25

295 23 0
                                    

მია მონაყოლს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა.ჩემი და ზეინის გამო ძალიან გახარებული იყო,ჩემგან განსხვავებით.ვერ ვიგებდი რა სჭირდა,მეთამაშებოდა? დილანი კი სულ სხვა თემაა.ის როდესაც მიხსენა პასუხი ვერ გავეცი,აღარ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ.ვხვდები,რომ მას დიდი ხანია ვიცნობ,მაგრამ გრძნობა ისეთი აღარაა.

სიტუაცია ამიხსნა,მნიშვნელოვანი არაფერია,უბრალოდ რაიანს ვიღაცასთან უჩხუბია და ამათი გასაშველებელია ახლა.ხშირად ხდება ეგეთები,უკვე მივეჩვიეო.

ალბათ 2 საათი მაინც გავიდა უკვე.მია მოწყენის საშუალებას არ მაძლევდა,ღმერთო ვგიჟდები ამ ადამიანზე! ათასი ამბავი მომიყვა,ბავშვობიდან გაიხსენა სასაცილო შემთხვევები,სადაც რა თქმა უნდა ზეინიც იყო გარეული.იმედია ხელში ჩამივარდება ისეთი მომენტი,რომ ზეინს ეს ყველაფერი გავახსენო.

კარებზე დააკაკუნეს თუარა მაშინვე მისაღებისკენ გავიხედე.მიას უკან გავყევი და ცოტა მოშორებით დავდექი.არ ვიცოდი ზეინი რას მოიმოქმედებდა ჩემს დანახვაზე,იმის გამო აქამდე გაკვირვებული ვიყავი,რომ წასვლის წინ მოულოდნელად მაკოცა.გულში რაღაც ჩამწყდა,როცა გვერდი ჩამიარა ისე,თითქოს იქ არც ვმდგარიყავი და დივანზე ჩამოჯდა.ნეტავ რას ელოდებოდი,რას? საკუთარ თავთან ომი მქონდა.ზუსტად შენთან იქნება ერთგული და გულწრფელი.რა სულელი ვარ.

თავს შეურაცჰყოფილად ვგრძნობდი.შეიძლება აქამდე უარესი შემთხვევები მქონია მასთან,მაგრამ ეს ყველაზე მძიმე და აუტანელი იყო.მიასთან ერთად მათ წინ ჩამოვჯექი,ჯერემის მზერას გავურბოდი ყველაზე მეტად.ისედაც აწითლებული ბრაზისგან,ახლა ნამდვილ კიბორჩხალას დავემსგავსებოდი.

მერეღა შევამჩნიე მთვრალი რაიანიც მოუყვანიათ და სიცილით გვიყვებოდნენ მომხდარს.თუმცა საერთოდ არ მეცინებოდა,მაგიდას ვიყავი მიშტერებული და ხელები გადაჯვარედინებული მქონდა.მიამ რამდენჯერმე მხარი გამკრა,მაგრამ ვერ შევძელი მობილიზება,რომ სემისთვის მომესმინა.ზეინიც ერთვებოდა საუბარში,შემდეგ ჩერდებოდა,მაგრამ რა აზრი.მაიგნორებდა,ვერც კი მამჩნევდა.ჯერ საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი,მერე კი მასზე.

AwakingWhere stories live. Discover now