამიწია,ლოყაზე მომეფერა.
-მიყვარხარ,-ჩემს გასაგონად თქვა.მას გავხედე და ხელი ჩავჭიდე.
-მეც,-მის ხელს მოვეფერე.
ცოტახანში მათ სახლს მივუახლოვდით.მანქანიდან გადმოვედით,ზეინი მალევე მომიახლოვდა.ხელი მხარზე გადმომხვია და მიმიხუტა.თითი ცხვირზე ჩამომკრა,ხმამაღლა გამეცინა და პირზე ხელები ავიფარე.ნელა გავუყევით გზას,კარების წინ დავდექით და დავაკაკუნეთ.ზეინი კიდევ მაცინებდა და ყურადღებას მაფანტინებდა.
-სად არიან ამდენი ხანი,-სიცილით ჩაიბურტყუნა და კვლავ დააკაკუნა.
მაგრამ პასუხი მაინც არ იყო.
-სახლში არ არიან?-გაკვირვებულმა შევხედე.
-რაღაც არამგონია,-ღიმილი მის სახეს არ მოშორებია-ჯერემი,საყვარელო,-მისი გაბრაზება დაიწყო.
-ზეინ,რაღაც ხდება,-გულმა მაშინვე ცუდი მიგრძნო.მთელი სახლი დუმდა,ირგვლივ ძალიან მძიმე სიჩუმე იყო ჩამოწოლილი.ღრუბლებისგან თითქოს მიდამო გაშავდა,ჩამობნელდა.
ზეინმა სახელური ნელა ჩამოსწია და კარები ოდნავ შეაღო.შემდეგ კი წარბები შეკრა.
-კარებს გასვლისას ყოველთვის კეტავენ,-ხმადაბლა ჩაილაპარაკა.უკვე არცერთს გვეცინებოდა,სიტუაცია დაიძაბა.
კარები ბოლომდე შეაღო და ადგილზე მიიყინა,ისევე როგორც მე.ყველაფერს ველოდი,გარდა ამ სურათისა.ცივმა ოფლმა დამასხა,ვიგრძენი ფეხებში ძალა მეცლებოდა თითქოს,მაგრამ ამავდროულად მიწაზე მაინც მყარად ვიდექი.პირზე ხელები ავიფარე,შოკირებული ვიყავი,ხმას ვერ ვიღებდი.ლაპარაკის უნარი წამერთვა,ვერ ვიჯერებდი ამას,მეგონა სიზმარში ვიყავი.
ყველა,აბსოლიტურად ყველა-ჯერემი,მია,რაიანი,ოლი,ეთანი და კიდევ რამდენიმე ბიჭი,იატაკზე იყვნენ მიმოფანტულნი.ყველას ტყვია ჰქონდა ნასროლი სხვადასხვა ადგილას და უკვე გასაგებიც იყო,რომ ცოცხალი მათგან აღარავინაა.მზერა მიაზე გადავიტანე,მასთან ერთად მისი პატარაც მოკვდა.მერეღა შევნიშნე მუცელშიც ჰქონდა ნასროლი ტყვია,ცრემლები ღვარად მომდიოდა.რა სისასტიკეა,საშინლად მტკიოდა გული.
ამ კადრის ყურება აღარ შემეძლო.მათი შიშისგან გაფართოებული თვალები..ისინი ამას არ იმსახურებდნენ,არცერთი.ზეინს გავხედე,ნესტოები დაბერილი ჰქონდა,ხელები დამუშტული.ყბა დაჭიმული,კბილებს ერთმანეთზე მთელი ძალით აჭერდა.არ ვიცოდი რას გააკეთებდა,გამწარებული იყო.მისთვის ეს ყველაფერი უფრო ძნელი გადასატანი იქნება.მზერა ისევ მისაღებისკენ გადავიტანე,იატაკი სულ სისხლით იყო დასვრილი.გუშინ ყველა ერთად ვიცინოდით,დღეს კი..არ ვიცი,ამის დაჯერებას ოდესმე თუ შევძლებ.
მოულოდნელად ზეინი გაბრუნდა,სწრაფი ნაბიჯებით მანქანისკენ დაიძრა.
-ზეინ!-დავუყვირე,მაგრამ ყური არ დამიგდო.
-ზეინ,მოიცადე!-მისკენ გავიქეცი და მანქანის წინ დავუდექი.
-სქაილინ,გამომეცალე,-კბილებში გამოსცრა,უნდოდა მანქანის კარი გამოეღო,მაგრამ მე არ ვაძლევდი ამის საშუალებას.
-რამე სისულელე არ ჩაიდინო გთხოვ,-ვედრებით ვუთხარი.
-სისულელე? ჩემი ხელით უნდა მოვკლა ეგ ნაბიჭვარი!-უკნიდან პისტოლეტი ამოიღო.