2

517 31 1
                                    

-დღეს რა გეგმები გაქვს?-ჰამბურგერს ღეჭავდა და კითხვა ძლივს გავიგე.
-დილანი გამომივლის და გავისეირნებთ სადმე.
-აჰ,დილანი.ძალიან მომწონს ეგ ბიჭი,ძალიან,-კვლავ შეაქო და კოლა მოსვა.გამეღიმა მის ნათქვამზე და ტუჩების მოძრაობით მადლობა გადავუხადე.ზუსტად ამ დროს დილანმა მომწერა რომ უკვე აქ იყო.
-კარგი მე წავალ,-ვუთხარი და ჩანთა ავიღე.
-მიდით გაერთეთ,გვრიტებო,-ახალი ნაჭერი მოკბიჩა.წარბები ავზიდე მის ნათქვამზე,გამეცინა.
-დროებით,-ლოყაზე ვაკოცე და გამოვბრუნდი.
-ჭკვიანად,-უკან მომაძახა.არადა,რომ არ ეთქვა 5 წლის ბავშვებივით დაჭერობანას თამაშს ვაპირებდით.უბრალოდ უფროსი ძმაა და მიჩვეულია ჩემთვის თვალ-ყურის დევნას.ჯერ კიდევ ვერ მიხვდა,რომ 21 წლის ვარ.
ოლივერს დავემშვიდობე კიდევ ერთხელ და როგორც იქნა გამოვედი გარეთ.დილანმა როგორც კი დამინახა ხელები გაშალა ჩასახუტებლად,მე კი არ მიყვარდა სახალხოდ ასეთი ქცევები რატომღაც.ის თავის წესს მაინც არასოდეს არღვევს.
-გამარჯობა პატარავ,-დიდი ხელები მხრებზე მომხვია და მიმიხუტა.
-გამარჯობა,-მივესალმე მეც.
-ვიცი როგორ გიყვარს საკუთარი მანქანით სიარული,ამიტომ დღეს ფეხით გამოვისეირნე,-გამიღიმა.ყოველთვის ცდილობს შემისრულოს სურვილები,ყველაზე უმნიშვნელოებიც კი.ისეთი კარგი ხასიათი აქვს,რომ მისნაირი არც მეგულება სხვა.სწორედ ამიტომ შემიყვარდა.
-მადლობა,-გავუცინე-ლექციები უკვე დაგიმთავრდა?-ცოტა არ იყოს გამიკვირდა.
-ერთს თუ გავაცდენ არაფერი მოხდება,-თვითკმაყოფილმა ჩაიღიმა.
-რამდენჯერ გთხოვე,რომ დაესწარი ყველას თქო?!-არ მიყვარს როცა ასე იქცევა.
-კარგი რა,შენთან ყოფნა მინდოდა მე,-წელზე ხელი მომხვია.
-მიზეზები არ გელევა,-გამეცინა.წამოიწია და მანქანის კარები გამიღო,შემდეგ მოუარა და თითონაც დაჯდა მგზავრის ადგილზე.
-აბა,საით გნებავთ?-მშვიდად ვკითხე.
-ჩემთან სახლში ჯერ,-ღვედი შეიკრა.მეც ასევე მოვიქეცი.
-მე მეგონა სადმე დავჯდებოდით ან გავისეირნებდით.
-საღამოს რესტორანში წავალთ,-წარბები აათამაშა.
-რესტორანში?-ძალიან გამიკვირდა.
-მაგიდა უკვე შეკვეთილია,უარს არ მივიღებ,-მაშინვე მითხრა.
-არა,არც ვამბობდი.უბრალოდ გამიკვირდა,-ჩავიცინე და ძრავა ავამუშავე.
10 წუთში უკვე სახლთან ვიყავით.დილანი არც ისე შორს ცხოვრობს ცენტრიდან,ამიტომ ყველა გზით ადვილად მიხვალ მის სახლთან.ვიცოდიი სწრაფად გადასვლა,მოვლა და ჩემთვის კარების გაღება უნდოდა.მაგრამ ამის უფლებას არასოდეს ვაძლევდი,მითუმეტეს მაშინ,როცა მე ვზივარ საჭესთან.ესეც ალბათ ჩემს „განსაკუთრებულ" ხასიათს ეკუთვნის.
ღიმილით მომიახლოვდა,წელზე ხელი მომხვია და სახლისკენ გავემართეთ.სწრაფად ამოიღო გასაღები ჯიბიდან და კარები გააღო.მე დივანზე ჩამოვჯექი,ის კი სამზარეულოში გავიდა და რამდენიმე წამში ჩიფსებით და ტკბილეულით გავსებული თეფშებით დაბრუნდა.ჩემს წინ მაგიდაზე დადო,მერე სწრაფადვე მივიდა ფანჯარასთან და ფარდები ბოლომდე გამოსწია,ოთახი ჩააბნელა.როგორც იქნა მოიცალა,მაგრამ დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა.თაროდან დისკი აიღო და დივიდიზე შეაერთა.ბოლოს გვერძე მომიჯდა და ხელი გადმომხვია.
-Pretty woman? სერიოზულად?-გამეღიმა.
-რომანტიკულ კომედიას ვეძებდი და ეს საუკეთესოა,-ამაყად გამომხედა.
-არ მეგონა ამ ჟანრის კინოს ყურებას თუ ვაპირებდით.
-ერთხელ გადაიტანე ჩემთან ერთად,-გაიცინა.
შუბლი შუბლზე მომადო და ნაზად მეამბორა.თავი მხარზე დავადე და თვალები დავხუჭე.
------------------------------
კინოს ყურების შემდეგ ცოტახანი კიდევ ვერთობოდით,ვსაუბრობდით,სანამ არ გახდა 6 საათი.
-გვერძე ოთახში შედი და გთხოვ გასაღები გამომიტანე.ტუმბოზე დევს,-თავაზიანად მთხოვა.თავი დავუქნიე და თხოვნა შევუსრულე თითქმის.ოთახში რომ შევედი საწოლზე ძალიან დიდი,მაღალი თეთრი ყუთი იდო.ზემოდან ზონარი ჰქონდა და ფურცელი,რომელზეც ეწერა "for Skylynn".სახე გამიბრწყინდა,საშინლად გამეხარდა ის ფაქტი,რომ ჩემზე ამდენს ფიქრობს და ზრუნავს.
-აღარ გახსნი?-უკნიდან ჩამეხუტა ძალიან თბილად.მისკენ შევბრუნდი,წარმომიდგენია სახეზე რამხელა ბედნიერება მეტყობოდა.ეს დილანის გამომეტყველებიდანაც ადვილი შესამჩნევი იყო.ჩუმად ჩავიცინე და ჩავეხუტე.რამდენიმე წამში საწოლის ბოლოში ვიჯექი და ყუთს ვხსნიდი.დილანი კედელს მიეყრდნო და გამალებული ჩემს რეაქციას ელოდა.ცდილობდა ეს ნერვიულობა დაემალა,მაგრამ მე ხომ არაჩვეულებრივად ვიცნობ მას.ყუთში კი შავი,მოკლე,წელში ლამაზად გამოყვანილი და წელს ქვემოთ ოდნავ გაშვებული კაბა იდო.უნდა ვაღიარო მომეწონა! მთლიანად გადმოვიღე და ვათვალიერებდი.გამეღიმა,ჩემს გემოვნებაში ნამდვილად ჯდებოდა.არ მიყვარს კაშკაშა ფერები და ასევე მოტკეცილი კაბები.
-მოგეწონა?-ხმადაბლა შემეკითხა.როგორ უნდოდა,რომ საჩუქარი კარგი გამოსვლოდა.
-კი,თანაც ძალიან,-ღიმილით გავხედე.სახეზე შვება დაეტყო,თვალები დახუჭა და ამოისუნთქა.სწრაფად წამოვდექი,მასთან მივედი და ისევ ჩავეხუტე.
-ძნელია გოგოსთვის ტანსაცმლის შერჩევა,მითუმეტეს კაბის,-ჩაიცინა და ხელები მომხვია-მიხარია,რომ მოგეწონა.
-შენ უკვე იცი ჩემი გემოვნება,ამიტომ მეეჭვება შეცდე ხოლმე,-ჩავიბუტბუტე.
-ახლა ჩაიცვი,გაემზადე და რესტორანში წავიდეთ.ხო და ყუთი კარგად დაათვალიერე,-თვალი ჩამიკრა,ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.თითქოს მაინც აფორიაქებული იყო,აშკარად რაღაც სჭირდა მთელი დღეა,ძალიან ორგანიზებულია.არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი,მაგრამ მართლა უჩვეულოდ იქცევა.
კაბას მოვუბრუნდი,წარბები ავათამაშე და შარვლის ელვა შევიხსენი.რამდენიმე წუთში ჩავიცვი და სარკის წინ ვიდექი.ფეხსაცმელიც კი შესაფერისი უყიდია,მაგიტომ გამაფრთხილა.ჩანთიდან კოსმეტიკის ჩანთა ამოვიღე,მართალია მაკიაჟს არც ვისმევ ხოლმე,მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დამაქვს.მაგალითად ახლა,ხომ დამჭირდა არა?! ჯერ სავარცხელით თმები გადავივარცხნე და ზევით ლამაზად ავიწიე.შემდეგ ტუში წავისვი და ბოლოს ოდნავ ბლესკიც.საბოლოოდ რომ ჩავიხედე სარკეში ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი,სადად გამოვიყურებოდი,ეს კი ჩემი მთავარი მიზანია.მაგრამ რაღაც მაკლდა..პატარა თვლიანი ბეჭედი გავიკეთე მარჯვენა ხელზე,თუმცა მაინც იყო დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.ხელი ჩავიქნიე,მეტი არც არაფერი მინდოდა.ოთახიდან გამოვედი,დილანი უკვე კარებთან იდგა.სასიამოვნოდ გასაკვირი იყო მისი კლასიკური ჩაცმულობა.კოსტუმი ხელში ეჭირა და მე მათვალიერებდა.თამამად გადავდგი ნაბიჯები მისკენ,მიუხედავად იმისა,რომ მაღალქუსლიანებში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.
-განსაკუთრებით ამ კაბაში ულამაზესი ხარ,-ხმადაბლა მითხრა და ცალყბად გაიღიმა.მადლობა გადავუხადე და ხელი ჩავკიდე.
მანქანის კარები გამიღო,შემოუარა და თითონაც ჩაჯდა მანქანაში.შემდეგ ღიმილით შემომხედა,ეცადა შეუმჩნევლად ამოესუნთქა.არა,ნამდვილად რაღაც ხდებოდა.მომეჩვენა,თითქოს საკუთარი თავი გაამხნევა და ძრავა აამუშავა.
20 წუთში უკვე პრესტიჟული რესტორნის წინ ვიდექით.კარები გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა.შემდეგ კი შესასვლელისკენ წავედით.ოფიციანტმა ჩვენს მაგიდასთან მიგვიყვანა და მარტოები დაგვტოვა.
-დიდი ხანია ასე ოფიციალურად ერთად არ ვყოფილვართ რესტორანში,-კომენტარი გავუკეთე მის იდეას აქ მოსვლის შესახებ.მან გამიღიმა,მაგრამ შემდეგ საეჭვოდ ჩაისუნთქა.
-კარგი,გეყოს უკვე.რამე ხდება?-მართლა ვნერვიულობდი.
-რამდენიმე წუთი მაცადე,გთხოვ,-თავაზიანად მიპასუხა და წყალი მოსვა.აღარაფერი ვუთხარი და გავჩუმდი.ახლა ჩვენს შორის მხოლოდ სიჩუმე იყო და ცოტაოდენი დაძაბულობაც.
-სქაილინ,-როგორც იქნა დაიწყო-ჩვენ ერთად უკვე 3 წელია რაც ვართ.3 წელია რაც ერთმანეთი გვიყვარს.ვთვლი,რომ ერთმანეთთან საკმარისზე მეტად ახლოს ვართ,ჩვენი ოჯახებიც იცნობენ ერთმანეთს და ჩვენი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ,-მგონი ვხვდებოდი საუბარი საით მიჰყავდა-მე შენ მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე და გპირდები,რომ სულ შენს გვერდით ვიქნები და დაგეხმარები.მინდა,რომ უკვე შეყვარებულები არ გვეწოდებოდეს,მე უკვე სერიოზულ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი.
პატარა პაუზა გააკეთა,სანამ მთავარ კითხვას დასვამდა.ჩემი ნერვიულობაც პიკს აღწევდა,როცა ხელი ჯიბისკენ წაიღო და იქიდან ლამაზი წითელი კოლოფი ამოიღო.გახსნა,ჩემს წინ დადო და ჩემი ხელი დაიჭირა.მაშინვე გამეფანტა ყურადღება,ბეჭედი ისეთი ლამაზი იყო,გაოცება ვერ დავმალე.
-სქაილინ,ცოლად გამომყვები?-სრული სერიოზულობით მკითხა.ვიცოდი უკვე რომ ამ კითხვას დასვავდა,მაგრამ უფრო მეტად დავიბენი.თვალებში ვუყურებდი და რაღა თქმა უნდა მხოლოდ ერთი პასუხი მიტრიალებდა თავში.უბრალოდ,ამის სათქმელად ვემზადებოდი.
-კი,-გავუღიმე.ვერც ავღწერ დილანის სახეზე რამხელა ბედნიერება გამოიხატა,შვებისგან გაიღიმა,გაიცინა და სიყვარულით აღსავსე თვალებით შემომხედა.სასწრაფოდ ამოიღო ულამაზეს თვლიანი ბეჭედი კოლოფიდან და მარცხენა ხელის არათითზე გამიკეთა.შემდეგ წამოდგა,ჩემთან მოვიდა და მეც წამომაყენა.ჩამეხუტა და შემდეგ ნაზად მაკოცა.
-უკვე ჩემი ხარ,-ყურთან ჩამჩურჩულა სიცილით და ისევ მიმიხუტა.
-სულ შენი ვიქნები,-თვალები დავხუჭე და გაბედნიერებულმა,კიდევ ერთხელ შევისუნთქე მისი სურნელი.
----------------------------
რესტორანში თითქმის 1 საათი ვიყავით,მომავალზე ვსაუბრობდით და შევთანხმდით,რომ ჩემებთან ხელის სათხოვნელად ხვალ საღამოს მოვიდოდა.მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი,ბეჭედს ვუყურებდი და ვერ ვკმარულობდი მისი სილამაზით დატკბობას.დილანიც ისე მიყურებდა,თითქოს მთავარი მისია შეასრულაო.ხალხი იყო ირგვლივ,თორემ ალბათ გვერძე მომიჯდებოდა და წამითაც არ მომცილდებოდა.ქორწილზეც კი დავიწყეთ საუბარი,მაგრამ არ მინდოდა მალევე გადაგვეხადა.მერჩივნა ჯერჯერობით უბრალოდ დანიშნულები ვყოფილიყავით.
სახლში 11 საათზე მომიყვანა.გადმოსვლამდე მსუბუქად ვაკოცე და დავემშვიდობე.ღიმილით გავაცილე და სახლში სწრაფად მივირბინე,ერთი სული მქონდა ყველა გამეხარებინა.
ზარი დავრეკე და შორიდანვე გავიგე,როგორ მორბოდა დედაჩემი კარების გასაღებად.ღიმილით მომეგება,იცოდა რომ დილანთან ერთად ვიყავი და არც უნერვიულია ამიტომ.მაგრამ ჩემმა ჩაცმულობამ ძალზედ გააკვირვა.სახლში შევედი და კარები მივხურე.მერე კი მისკენ მივბრუნდი.მამა სამზარეულოში იჯდა და ვახშმობდა,თუმცა ჩემსკენ თვალს მაინც აპარებდა.
-დე,იცი რა მოხდა?-აჟიტირებული ვიყავი.
-რაღაც ძალიან კარგი მოხდებოდა,-უკვე გახარებული იყო.ცოტახანი გავჩმდი,მინდოდა ეფექტურად გამომსვლოდა.
-დილანმა ცოლობა მთხოვა!-დავიყვირე რამდენიმე წამში და მარცხენა ხელი ამოვწიე,ბეჭდის საჩვენებლად.ამ ფრაზის თქმა იყო,რომ ადამიც და მამაც მოვიდნენ.მათ სახეებზე გაკვირვება და ასევე ღიმილიც შევნიშნე.ვიცოდი,რომ ჩემი სიხარული მათზე გადავიდოდა,ისინი ცუდს არაფერს იტყოდნენ.ადამმა ეშმაკურად ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა.ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა და გადამეხვია.
-გილოცავ,დაიკო,-ჩუმად მითხრა.მადლობის ნიშნად ხელები შემოვხვიე წელზე და ლამის ადგილზე დავიწყე ხტუნაობა სიხარულისგან.
დედამ ერთი ტაში შემოჰკრა და სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.მამამაც გაიღიმა.მის მზერაში რაღაც ისეთი ვიგრძენი,თითქოს უკვე მემშვიდობებოდაო.ორივესთან მივედი და ჩავეხუტე.
-მოკლედ,ეს ოჯახური იდილია,-ჩაიცინა ადამმა და ისიც მოვიდა ჩვენთან.
დედაჩემს ისეთი გახარებული სახე ჰქონდა,მას რომ ვუყურებდი ძალაუნებურად მეღიმებოდა და უფრო ბედნიერი ვიყავი.მამაც მიხუტებდა და იმას იმეორებდა,თუ როგორ მალე დაბერდა,არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი ქორწილიო.დედა მხიარულად იცინოდა და საკუთარ თავზეც ეთანხმებოდა.
-არა რა,აუცილებლად უნდა ვიშოვო ვინმე გოგო,თანაც მალე,-თავისთვის ჩაიბურტყუნა და ლუდისთვის გავიდა სამზარეულოში.
გული დამშვიდებული მქონდა.ყველაფერი კარგად დასრულდა,ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია.
მოკლედ,ახლა დამრჩა,რომ უბრალოდ მივენდო დროს და დაველოდო მოვლენების განვითარებას.

AwakingWhere stories live. Discover now