19

266 20 0
                                    

-საქმე არ მქონდა და ოთახებში დავდიოდი,-თამამად ვუპასუხე.
-იმედი მაქვს ეს მართლა უსაქმრობამ გამოიწვია,-ცალყბად ჩაიღიმა და ჩემს უკან მაგიდას გახედა.
-სხვა მიზეზი რა უნდა მქონოდა,-ჩავიბურტყუნე და კარებისკენ წავედი,მაგრამ არ გამიშვა.
-გამირბიხარ?-წარბი ამიწია.
-მეძინება,-მზერა ავარიდე და კვლავ გავიბრძოლე,უშედეგოდ.
-იტყუები,-კედელს მიმაყუდა და ახლოს მოიწია.
-გამიშვი!-ხმას ავუწიე.
-მოითხოვ კიდეც?-ირონიულად ჩაიცინა.
-დიახაც,-მოკლედ მოვუჭერი.
-სამწუხაროდ შენ მხოლოდ ჩემს ნათქვამს შეასრულებ,-თავი მოჩვენებითი სინანულით გააქნია.
-გგონია?-მსუბუქად გავიცინე.
-ვიცი,-თავდაჯერებულმა მიპასუხა.
-მომისმინე,მე კლერი არ ვარ,ასე რომ..,-მშვიდად ვუთხარი,მაგრამ მან ეს სხვანაირად მიიღო.
ხელი გამიშვა,სახე შეეცვალა,გაბრაზდა.
-როგორ ბედავ კლერის ხსენებას!-წარბები შეკრა და კბილებში გამოსცრა.
-მე უბრალოდ გითხარი და..
-არ მაინტერესებს რა თქვი!-ისევ გამაწყვეტინა-გიკრძალავ მის ხსენებას!-ყვირილი დაიწყო.ამის ატანას ნამდვილად არ ვაპირებდი,კარები გამოვაღე და ჩემს ოთახში შევვარდი,საკეტით გადავკეტე. „ჯერ სად ხარ"-შემახსენა ჩემმა ქვეცნობიერმა.სრულიად ვეთანხმები,ვაღიარებ,რომ შარში გავყავი თავი.
*3 დღის შემდეგ*
უკვე შუადღეა,ვისაუზმე თუ არა კვლავ ოთახში დავბრუნდი და ჩავიკეტე.ლუკასი სახლშია ბიჭებთან ერთად და ჯერ-ჯერობით არაფერს მეუბნება,ქვევით ჩამოდიო ან ამდაგვარი რამე.ეს დღეები მას როგორღაც ხელიდან ვუსხლტებოდი,მაგრამ მაინც მიწევდა მათი ატანა.ყველაზე გასაკვირი ის იყო,რომ ჩემზე ჯერ-ჯერობით ძალა არ უხმარია.კლერის ხსენების შემდეგ მაგ დონეზე არ გამიმწარებია,რადგან ძალიან ცოტას ველაპარაკებოდი ისედაც.თავს ძალას ვატანდი და არაფერზე ვფიქრობდი,რადგან შედეგად შეიძლება გავქცეულიყავი,შემდეგ კი ზეინს დაემუქრებოდა საფრთხე.ყველაზე მეტად კი ერთმა ფაქტმა მიიქცია ჩემი ყურადღება-განსაკუთრებულად ვგრძნობ,რომ ის ბიჭი,რომელიც ადრე დამეხმარა თვალყურს მადევნებდა.ეს არ იყო ლუკასის დავალება,უბრალოდ თითონ მომყვებოდა ხოლმე ყველგან და ამას არ იმჩნევდა.ამიტომ გადავწყვიტე ამის საბაბი გამეგო.ლუკასი როგორც კი წავიდა,ყველა დაიშალა.ზოგი წავიდა,ერთი კი ჩემს გვერდზე ოთახში შევიდა.მგონი ეგ ნოა იყო.
პირველ სართულზე ჩავედი და ჩუმად მოვავლე ოთახს თვალი.შემდეგ სამზარეულოში აღმოვაჩინე ჩემი სამიზნე და მასთან მივედი.
-ნოა გეძახის,საქმე მაქვსო,-ჭიქა ავიღე და ონკანს შევუშვირე,ვითომ არც მაინტერესებდა მათი საუბარი.უთქმელად გაბრუნდა.
-ბილიარდის ოთახშია,-მალევე დავაყოლე.როგორც კი გავიგე,რომ კიბეებზე ავიდა ჩუმად უკან გავყევი.მარჯვნივ შეუხვია თუ არა მეც გავიარე დერეფანი და შემდეგ მას შევყევი.კარები საკეტით გადავკეტე.რა თქმა უნდა გაკვირვებული მიყურებდა,ვერ გაეგო რაში იყო საქმე.
-ამიხსენი მთელი დღეები რატომ დამყვები უკან,-ხელები გადავაჯვარედინე და დაჟინებით დავუწყე ცქერა.
-უკან არ დაგყვები,-მაშინვე თავი გაიმართლა.
-შენ იცი რასაც ვგულისხმობ.ან თუნდაც მაშინ,რატომ დამეხმარე გაპარვაში და არ ჩამიშვი დანარჩენებთან?-კითხვა კითხვას მიჰყვებოდა.
-სქაილინ..
-ჯერ მითხარი რა გქვია.
-ჰარისონი..და..
-სასიამოვნოა,-გავაწყვეტინე მალევე-ახლა კი გელოდები,-დარწმუნებული ვიყავი უკვე რომ რაღაცას მალავდა.
-ვერ გეტყვი,-თავი დახარა.
-აჰა,ანუ რაღაცას მალავ?-მომთხოვნი ტონით მივმართავდი.
-ამჯერად ვერ გეტყვი ვერაფერს,-შემომხედა.
-აბა როდის? მე კითხვებზე პასუხები მჭირდება! როდემდე უნდა მითვალთვალო?! თუ ამასაც შევეგუო?
-მალე გაიგებ.
-ზეინს ეხება რამე?-ჩუმად ვკითხე.
გვერძე გაიხედა.პასუხს თავს არიდებდა.
-გთხოვ,მიპასუხე,-უკვე ვეხვეწებოდი.
მაინც და მაინც ახლა მოვიდა ლუკასი.
-სქაილინ კარები გააღე!-როგორც ჩანს გაბრაზებული იყო.
მაშინვე მაგიდას მივვარდი და ბურთების შეკრება დავიწყე,ჰარისონს კი ვანიშნე კარები გააღე-თქო.შემდეგ ჯოხიც ავიღე   და ისეთი სახე მივიღე,თითქოს უმიზეზოდ ყვიროდა.
-აქ რას აკეთებთ?-დაეჭვებით ხან ერთს გვიყურებდა,ხან მეორეს.
-ბილიარდის თამაში მინდოდა და ჰარისონს ვთხოვე პარტნიორობა გაეწია ჩემთვის,-გავუღიმე,ყალბი ღიმილით.
-კარგი,-რამდენიმე წამში  მანაც გაიღიმა-მე და შენ ვითამაშოთ მაშინ,-მეორე ჯოხი აიღო და ბურთებს გასწორება დაიწყო.გასვლისას ჰარისონს შეუმჩნევლად გავხედე,მან კი მზერა მალევე ამარიდა და კარები გაიხურა.
-ცნობისთვის,ხვალ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საღამო იმართება და შენც ჩემთან ერთად იქნები.კაბას მოგიტანენ დილით,კლასიკურად უნდა გამოიყურებოდეს ყველა და იმედი მაქვს მოგეწონება,-მიღიმოდა,ცდილობდა მშვიდად ესაუბრა ჩემთან.
სახეზე გაკვირვება ალბათ მაშინვე დამეტყო,ეს აზრი არ მომწონდა.თავი დავუქნიე და გვერდზე გავხედე.
*თხრობას აგრძელებს ზეინი*
-და შენ ამბობ,რომ მისი წასვლა არ განაღვლებს?-ტუჩების კუთხეში ჩაეღიმა ჯერემის.ბიჭები ჩემს ირგვლივ იჯდნენ და უკვე დაკითხვას მიწყობდნენ.
-შენ კიდე სხვა თემა ვერ ნახე სალაპარაკოდ?-შევუღრინე.
-დაგახრჩობს საკუთარი სიამაყე,-ახლა რაიანმა გააგრძელა.
-აღარ მორჩებით ამ სისულელეზე საუბარს?-ის მახსენდებოდა და ბრაზი კიდევ უფრო მახრჩობდა,რომ ასე თავისუფლად გავუშვი.ჯანდაბა.
-ის ხომ ახლა აქ არაა.ჩვენთან მაინც აღიარე,რომ შეგიყვარდა ეგ გოგო!-ჯერემი მაინც არ მეშვებოდა.
-მაინც და მაინც უნდა სიფათი აგახიო,რომ მოკეტო?-წარბები შევკარი,უკვე აღარ მეხუმრებოდა.
-კარგი,როგორც გინდა.დაიტანჯე და იყავი ეგრე,-ადგა და ტუალეტისკენ წავიდა.
-რაც არ უნდა მოიტყუო,გეტყობა მაინც ნერვიულობა და სინანული,-საუბარში სემიც ჩაერთო.
უკვე პასუხის გაცემაც არ მინდოდა.
-ხო ვნანობ.ამის დედაც,ვნანობ რომ ასე გავუშვი მარტო,თანაც ღამე,-ფეხზე წამოვდექი.მინდოდა ბრაზი გამომეშვა,ყველაფრის დალეწვა მინდოდა,მაგრამ თავს ვიკავებდი როგორღაც.
-მეღირსაა?-ტუალეტიდან ჯერემი ყვიროდა.გამეღიმა მის სულელურ საქციელზე.
-აღიარა?-გაკვირვებული გამოვარდა.
-ის რომ ვნერვიულობ მასზე არ ნიშნავს იმას,რომ მიყვარს,-დავუკონკრეტე.
-კი,როგორ არა,-უკნიდან ჩაიცინეს ოლიმ და ეთანმა.
-ის სიტყვები რაც მან მითხრა..ახლაც კი არ ამომდის თავიდან.მაგრამ,რომ შემეძლოს მისი დაბრუნება ამასაც ვაპატიებდი.უბრალოდ მან თითონ მითხრა,რომ ჩემთან ყოფნა არ უნდოდა.მე კი ვეღარ დავაძალე დარჩენა,-ძლივს აღმომხდა.
-გასაკვირია ასე მალე გადაწყვეტილება როგორ შეიცვალა,არადა არ ჩანდა ასეთი გოგო,-ეთანის ხმა მომესმა.
-ის შენთვის ერთი ჩვეულებრივი მძევალი არ იყო? და მასზე იმდენად დამოკიდებული გახდი,რომ დარჩენაც ვერ აიძულე?-ჯერემი და ოლი სპეციალურად ცდილობდნენ ჩემი ნერვების მოშლას.
-ხო,ვერ ვაიძულე!-როგორც იქნა გავეცი მათ ის პასუხი რაც უნდოდათ,მაგრამ ეს მაინც არ იყო სრულყოფილი მათთვის.
-შენ მას იმ მწარე სიტყვებსაც კი პატიობ,პირში გითხრა რომ შენი ცხოვრება საშინელებაა მისთვის და მისი დაბრუნება გინდა მაინც?-ჯერემიმ ეშმაკურად გაიცინა.
-ჯერემი,დავიღალე შენი მინიშნებებით.პირდაპირ მითხარი სათქმელი.
-რაღა უნდა გითხრა,გიყვარს და ვერ ხვდები ამას!-ტონს აუწია.
-რომც მიყვარდეს რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს? ის წავიდა და მე ვერ მოვაბრუნებ უკან!-მეც დამჭირდა ხმის აწევა.
ანუ გიყვარს?-ოლიმ მომხედა მაშინვე.
-კარგი,გეყოთ ამ გოგოზე საუბარი.ვერ ხედავ უფრო ამწარებ,-ორივეს მიმართა რაიანმა.
-სხვათა შორის,ხვალ ლუკასი საღამოს აწყობს,აი ადრე როგორიც ჰქონდა ეგეთი რა,-სემმა თემის შესაცვლელად საუბარი წამოიწყო.
-ერთი მაგის დედაც,-ზიზღით შევიკურთხე და დივანზე დავჯექი ისევ.
-ჩვენც კი მიგვიპატიჟეს და მე ამას არ გამოვტოვებ,-წარბები აათამაშა.
-მე მაინც არ წამოვალ,მაგას რომ ვხედავ თავს ძლივს ვიკავებ,რომ არ მოვკლა,-ახლაც ბრაზი მომაწვა ხელახლა.
-მათ მაინც არ ვნახავთ,ცოტახანი მივიდეთ,ცუდი აზრია ბიჭებო?-ახლა სხვებს მიმართა.
-მხოლოდ 1 საათით მივიდეთ,ზეინ.თვალი შევავლოთ ვითარებას,რა იცი რა ხდება,-ეთანიც აჰყვა სემს.
-არ ვიცი,-უკვე ვყოყმანობდი.
-ანუ მივდივართ,გადაწყვეტილია,-რაიანმა საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება.კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას,მაგრამ ვინ დამაცადა.
-შენც იმ კრეტინებზე გადაიტან ყურადღებას და სქაილინს დაივიწყებ.
-ხო,ალბათ,-მაგრამ მეეჭვება სქაილინზე ფიქრები თავიდან ამოვიგდო.

AwakingWhere stories live. Discover now