მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი,თუმცა არ ვიმჩნევდი.ვიცოდი ჩემი ემოციები რომ გამომეხატა ყველაფერი ცუდად წავიდოდა.დღე კვლავ ჯერემისთან და მიასთან ერთად გავატარეთ.შემდეგ მოვიდნენ რაიანი,ოლი,ეთანი და რა თქმა უნდა მარიაც.საკმაოდ ლაღად იქცეოდა,მაღიზიანებდა ყველანაირად და თავს ძლივს ვიკავებდი,რომ რამე არ დამეშავებინა მისთვის.ცდილობდა ზეინის ყურადღება მიექცია,მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოსდიოდა.მია ხვდებოდა ჩემი უხასიათობის მიზეზს და ჩუმ-ჩუმად ცდილობდა ჩემს გამხიარულებას.მაგრამ ფიქრი იმაზე,რომ ჰარისონმა შეიძლება მახე დამიგოს და მომატყუოს ჩემს გონებას არ სცილდება.ნელ-ნელა ვხვდები რამხელა შარში მომიწევს თავის გაყოფა,პირველ რიგში კი იმიტომ,რომ ზეინს ვუმალავ ამას.
***
ზეინის მობილურში დრო კიდევ ერთხელ გადავამოწმე,ოთხის ნახევარია.მობილური თავის ადგილას ჩუმად დავაბრუნე და საწოლიდან წამოვდექი.გულისცემა ათასჯერ უფრო გამიხშირდა,ტანსაცმელი ჩავიცვი,შემდეგ უჯრიდან ზეინის პისტოლეტი ამოვიღე და თითის წვერებზე სიარულით მივუახლოვდი კარებს.ზეინს კიდევ ერთხელ გამოვხედე,მას იმდენად ღრმად სძინავს წესით ჩემს მოსვლამდე არც უნდა გაეღვიძოს.იმედია გუშინდელი არ განმეორდება.
კარები ფრთხილად გამოვიხურე და შემდეგ რაც შემეძლო სწრაფად ჩავირბინე კიბეები.სახლიდან გამოსვლის წინ კიდევ ერთხელ მივაყურადე,ხომ არ გაეღვიძა ზეინს-თქო.საბედნიეროდ სიჩუმე იყო.ღრმად ჩავისუნთქე და გარეთ გამოვედი.თითქმის სირბილით გავუყევი გზას,ვჩქარობდი,რომ მიმესწრო და შემდეგ მალე დავბრუნებულიყავი უკან.ცოტახანში მზეც ამოვიდოდა და წამოსვლისას სიბნელეში სიარული არ მომიწევდა.
ალბათ ზუსტად 15 წუთი იქნებოდა გასული,რომ მივედი ტყის დასაწყისთან.ჰარისონი ჯერ-ჯერობით არსად ჩანდა,შეიძლება მე ცოტა ადრეც მოვედი,ამიტომ დალოდება გადავწყვიტე.გავიდა 10 წუთი,15,20.ის მაინც არ ჩანდა.ნელ-ნელა იმედი მიცრუვდებოდა,არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი მიამიტი ვარ და ანკესს მარტივად წამოვეგე.
უკვე ნახევარი საათი გავიდა და მე ამ მიყრუებულ ადგილას მაინც მარტო ვდგევარ და ველოდები მას.მზემ ამოსვლა დაიწყო,უკვე პანიკამ და ბრაზმა ერთდროულად შემიპყრო.ჯანდაბა,მართლა მომატყუა! შემეშინდა,თუ ეს ყველაფერი დადგმულია,შესაძლოა სადმე ლუკასი ან მისი მოგზავნილი კაცი იყოს,ამიტომ აქაურობას მალე უნდა გავეცალო.კიდევ რამდენიმე წუთი მოვიცადე და შემდეგ წამოვედი.შიშისგან გამბედაობა მემატებოდა და სირბილისას სიჩქარეს უფრო ვუმატებდი.ბოლომდე განათებული მაინც იყოს მიდამო,უფრო მშვიდად ვიქნებოდი.
სახლს როცა მივუახლოვდი სვლა შევანელე,კარები შევაღე და ნელა დავხურე შემდეგ.ოთახში სიბნელე იყო,ამიტომ შუქის ანთება დამჭირდა.იქვე ჩამრთველს დავადე ხელი და როცა ყველაფერი განათდა სავარძელში მჯდარი ზეინი დავინახე.მოულოდნელობისგან შევხტი,წამოვიკივლე და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.
-ასე აღარ შემაშინო,-ძლივს გავიგე ჩემი ხმა.
-სად იყავი?-დაეჭვებით მიყურებდა.მისი ტონი არ მომწონდა.
-ზღვაზე გავედი ცოტახნით,-კიბეებისკენ წავედი.
-სქაილინ!-ბოლო ხმაზე დამიყვირა და ადგილზე მივიყინე.თვალები გამიფართოვდა შიშისგან.ვერ ვმოძრაობდი,ასე მგონი მან პირველად აუწია ხმას ჩემთან.ადრეც უჩხუბია,მაგრამ ახლა ნამდვილად ამაკანკალა.გავიგე როგორ წამოდგა და მომიახლოვდა,მისკენ უხეშად შემომაბრუნა.
-სიმართლე მითხარი,-ცოტა დამშვიდებულმა მითხრა.
-მ-მე არ გატყუებ,-ენა დამება,სახეზე ალბათ ფერი არ მედო,მე კი მოტყუების მცდელობებს ვაგრძელებდი.
-უკვე კარგად გაგიცანი იმისთვის,რომ გავარჩიო სიმართლეს ამბობ თუ არა.გთხოვ მწყობრიდან ნუ გამომიყვან,-წარბები შეკრა და კედელს მიმაყუდა.მივხვდი,რომ მოტყუებას აზრი აღარ აქვს.ღრმად ჩავისუნთქე და მოვემზადე ჩხუბისთვის,რადგანაც ამ ინფორმაციას ის მშვიდად ვერ შეხვდება.
-ჰარისონს უნდა შევხვედროდი 4-ზე.გუშინწინ წერილი დატოვა მიასთან,მან მე მომცა,იქ კი ეწერა,რომ რაღაც მნიშვნელოვანზე უნდა გვესაუბრა.
-და შენც ჩემი ნებართვის გარეშე წახვედი,-მშვიდად დააყოლა.
-შენთვის რომ მეთქვა არ გამიშვებდი და არც თითონ წახვიდოდი,ვიცი,-ხმა ამიკანკალდა.
-მაგრამ შენ მაინც წახვედი,-კვლავ გაიმეორა,ოღონდ ამჯერად უფრო ხმამაღლა-დამიმალე,თითქოს ამას ვერ გავიგებდი.ასეთი სულელი გგონივარ?-უფრო მეტად გაბრაზდა,ყვირილზე გადავიდა.ყელზე ძარღვები დაეტყო.თვალებს გამალებით აცეცებდა.
-ზეინ..
-რაო მერე,რა გითხრა?-გამაწყვეტინა,ირონიულად ჩაილაპარაკა.მაგრამ ჯერ კიდევ ბრაზით იღრინებოდა.
-არ მოსულა,-ხმადაბლა ვუპასუხე.
ხელით შუბლი მოისრისა,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.დამეწყნარებინა? მაგრამ მეშინოდა ზედმეტი ხმის ამოღებისაც კი.
-მე შენ გენდობოდი,შენ კი რა გააკეთე? დამიმალე ეს,ისევ! ასეთი მიამიტი რატომ ხარ? ლუკასი რომ მოსულიყო და შენთვის რამე დაეშავებინა? ამაზე რატომ არ ფიქრობ?-ხმას აუწია და თვალებში დაჟინებით დამიწყო ყურება.
-ზეინ,მე მინდა რომ დაგეხმარო!-დანანებით ჩავილაპარაკე.
-თუ ეს მართლა გინდა მაშინ მარტო რატომ მოქმედებ? ყველა შემთხვევაში ჩემთვის უნდა გეთქვა,რამდენჯერ გაგაფრთხილე უკვე!!-ყვირილი გააგრძელა,გიჟივით იქნევდა ხელებს.
-როგორც ხედავ ჯიუტი ვარ და მაინც ჩემსას ვაკეთებ,ასე რომ ახლა ყვირილი შეწყვიტე!-გაბრაზებულმა მივაყარე.
-ნუ ბრძანებლობ აქ! მინდა ვიყვირებ და მინდა არა!-ჩემმა ნათქვამმა როგორც ჩანს უფრო გაამწარა.ბრაზი ყელში მომაწვა,მაგრამ საკუთარი თავი როგორღაც მოვთოკე.
-მოიცა,შენ გგონია სწორად იქცევი მაგ შენსას რომ აკეთებ სულ?-გააგრძელა ყვირილი,არა უფრო ღრიალი-ფეხებზე მკიდია შენი სიჯიუტე,ვალდებული ხარ მითხრა ყველაფერი,რადგან შენს სიცოცხლეზე ამჟამად მე ვარ პასუხისმგებელი!-მომიახლოვდა და ხელები ჩემი თავის ირგვლივ დააწყო.სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყურში ჩამყვიროდა,მას ნამდვილად ვერ ვცნობდი.
-ვიცი,რომ არასწორად ვიქცევი,-თვალებში შევხედე,ჩემმა სითამამემ თითონ გამაკვირვა-მაგრამ თუ ჩემი სიკვდილი საჭიროა,მაშინ წესით უკვე მკვდარი უნდა ვიყო.როგორც ხედავ ჯერ-ჯერობით ცოცხალი ვარ.
-და მე არ განაღვლებ?-ჩემდა გასაკვირად მშვიდად თქვა-მე რა მეშველებოდა შენ რომ აღარ ყოფილიყავი?-კბილებში გამოსცრა.
მის თვალებში უზომოდ დიდი ტკივილი დავინახე და მივხვდი რა წამოვროშე.ვიგრძენი ხელები როგორ დაემუშტა,ჰაერს გახშირებულად სუნთქავდა.არადა არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
-მაპატიე,-ჩურჩულით აღმომხდა.
არაფერი მიპასუხა,სიმწრით ჩაიცინა.
-ეს კარგი იცით,მაპატიე,-აგდებით თქვა ჩემი სიტყვა,რომლითაც მართლა მთელი გულით ვთხოვე პატიება.
გვერდზე ჩამიარა და ოთახში ავიდა.დიდი ხანი ვიდექი ერთ ადგილას გაშტერებული,არასოდეს მიგრძვნია თავი ასე მარტოსულად.ამასთან,არ შემეძლო იმის ატანა,რომ მე და ზეინი ისევ ნაჩხუბრები ვიყავით.ჯანდაბა,ახლა როგორ შემოვირიგო.ოთახში ავედი,მას უკვე ეძინა.საწოლის მოპირდაპირე მხარეს ჩამოვჯექი,პისტოლეტი ტუმბოზე დავდე.შემდეგ ტანსაცმელი გავიხადე და პიჟამოები ჩავიცვი ისევ.საწოლში შევწექი და ზეინისკენ გადავბრუნდი.
-ზეინ-,-ჩურჩულით დავუძახე.რეაქცია არ ჰქონდა.
-ზეინ,-კიდევ ერთხელ გავიმეორე მისი სახელი.
რა თქმა უნდა,კვლავ იგნორი.
-ჩემსკენ გადმობრუნდი,გთხოვ.
მეშინოდა,ნამდვილად მეშინოდა.ზეინი ხმას არ მცემდა და სწორედ ამან მაგრძნობინა თავი,რომ მარტო ვარ.მარტოობის მეშინია.ზეინის გარეშე ყოფნის მეშინია.მჭირდება.
-ზეინ,მეშინია,-აცრემლებულმა კიდევ ერთხელ ამოვიღე ხმა.
არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ ზუსტად ამ სიტყვების შემდეგ გადმობრუნდა.დაუფიქრებლად მისკენ მივიწიე და მივეხუტე,სხეულზე მივეკარი.დაკარგული ბავშვივით ვიყავი,ისე ვეკვროდი,თითქოს რამდენიმე წლის უნახავი მყავს.დაიბნა,მაგრამ მაინც მომხვია ხელები.სასიამოვნო გრძნობამ დამიარა,მიუხედავად იმისა,რომ ასე სასტიკად მეჩხუბა,მასთან თავს მაინც დაცულად ვგრძნობდი.მიყვარს და სწორედ ამის გამო ვპატიობ ალბათ ყველაფერს.მაგრამ უმეტეს წილად ამას ვიმსახურებდი კიდეც.
ცოტახანში ჩამეძინა მაგრამ მაინც გავიგე,რომ თავზე მაკოცა,რამაც ყველაზე მეტად გამახარა.ხვალ დილით კი ყველაფერი ხელახლა დაიწყება.
დილით ლოგინში მარტოს გამეღვიძა.შიშისგან მაშინვე თავი წამოვწიე.ზეინი სარკის წინ იდგა და პერანგის ღილებს იკრავდა.
-რა ხდება?-ვყოყმანობდი უნდა მეკითხა თუ არა,მაგრამ ბოლოს მაინც გავბედე.
არაფერი მიპასუხა,თითქოს არც კი გაუგია ჩემი ხმა.
-ზეინ?
-რა გინდა?-გაბრაზებული ტონით შემომიბრუნა კითხვა.
-ასე ადრე რატომ ადექი? რამე მოხდა?-პირველი რაც გავიფიქრე სწორედ ეს იყო.
-ზედმეტ კითხვებს სვამ,სქაილინ,-ცივად მიპასუხა.
-არც იმას მეტყვი სად მიდიხარ?-იმედგაცრუება ჩემს ხმაში ნამდვილად იგრძნობოდა.
-საქმეზე,-მოკლედ მომიჭრა.
-რატომ მელაპარაკები ასე,არ შეგიძლია უბრალოდ მაპატიო? გავიგე,რომ შეცდომა დავუშვი და აღარ გავიმეორებ ამას!-მეც გავბრაზდი,უფრო სწორად მისმა სიამაყემ დამღალა.
-არ შემიძლია,რადგან შენ ამას ადრეც დამპირდი!-ჩემი ხმა გადაფარა მისმა ღრიალმა.
-და ამის შემდეგ შენ კიდევ ამბობ,რომ გიყვარვარ,-ჩავუბუტბუტე.
თვალებდაწვრილებულმა გამომხედა,როგორც ჩანს არ ელოდა ამას რომ ვეტყოდი.მოსალოდნელზე უფრო სწრაფი რეაქცია ჰქონდა.
-ჩემში გეპარება ეჭვი?-დაეჭვებით მკითხა.ხმა ვერ ამოვიღე,პასუხი მეც არ ვიცოდი საბოლოოდ ზუსტად.
-მიპასუხე!-წამში დაიხარა ჩემს სიმაღლეზე და საწოლს მუშტი დაარტყა ისე,რომ კვლავ შემეშინდა.თვალებში მიყურებდა,სახეებს მილიმეტრი აშორებდა ერთმანეთისგან.ნეტავ იცოდეს როგორ მტკივა გული ასე რომ მექცევა,მაგრამ მისთვის მისი სიამაყე უფრო მნიშვნელოვანია.როცა პასუხი ვერ მიიღო ჩემგან გასწორდა,ზემოდან დამყურებდა.
-მოკლედ,მივდივარ და არც კი გაბედო სახლიდან გასვლა!-ხმამაღლა გაუსვა ბოლო სიტყვებს ხაზი.ისე გულგრილად მელაპარაკებოდა,ისე ცივად თითქოს ჩემს მიმართ საერთოდ ვერაფერს გრძნობს.
თავი დავხარე და დავუქნიე.
-თუმცა არც კი ვიცი უკვე უნდა გენდო თუ არა,-ჩემს გასაგონად ჩაიბურტყუნა და კარები ხმაურიანად გაიხურა.თითქოს მომკლეს,ამკუწეს,დამჭრეს,ისე საშინლად ვგრძნობდი თავს.მისი თითოეული წარმოთქმული სიტყვა ჩემთვის მომაკვდინებელი იყო.ზუსტად ასეთ დროს მახსენდება ხოლმე ჩვენი ერთად გატარებული წამები და ასე მგონია ეს საუკუნის წინ მოხდა.
ვგრძნობ,რომ ნელ-ნელა ცოცხლად ვკვდები.
საწოლზე გადავწექი თუ არა,თვალებიდან სიმწრის ცრემლები წამომივიდა.