29

247 22 1
                                    

-უნდა წახვიდე,-თავი დახარა.
და ეს სწორედ ის იყო რასაც ველოდი.გული შემეკუმშა,ათას ნაწილად დამამსხვრიეს.
-რ-რა?-ვცდილობდი დამეჯერებინა,რომ ეს უბრალოდ მომესმა.
-უნდა წახვიდე,-უფრო მტკიცედ გაიმეორა.
-არა,მაგას ნუ მთხოვ,-ნაბიჯით უკან დავიხიე.
-ეს თხოვნა არაა,ეს ბრძანებაა,-როგორც იქნა შემომხედა-შენი აქ ყოფნა არ შეიძლება.
-ჩემი ადგილი შენს გვერდითაა,-მშვიდად ვუთხარი.
-მაგრამ ზუსტად ჩემს გვერდზე შენ საფრთხეში ხარ,-სწრაფად შემისწორა.
მოკლე პაუზა.
-მაინც არ წავალ,-მტკიცედ განვაცხადე ცოტახანში.
-შენს ოჯახს სჭირდები,გაიხსენე.
-ვიცი,მაგრამ მე შენც დაგპირდი,რომ დაგეხმარებოდი ლუკასის დაჭერაში და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდებოდით ლონდონში,ერთად.
ზეინმა ხელები კეფაზე შემოიწყო და წინ და უკან სიარული დაიწყო.დივანზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე დავდე.
-სქაილინ მისმინე,-მისი ხელების შეხება ვიგრძენი თმებზე-ოღონდ ჯერ შემომხედე.
ნელა გავსწორდი და მის მზერას შევხვდი.რამდენიმე წამი ჩუმად იყო,სიტყვებს ეძებდა ალბათ სათქმელად.
-მინდა,რომ სწორად გამიგო,უბრალოდ ახლა ასე აჯობებს.ლუკასი მაინც არ დანებდება,მე კი არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო.ყოველი დღე როცა ერთად ვართ უფრო დიდი რისკია,ვიდრე უწინ.ამასთან შენი ოჯახი ნერვიულობს,ამდენი ხნის მერე უკვე მათ მკვდარი ჰგონიხარ.მე კი ვერ დავუშვებ ჩემს გამო შენც ასე იტანჯებოდე.როცა ეს ყველაფერი დამთავრდება და ლუკასი თავისას მიიღებს გპირდები,რომ მოვალ შენს წამოსაყვანად.
ხელები მოხლებზე დამაწყო და გაჩუმდა იმის მოლოდინში თუ რას ვუპასუხებდი.ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და ცივ გონებაზე მეაზროვნა,მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
-არასოდეს მეგონა ასე თუ მოვიქცეოდი ოდესმე,მაგრამ ახლა შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი.საერთოდ არ მანაღვლებს ლუკასი და თუნდაც საფრთხეში ვიყო,მაინც აქ დავრჩები!-დღეს უკვე მეორედ,ცრემლები ჩამიდგა თვალებში.
-მე მანაღვლებს სამაგიეროდ და ამიტომ უნდა წახვიდე!-მანაც ჩემსავით აუწია ტონს.ცრემლები მოულოდნელად გადმოგორდნენ ლოყებზე,გაოცებული და ამავდროულად საშინლად გაბრაზებული ვუყურებდი.თავიდან მოვიშორე ის და ფეხზე წამოვდექი,სწრაფი ნაბიჯით კიბეებისკენ წავედი.
-სქაილინ!-დამიყვირა,მაგრამ ყური არ ვუგდე.კიდევ ერთხელ დაიყვირა ჩემი სახელი,ოღონდ უფრო ხმამაღლა.კიბეებთან მომეწია და მკლავში ჩამჭიდა ხელი.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი და არ იგებ იმას,რაც საჭიროა?!-გაცოფებული თავზე დამყვიროდა და ხელი უფრო მომიჭირა.საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა,წამში გამახსენდა ის ყველაფერი რაც თავიდან ხდებოდა ჩვენს შორის.
-ზეინ,მტკივა,-სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.ჩემი სახის დანახვისთანავე მომცილდა,სახეზე დაეტყო,რომ მიხვდა რაც გააკეთა.მას ვეღარ ვუყურებდი,გვერდზე გავიხედე და ნატკენზე ხელი მოვისვი.ახლა თავის თავზე გაბრაზებულმა კედელს მუშტი მიარტყა და ჩუმად შეიკურთხა.არ მეშინოდა მისი,მაგრამ არც იმის სურვილი მქონდა უკვე,რომ მის გვერდზე ვმდგარიყავი.
-კარგი,თუ ასე ძალიან გინდა,წავალ,-ცოტახანში ვუთხარი,მაგრამ მისთვის არც შემიხედავს.მარჯვენა ხელით კედელს იყო მიყრდნობილი და შუბლი ჰქონდა მიდებული.ორივე ჩუმად ვიდექით,სანამ მე გადაწყვეტილებას ვიღებდი.
-ძალიან კარგად იცი,რომ მე ეს არ მინდა,-ხმადაბლა დაილაპარაკა,პოზიცია არც შეუცვლია.
-მაგრამ ასე ჩანს,-გავბედე და გავხედე.გამეხარდა,რომ ისევ ის თბილი,მშვიდი და თაფლისფერი თვალები დავინახე,მაგრამ მაინც საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი.
-შენი ასე თავიდან მოშორება რომ მინდოდეს,ეს აქამდეც მოხდებოდა,-ხაზგასმით მიპასუხა.
არ მოვუსმინე და გვერდზე ჩავუარე,რათა კიბეებზე ავსულიყავი.მან კი კიდევ ერთხელ დამიჭირა და მისკენ შემაბრუნა ისეთი სახით,თითქოს პატარა ბავშვივით ვიქცეოდი.ოღონდ ამჯერად აღარ უხეშობდა,მადლობა ღმერთს.სწრაფად მომიქცია მის მარწუხებში და მაკოცა.თავიდან რეაქცია არ მქონდა და მიხვდა,რომ ნაწყენი ვიყავი მასზე.ხელში ამიყვანა და ფეხები მის წელზე შემომახვევინა,კედელს მიმაყუდა და კოცნა გააგრძელა.ხელები თმებში შევუცურე,მაგრამ კოცნა მალევე გავწყვიტე.არ ვიცი რატომ,ან რა მჭირდა.ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ნამდვილად ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა და პირდაპირ ამას არ მეუბნებოდა.
-მაპატიე,-დაიჩურჩულა.
-არ გინდა,-გავაჩერე,ცივად გამომივიდა,ვიცი.
მის სახეზე გაკვირვება შევნიშნე,ნელა ჩამომსვა ძირს.სანამ რამეს იტყოდა მე დავასწარი.
-დღესვე წავალ,-ძირს დავიხედე-და ვიტყვი,რომ მანჩესტერიდან გამოვიქეცი.
გამოვეცალე.კიბეებზე ავედი,ისიც გამომყვა.ნაბიჯს ავუჩქარე სპეციალურად,მარტო მინდოდა ცოტახანი ყოფნა,რომ ყველაფერი გამეაზრებინა.
-მოიცადე,-კიდევ უნდოდა საუბრის გაგრძელება,ჩემგან განსხვავებით.
-მარტო დამტოვე!-ჩემს ძველ ოთახში შევედი და კარები ცხვირ-წინ მივუხურე,შემდეგ კი ჩავკეტე.თავი ვერ შევიკავე და იქვე ჩავიკეცე,ზეინი კიდევ დიდხანს აბრახუნებდა და მთხოვდა,რომ შიგნით შემომეშვა.მაგრამ მე მაინც უარზე ვიყავი.ბოლოს დანებდა,წავიდა.
საწოლზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი,არ ვიცი რამდენი ხანი,მაგრამ ალბათ რამდენიმე საათი მაინც.ვფიქრობდი იმაზე თუ ხვალინდელი დღე როგორი იქნებოდა მის გარეშე,ყოველი წუთი როგორი იქნებოდა მისგან მოშორებით.ან როდემდე უნდა დავლოდებოდი და როგორ გამეძლო ასე.საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი,საშინლად.არ ვიცი,მის გრძნობებში მეპარებოდა ალბათ ეჭვი,მე კი დავუჯერე,სულელმა.
მივხვდი,რომ მთელი საათები ვცდილობ,რომ არ ვიტირო.სააბაზანოში შევედი და სარკის წინ დავდექი.ზეინის ნაჩუქარი კულონი ხელში დავიჭირე და შემდეგ მაისურის ქვეშ დავმალე.ერთადერთი გზა,რაც დამეხმარება სწორედ ესაა.ცრემლებს თავისუფლება მივეცი და გულის ამოვარდნამდე დავიწყე ტირილი.არ ვიცი რა მეშველება,მაგრამ ალბათ რამდენიმე დღე საკუთარ თავში ჩავიკეტები,შეიძლება კვირებიც დამჭირდეს.
უკვე 6 საათი სრულდებოდა,როცა ქვევიდან მანქანის ხმა გავიგე.ჯერემი იდგა და ხელს მიქნევდა,ჩამოდიო.გახარებული არც ის ჩანდა,თავი დავუქნიე და კარებთან მივედი.როგორც ჩანს,ჩემს წაყვანას ის აპირებს.ოთახს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი,თუმცა მე აქ არაფერი დამრჩენია,ზეინის და მოგონებების გარდა.არ მჭირდება არ
კიბეებზე ჩავედი,მთავარი კარები ღია იყო,ზეინი კი არსად ჩანდა.გული დამწყდა,არც კი მემშვიდობება.
ნელა გავედი გარეთ იმ იმედით რომ ბოლოს მაინც გამოვიდოდა და ჩამეხუტებოდა,მაგრამ კვლავ შევცდი.სახლისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გავჩერდი,ძირს დავიხედე.მიჭირდა ასე უბრალოდ აქედან წასვლა.ჯერემიმ ჩაახველა,მას ავხედე,ის კი ჩემს გასწვრივ მანიშნებდა თვალებით.
-მანქანაში დაგელოდები,-მომაძახა და შიგნით ჩაჯდა.
ცოტა არ იყოს გაოცებული შევტრიალდი ზეინისკენ,რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.პირისპირ ვიდექით უკვე,მაგრამ მაინც უხერხული სიჩუმე იყო.ასეთ დროს ფეხსაცმელებიც კი ძალიან საინტერესო ხდება,ველოდებოდი ხმას როდის ამოიღებდა.
მოულოდნელად ხელები მომხვია და მის სხეულს მიმაჯახა,ისე მიხუტებდა თითქოს რამდენიმე წელი არ ვყავდი ნანახი.ისე სწრაფად მოხდა ეს,რომ ძლივს გავიაზრე რა უნდა გამეკეთებინა.კიდევ ერთხელ შევისუნთქე მისი სურნელი ხარბად,ვიცოდი ყველაზე მეტად მომენატრებოდა.ხელები,რომლითაც მაისურის ბოლოს უაზროდ ვაწვალებდი ზურგზე შემოვხვიე და გავინაბე.
დრო მიდიოდა,ჩვენ კი ჯერემის ვალოდინებდით უკვე.ნელა მოვცილდით ერთმანეთს,ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ვბედავდი თვალებში შემეხედა მისთვის,სანამ თითონ არ მომკიდა ნიკაპზე ხელი და არ ამაწევინა თავი.დაიხარა და ნაზად მაკოცა.
-მიყვარხარ,-ჩუმად მოსწყდა მის ტუჩებს.რამდენიმე წამში გავიაზრე მისი ნათქვამი და მერეღა მივხვდი,რომ პირველად გამომიტყდა სიყვარულში.დავიბენი,ენა ჩამივარდა მუცელში.მას კი იმედი ჰქონდა,რომ მეც ვუპასუხებდი რამეს,თუმცა ამაოდ.გაოცებული ვუყურებდი და ჯანდაბა,ეს იმდენად მოულოდნელი იყო,რომ ვერაფერი მოვუხერხე საკუთარ თავს.
როცა ჩემგან დუმილი მიიღო,გამიშვა.ეტკინა და იმედი გაუცრუვდა.ის პატარა ნაპერწკლებიც ჩაუქრა,რომლებიც თამაშობდნენ ჩემი პასუხის მოლოდინში.
-წადი,-გულგრილად მითხრა და უკვე ვიცოდი,რომ ეს დასასრულია.როცა ადგილიდან არ დავიძარი კიდევ ერთხელ გამიმეორა.
-წადი,-მზერა ძირს გადაიტანა,ხელი დაემუშტა.უკან დავიხიე და დავრწმუნდი,რომ ახლა რომც რამე მეთქვა,აღარ მომისმენდა.მანქანას მივუახლოვდი და კიდევ ერთხელ გავხედე,თავდახრილი იდგა,თითქოს საკუთარ თავთან ბრძოლა ჰქონდაო.ნაცნობია ეს სიტუაცია ჩემთვის.
საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი,შიგნით ჩავჯექი და ჯერემი გადავკოცნე.როგორც იქნა დავიძარით,ყველაზე მეტად ეს პროცესი მეზიზღებოდა,გამომშვიდობება.
კიდევ ერთხელ გავიხედე უკან,ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ჩვენსკენ იყურებოდა.საკუთარი თავი ვაიძულე რომ არ მეტირა.უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ვემშვიდობებოდი აქაურობას.
ალბათ 1 საათი გავიდა რაც გზაში ვართ,ხმას არცერთი ვიღებთ.ჯერემი მიხვდა,რომ საშინლად ვგრძნობდი თავს და ვამჯობინებდი ჩუმად ყოფნას.ამიტომ ზედმეტ კითხვებს არ სვამდა,მხოლოდ ორჯერ მკითხა კარგად თუ ვგრძნობდი თავს და რაიმე ხომ არ მჭირდებოდა.
გონებიდან არ ამომდიოდა ის ერთი სიტყვა,ის ხმა,ის მომენტი როცა მითხრა,რომ ვუყვარვარ.მე კი სულელმა არ ვუთხარი,რომ სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა.სინდისმა შემაწუხა,ვნანობდი ასე რომ მოვიქეცი,არადა ეს განზრახ არ მომხდარა.ახლა რაღა უნდა გამეკეთებინა?! მაგრამ..არა,გამოსავალი ხომ ყოველთვის არსებობს.ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ შევცვლი და განვახორციელებ,რადაც არ უნდა დამიჯდეს.ვიცი ჩემი ძმა და საერთოდ ჩემი ოჯახი ამას არ იმსახურებს,არ უნდა ვანერვიულო ასე,მაგრამ ჯერ აქ უნდა მოგვარდეს ყველაფერი.დილანი კი..აჰ,უკვე ზუსტად ვიცი,რომ დილანი აღარ მიყვარს და ასე მგონია,რომ არც არასოდეს მყვარებია.ის უბრალოდ ნამდვილი სიყვარული არ იყო.მასთანაც მოვაგვარებ ბოლოს ყველაფერს და იმედი მაქვს,გამიგებს.
-ჯერემი,-მისკენ მივბრუნდი,-გთხოვ უკან დავბრუნდეთ,-ჩემს ხმას ვერ ვცნობდი.
-რა?-გაკვირვებულმა გამომხედა,მაგრამ მეორე წამს უკვე გზას უყურებდა.
-არ შემიძლია ასე წასვლა,გთხოვ,გავბრუნდეთ,-კიდევ ერთხელ შევევედრე.
-ზეინი ორივეს მოგვკლავს,-მერყეობდა.
-ჯერემი,ძალიან გთხოვ.მისთვის სათქმელი მაქვს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
მანქანა გააჩერა და შემდეგ საპირისპირო მხარეს მოატრიალა.ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,ჯერემის გიჟივით ჩავეხუტე და ამის გამო ლამის ხესაც დავეჯახეთ.ზეინს ჩემს სათქმელს ვეტყოდი,შემდეგ კი მართლა არ ვიცი რა მოხდებოდა.მაგრამ თუ ხელახლა მომიწევს მასთან გამომშვიდობება,არც გამიკვირდება.
ჯერემის სულ ვთხოვდი,რომ რაც შეიძლება ჩქარა ეტარებინა მანქანა და ალბათ 40 წუთში დავბრუნდით უკან.მან დააპიპინა სანამ მანქანიდან გადმოვედი და ნელა მივუახლოვდი სახლს.ზეინმა კარები გააღო გაკვირვებული სახით და ჩემი სიარული სირბილში გადაიზარდა.რამდენიმე წამში ძალიან მაგრად ჩავეხუტე და ვიგრძენი მანაც როგორ შემომხვია ხელები წელზე.
-მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად,-მის ტუჩებთან დავიჩურჩულე და აღარ დავაყოვნე,ვაკოცე.პატარა ბავშვივით ვეჭიდებოდი,ახლა ნამდვილად არ მოვცილდებოდი.ჩაეღიმა,რაც იმის ნიშანი იყო,რომ ყველაფერმა საშინელებამ ჩაიარა.
მიმიხუტა და თავზე მაკოცა,თვალები დავხუჭე.ემოციურად ძალიან გადაღლილი ვიყავი ამ დღის გამო.
-ზეინ,მაპატიე მაგრამ ნამდვილი ტრაკი ხარ,-ჯერემიმ ჩაიცინა და მანქანის კარების მიხურვის ხმა გავიგე.
ზეინმა ჩაიცინა,ხელი დაუქნია და გამოემშვიდობა.შემდეგ კი სახლში შემომიყვანა,ჯერ კიდევ მიხუტებული ვყავდი.

AwakingWhere stories live. Discover now