კიდევ ერთი გამოღვიძება,კიდევ ერთი ახალი დღე.მზერა თოვლივით თეთრ ჭერს მივაპყრე და ნელ-ნელა გამოვფხიზლდი.ცოტათი გახარებული ვიყავი,უკვე ეს რამდენიმე დღეა ზეინი მდგომარეობიდან გამოდის და მეც ყველანაირად ვცდილობ დავეხმარო.აღარ ჩხუბობს და უმეტესად მელაპარაკება,იღიმის,მაგრამ საბოლოოდ დარწმუნებული არ ვარ ამ ყველაფერში.
თვალი ნელა გავაპარე ზეინისკენ.საწოლზე წამომჯდარი იყო და ჩაფიქრებული ძირს იყურებოდა.მეც დავჯექი,მისკენ მივიწიე.
-დილამშვიდობის,-ღიმილით ვუთხარი.
მკრთალად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-რა გჭირს?-რატომღაც არ მომწონდა მისი ხასიათი.
-არაფერი,-ისევ თავის პოზიციას დაუბრუნდა.
-ზეინ,-ჩავაცივდი.
-არაფერი,უბრალოდ ცოტა უხასიათოდ ვარ,-შეეცადა თავისუფლად ეთქვა,უდარდელად,მაგრამ არ გამოუვიდა.
-ჰეი,-ლოყაზე ვაკოცე-მე უბრალოდ დახმარება მინდოდა.
-ვიცი.მნიშვნელოვანი არაფერია,-სწრაფად წამოდგა,ჯინსი ჩაიცვა,პერანგიც მოიცვა და ოთახიდან გავიდა.
გაკვირვებული დავრჩი,ვერ გავიგე რა სჭირდა.თითქოს არაფერი,მაგრამ მაინც ვატყობდი,რაღაც ვერ იყო კარგად.
ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოში შევედი,თავი მოვიწესრიგე.უკან გამოსვლისას თაროზე დადებული წიგნის ქვეშ რაღაც ფურცელი შევნიშნე.ნელა გამოვაცურე და დავათვალიერე.წერილი იყო.
ლუკასის გამოგზავნილი წერილი ზეინისთვის.
ბევრი არაფერი ეწერა,მხოლოდ მთავარი სათქმელი იყო.
"ჰარისონი მკვდარია,ვწუხვარ,რომ თქვენი გეგმა ვერ შესრულდა.მოემზადეთ კულმინაციისთვის."
წერილი ნამდვილად ახალი იყო,რადგანაც აქამდე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ და ზეინსაც ზუსტად ამიტომ ჰქონდა ხასიათი შეცვლილი.ჯანდაბა,ჰარისონიც კი უკვე მკვდარია და რა თქმა უნდა ყველაფერი წყალშია ჩაყრილი.ყველაზე მეტად ბოლო წინადადება მაშინებდა "მოემზადეთ კულმინაციისთვის".ნუთუ ახლა ჩვენი ჯერია?!