თავზე ხელი გადავუსვი ჩაძინებულ ზეინს.მის უნაკლო სახეს ვუყურებდი სიბნელეში და კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი,რომ ძალიან მიყვარს.მიხაროდა,რომ მასთან ყოფნის უფლება მომცა,ისევ შემეძლო მისი მოფერება და დაწყნარება.
მოულოდნელად გამოიღვიძა,თითქოს შეშინებული იყო.გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა,სუნთქვა ჯერ კიდევ არეული ჰქონდა.
-დაწყნარდი,-დავიჩურჩულე,სახეზე ვეფერებოდი.
ღრმად ჩაისუნთქა,თვალები დახუჭა და თავისი ხელი ჩემსას დაადო,შემდეგ ნაზად აკოცა.ნელა მოიწია და თავი ჩემს მუცელზე დადო,ხელები მომხვია.დაუცველ,შეშინებულ ბავშვს გავდა.თმებზე ვეფერებოდი,ხმადაბლა ვაწყნარებდი.როდემდე გაგრძელდებოდა ასე.მეშინოდა რომ ის ერთხელაც ვერ გაუძლებდა ამას.
დილით ოთახში მარტოს გამეღვიძა.მაშინვე ზეინის ძებნა დავიწყე თვალით და როცა დავრწმუნდი,რომ ოთახში არ იყო,პირველ სართულზე ჩავედი.გონებაში ათასი საშინელი აზრი მიტრიალებდა,უკვე ყველაფერი იყო მოსალოდნელი.სამზარეულოში იჯდა და საუზმობდა.გული დამიწყნარდა მის დანახვაზე.
-ზეინ,ძალიან შემაშინე,-შვებისგან ამოვისუნთქე და მისკენ წავედი.მუნჯურად იჯდა და თავის საქმეს აგრძელებდა.უკნიდან ჩავეხუტე,თავი მის მხარზე დავდე.
-მიყვარხარ,-ყურში ჩავჩურჩულე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.მინდოდა ეგრძნო,რომ მარტო არაა და მე სულ მასთან ვიქნები.მაგრამ..არც ამაზე ჰქონია რეაქცია.მეგონა ბოლოს მაინც ამოიღებდა ხმას და მეტყოდა "მეცო",მაგრამ ამაოდ.უბრალოდ ადგა და მისაღებში გავიდა.
ლანგარზე კიდევ ორი ჰამბურგერი იყო დატოვებული.გამეღიმა.სწრაფად ვისაუზმე და დიდი ჭირვეულობის შემდეგ,მაინც ზეინთან გავედი.ჩაფიქრებული იჯდა,თითებს აწვალებდა.
-ზეინ,არ მინდა მყუდროება დაგირღვიო,მაგრამ..
-გამოიცვალე,უნდა წავიდეთ,-მკაცრი ხმით გამაწყვეტინა.
-სად?-არ ვიცი ამ იდეით გახარებული უნდა ვყოფილიყავი,თუ დამწუხრებული.
-გავისეირნოთ უბრალოდ,-როგორც იქნა შემომხედა.გული შემიწუხდა,როცა მის თვალებს დავაკვირდი.მათში სიცოცხლის ნაპერწკალიც აღარ იყო,თითქოს საკუთარ თავს თითონ გამოუტანა განაჩენი.როგორ მიყვარდა ამ ლამაზი თაფლისფერი თვალების ყურება,ერთ დროს ხომ ისინი ბედნიერებით და სიხარულით გაჟღენთილნი იყვნენ.
ზეინის ნათქვამი სწრაფად ავასრულე,10 წუთში მოვწესრიგდი.მაქსიმალურად ვჩქარობდი,ვხედავდი როგორ უხასიათოდ იყო და აღარ მინდოდა მისი ზედმეტად გაღიზიანება.
მანქანაში ჩავჯექით.არ ვიცოდი სად მივდიოდით და არც ვეკითხებოდი.გამეხარდა გასეირნება რომ მოუნდა,იქნებ ეს პატარა წინსვლაც იყოს.
ცოტახანში უკვე იმ ადგილას ვიყავით,სადაც ჩემს დაბადების დღეზე მომიყვანა.გაშლილ მინდორს კიდევ ერთხელ ხარბად მოვავლე თვალი.ამ სილამაზის ყურებით უბრალოდ ვერ დაკმაყოფილდებოდი ვერასოდეს.მაგრამ ახლა ჩემთვის ერთადერთი სადარდებელი ზეინი იყო და მთლიანად მასზე ვიყავი გადართული.
ნელა მისეირნობდა,მივეწიე და ხელი ჩავკიდე.მაგრამ ხელი მომაშორა და ჯიბეში ჩაიდო.გული ჩამეფუშა,რაღაც ჩამწყდა თითქოს.თავს ვიმშვიდებდი,თითქოს უბრალოდ უხასიათოდაა.მაგრამ შენც იცი,რომ ასე არაა.საქმე უფრო სერიოზულად არის,ვიდრე მგონია.ბოლოს გაჩერდა,თითქოს უსასრულობას უყურებდა,ფიქრობდა.ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას.ვიცოდი,რომ გუშინ ღამე როცა დამელაპარაკა მარტოსულად გრძნობდა თავს და ამიტომ მოვიდა ჩემთან.ისიც ვიცოდი,რომ დღეს ყველაფერი შეიცვლებოდა.
-ახლა რასაც გეტყვი ვიცი რომ ძალიან ცუდად და არასწორად გაიგებ,რადგან ადრეც ზუსტად ასე მოხდა.მაგრამ ახლა სიტუაცია მოითხოვს ამას.მე მოვითხოვ ამას,-წინ იყურებოდა.
-ზეინ,მაგას არ გავაკეთებ და ეს შენც იცი,-მომთხოვნი ტონით მივმართე.
-გააკეთებ.რადგან სხვა გზა აღარაა,-ვატყობდი გაღიზიანებას მის ხმაში.
-შენ ვერ მაიძულებ..
-დამიჯერე,გაიძულებ!-მკლავებში მწვდა გაცოფებული-უნდა წახვიდე,გინდა თუ არ გინდა,-დამიკონკრეტა და მომცილდა.ზურგი მაქცია,შუბლი მოისრისა.ვერ ვიჯერებდი,რომ ასე უხეშად მექცეოდა.რატომ იცვლება,მე ძველი ზეინი მენატრება.
-არა,მარტოს არ დაგტოვებ!-დავუყვირე.გაცოფებული შემობრუნდა,მეგონა ისევ დაიწყებდა უხეშობას.
-ჯანდაბა,სქაილინ! შენი ოჯახი? მათ არ სჭირდები? მე არ შემიძლია ასე მიგისაკუთრო,როცა ვიცი,რომ საფრთხეში ხარ! ლუკასი შენს მოკვლას მოინდომებს,რადგან შენ საკმაოდ ბევრი იცი.ისინი ამიტომ მოკლა! ყველას,ვინც მისთვის საფრთხეს წარმოადგენს,კლავს.შენს სიკვდილს კი ვეღარ გადავიტან.
-და გგონია ასეთ გაურკვევლობაში მიგატოვებ? ღმერთო,ზეინ! ნუთუ არ მიცნობ?
-შენ გყავს ადამიანები ვინც გელოდებიან,ვისაც უყვარხარ.შენი საქმროც გაიხსენე.
-ხო მაგრამ მე ის აღარ მიყვარს,-კბილებში გამოვცერი.
-ბეჭედი კი ამდენი ხანია გიკეთია,-გვერდულად ჩაიღიმა.მის სახეზე ირონია შევნიშნე.
-ბეჭედშია საქმე?-საშინლად გავბრაზდი-კარგი მაშინ!-სწრაფად მოვიხსენი,ხელში მოვიქციე,მოვბრუნდი და შორს მოვისროლე.
-სულელო,ეს რატომ გააკეთე?-ზეინი ანთებული თვალებით მომჩერებოდა.
-საჭირო იყო,-მოკლედ მოვუჭერი და მზერა ავარიდე.არ მესმის,ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა.უფრო მეტად გაბრაზდა.მე კი კმაყოფილი ვიყავი.
-დაიმახსოვრე,ეს მაინც არაფერს ცვლის,-ცივად მიპასუხა.
-მე კი ამ თემის განხილვა აღარ მინდა,-მანქანისკენ წამოვედი.მეგონა გამომყვებოდა,მაგრამ არა,ამჯერადაც შევცდი.მანქანაში ჩავჯექი და ზეინს დავუწყე ლოდინი.არ მეგონა ასე მალე თუ გადავწყვეტდი წამოსვლას,მაგრამ ამ საუბრის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ ექნებოდა,უფრო მეტად უნდა გვეჩხუბა.საშინლად ვიყავი გაბრაზებული და იმედგაცრუებული.ვიცოდი,ეს ასე არ დამთავრდებოდა.
დაახლოებით ნახევარ საათში ზეინიც მოვიდა,უთქმელად ჩაჯდა მანქანაში და ძრავა აამუშავა.ფანჯარაში ვიყურებოდი და არ ვიცოდი ჩემი ბრაზი როგორ ჩამეხშო,მისი სიტყვების გახსენებაზე ვგრძნობდი როგორ ვმწარდებოდი.
როგორც კი სახლთან მივედით და მანქანა გააჩერა,მაშინვე გადმოვედი.კარების მიმართულებით წავედი აჩქარებული ნაბიჯებით,უკვე ზუსტად ვიცოდი რა მჭირდებოდა ახლა.გასაღებით კარები სწრაფად გავაღე და შიგნით შევედი.პირველივე რაც დავინახე მაღალი ვაზა იყო.არც დავფიქრებულვარ ისე ავიღე და კედელს შემოვანარცხე.წვრილ ნაწილებად დაიმსხვრა,მაგრამ შვება ვიგრძენი.ზეინს გავხედე,რომელიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა,ბოლოს კი ჩემსკენ გამოიქცა.მისაღებში რაც ეწყო ყველაფერი დავამსხვრიე,ნივთები იატაკზე მიმოვყარე და დავამტვრიე.ვიგრძენი მისი ძლიერი ხელები.
-გამიშვი!-მთელი ძალით დავიკივლე და გამოვექეცი.
სამზარეულოში ჭურჭელს მივვარდი,თითოეულ თეფშს ვლეწავდი და თითოეულ ჭიქას.მსიამოვნებდა ეს პროცესი,თითქოს მთელი ჩემი დარდი გავანთავისუფლე,ამოვისუნთქე.
-სქაილინ გეყოს!-გავიგე როგორ დამიყვირა,მაგრამ სანაცვლოდ მეორე სართულზე ჩვენს ოთახში შევვარდი.ტუმბოდან მთელი ნივთები ერთი ხელის მოსმით გადმოვყარე.
-ეს გინდოდა ზეინ ხომ? ჩემი ჭკუიდან შეშლა? ხოდა შენ გაიმარჯვე,გილოცავ!-აცრემლებული თვალებით ვყვიროდი ოთახში,სადაც მარტო მე ვიდექი.საწოლები მთლიანად ავურიე,შუშის ნივთები რაც იყო სულ დავამსხვრიე.ამასთან გიჟივით ვიქცეოდი,ვყვიროდი,ვკიოდი.
მგონი ისტერიკა დამეწყო.
ზეინი მომვარდა და ჩემი გაკავება დაიწყო,მაგრამ როგორღაც თავი დავიძვრინე მისგან და თვალებში შევხედე.
-ვერც კი ხვდები გულს რამდენად მტკენ მაგ შენი სიტყვებით.თუ აღარ გიყვარვარ პირდაპირ მითხარი!-საბოლოოდ მოვისროლე სანათური კედლის მიმართულებით.ის კი უბრალოდ მომიახლოვდა და ხელები მომხვია.
-არა,ნუ მეხები!-მაშინვე თავიდან მოვიშორე და უკან დავიხიე-არც კი მომეკარო,ზეინ!-ნამდვილ შეშლილს ვგავდი ჩემი ქცევების მიხედვით.კედელს მივეყუდე და ხმამაღლა ტირილი დავიწყე.დამუშტულ ხელებს ვურტყავდი უკან,შეუძლებელი იყო ემოციების შეკავება.
-სქაილინ,გთხოვ დაწყნარდი.გეყო უკვე,-მშვიდად მესაუბრებოდა,ჩემს გადმობირებას ცდილობდა.
-უხეშად მექცევი,ცივად და გულგრილად მელაპარაკები.იცი მეც დავიღალე,მაგრამ შენს მიტოვებას ვერ გადავიტან.არმინდა რომ მარტო დამტოვო,გესმის.მიყვარხარ,შენ კი ამას აბუჩად იგდებ და მარტივად მიშორებ თავიდან,-ყვირილისგან ხმა ჩამიწყდა.ისევ მოვიდა ჩემთან და მომეხვია,მთელი ძალით ვურტყავდი ხელებს.
-თავი დამანებე!-საბოლოოდ დავარტყი გულზე ხელი და დავნებდი.ძალა აღარ მეყო და ტირილით მუხლებზე დავვარდი-ვერც კი წარმოიდგენ როგორ შემაყვარე თავი,ახლა კი დაშორებას მოითხოვ? არა მე ამას ვერ შევძლებ,ვერანაირად,-ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა,გულამომჯდარი ვტიროდი.ისიც ჩემთან ერთად ჩაიმუხლა და დიდ ტორებში მომიქცია.
-სქაილინ,დაწყნარდი,გთხოვ,-ჩემს ყურთან ლაპარაკობდა.
-შენ მე დამპირდი სულ შენთან ვიქნებიო,გახსოვს? ამას როგორ უნდა შევეგუო,რანაირად?-გამოვიწიე რათა მისთვის შემეხედა.ჩემს სახეზე გაკვირვება გამოისახა,პირველად დავინახე მისი თვალები აცრემლებული.ის ტიროდა და ჩემთვის ეს დაუჯერებელი იყო.ჩემს თვალწინ გადმოუგორდა ცრემლი და ლოყაზე ჩაცურდა.მაგრამ სწრაფადვე მოიწმინდა და დაბლა დაიხედა.
-აღარც გიყვარვარ უკვე,ხომ,-დავიჩურჩულე და ცრემლების ახალი ნაკადი გადმომიგორდა თვალებიდან.
-მაგას ნუ ამბობ,გთხოვ,-მანაც ჩურჩულით მიპასუხა.
-აბა რა ვთქვა,რა ვიფიქრო ზეინ?-ხმა ჩამწყდარი მქონდა.ვგრძნობდი თვალები როგორ დამსიებოდა,თავის ტკივილიც ნელ-ნელა მიძლიერდებოდა.
-მე შენ მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად,-სახეზე მომკიდა ხელები და თვალებში ჩამხედა.თავს ვაქნევდი ტირილით,უკვე მეშინოდა მისთვის დაჯერების.
-ჩემი არ გჯერა?-გაკვირვებული მიყურებდა.
აცრემლებული თვალებით ვუყურებდი,საშინლად გულნატკენი ვიყავი.
-მორჩა,დამთავრდა.აღარ იტირო,გთხოვ,-მიმიხუტა და თავზე მაკოცა.ძლიერი დაღლილობა ვიგრძენი,უემოციოდ ვიჯექი,ძალა აღარ მქონდა.
-დავიღალე,უკვე მართლა დავიღალე ამ ყველაფრით,-ძლივს ამოვიბურტყუნე.თავი ზეინის მხარზე დამივარდა,თვალები მეხუჭებოდა.თავზე ხელს მისმევდა,მეფერებოდა,მაგრამ მისი ქცევების და საუბრის დავიწყება საკმაოდ ძნელი იქნება.
-ყველაფერი დამთავრდა,-თავზე კიდევ ერთხელ მაკოცა და სახიდან თმები გადამიწია.ღრმად ამოვისუნთქე,თვალები დამეხუჭა.რაღაცას ბურტყუნებდა,მგონი მაწყნარებდა,მაგრამ მე უკვე აღარ მესმოდა.იქვე,იატაკზე გადაწვა და მეც მიმაწვინა.
-შენ ჩემი ყველაფერი ხარ და დამიჯერე,ეს რეალობა მეც ისე მტკივა,როგორც შენ.ახლა ზუსტად ვიცი რაც უნდა გავაკეთო,-ჩემი ხელი აიღო და მისსაში მოიქცია.
-არ მინდა,რომ გაგიშვა.მინდა,რომ ასე დავრჩეთ სამუდამოდ.მარტო მე და შენ,-ნახევრად მძინარემ ამოვილუღლუღე.
-დაიმახსოვრე,მე ჩემს პირობას არასოდეს დავარღვევ.ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,-ზურგზე შემოხვეული ხელით უფრო ახლოს მიმიხუტა.
-მოიცა,ანუ წასვლას აღარ მთხოვ?-გაკვირვებული წამოვჯექი.
-არა.ხომ გითხარი უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთო-თქო,-ისიც წამოიწია,გამიღიმა.ჯერაც გაკვირვებული ვიყავი,მისი სიტყვები მაშინებდა.თავდახრილი ვიჯექი,მინდოდა მეკითხა რას გულისხმობდა,მაგრამ მზად არ ვიყავი პასუხის მისაღებად.
ხელი ნიკაპზე მომკიდა,ჩემი მზერა მისსას შეხვდა.რაღაც აშკარად შეიცვალა და გული კარგს არ მიგრძნობდა.ჩვენი ტუჩები ნელა შეაერთა,გული გამალებით მიძგერდა.
-ზეინ,მეშინია,-კოცნა მალევე გავწყვიტე.ვერ ვხვდებოდი რა ჰქონდა ჩაფიქრებული,წარბებშეკრული მომჩერებოდა.
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება,-შუბლზე მაკოცა და მიმიხუტა.ორივე ხელი წელზე მოვხვიე.ისე ვეკვროდი,თითქოს მას დიდი ხანი ვეღარ ვნახავ.